ალეისკი
იერსახე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ალეისკი რუს. Алейск | |||
| |||
ქვეყანა | რუსეთი | ||
ფედერაციის სუბიექტი | ალთაის მხარე | ||
საქალაქო ოკრუგი | ქალაქი ალეისკი | ||
კოორდინატები | 52°30′00″ ჩ. გ. 82°47′00″ ა. გ. / 52.50000° ჩ. გ. 82.78333° ა. გ. | ||
დაარსდა | 1913 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1939 | ||
ფართობი | 43,87 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 170 მ | ||
კლიმატის ტიპი | ზომიერი კონტინენტური | ||
ოფიციალური ენა | რუსული | ||
მოსახლეობა | 28 972[1] კაცი (2018) | ||
სიმჭიდროვე | 660,41 კაცი/კმ² | ||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები და სხვ. | ||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||
სატელეფონო კოდი | +7 38553 | ||
საფოსტო ინდექსი | 658130 — 658149 | ||
ოფიციალური საიტი | http://aleysk22.ru/ | ||
ალეისკი[2] (რუს. Алейск) — ქალაქი რუსეთში, ალთაის მხარის ცენტრალურ ნაწილში, ალეისკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 28 972 მცხოვრები (2018).[1] მდებარეობს ობისპირეთის პლატოს აღმოსავლეთ განაპირა მხარეს, მდინარე ალეიზე (ობის შენაკადი). მსხვილი სარკინიგზო კვანძი (სადგური ალეისკაია). დაარსდა 1913 წელს, როგორც დაბა მშენებარე თურქესტან-ციმბირის რკინიგზაზე არსებულ სადგურთან. 1926 წლიდან ქალაქის ტიპის დაბაა, 1939 წლიდან — ქალაქი. ალეისკში არის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. გადამამუშავებელი მრეწველობის ცენტრია (საფქვავ-ბურღულეულის, კარაქ-ყველსაკეთებელი, რძის, შაქრის მრეწველობა). მოქმედებს ავტოსარემონტო ქარხანა, სამკერვალო ფაბრიკა. საბჭოთა პერიოდში მუშაობდა ლითონგადასამუშავებელი ქარხანაც.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Пуляева Д. А. АЛЕЙСК დაარქივებული 2019-07-28 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 1. Москва, 2005, стр. 432.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 года. Дата обращения 25 июля 2018. Архивировано 26 июля 2018 года.
- ↑ ელერდაშვილი ა., ალეისკი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ Алейск // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.