შინაარსზე გადასვლა

ალამუთის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალამუთის ციხე

ალამუთი (სპარს. الموت, Alamūt) — მთაზე აგებული ციხე ირანში, ალამუთის რეგიონში. მდებარეობს დღევანდელი თეირანიდან დაახლოებით 200 კილომეტრში. სახელი ნიშნავს „არწივის ბუდეს“.[1]:23

1090 წელს, ალამუთი ჰასან-ი საბაჰის მფლობელობაში გადავიდა; იგი ნიზარიტი ისმაილიტების სახელმწიფოს დამაარსებელი იყო. 1256 წლამდე ალამუთი წარმოადგენდა ამ სახელმწიფოს ცენტრს, რომლის შემადგენლობაში, ალამუთის გარდა, მრავალი სხვა სტრატეგიული ციხესიმაგრეც შედიოდა დღევანდელი ირანისა და სირიის ტერიტორიაზე და თითოეული მათგანი მტრულად განწყობილი სახელმწიფოებით იყო გარშემორტყმული.[2]

ალამუთი, რომელიც ამ ციხესიმაგრეებიდან ყველაზე ცნობილია, ითვლებოდა ნებისმიერი არმიისათვის აუღებელ ციხედ და განთქმული იყო ლამაზი ბაღებით, ბიბლიოთეკითა და ლაბორატორიებით, სადაც ფილოსოფოსებს, მეცნიერებსა და თეოლოგებს ინტელექტიალური თავისუფლების პირობებში შეეძლოთ კამათი.[3]

ციხემ მრავალი თავდასხმა გადაიტანა, მათ შორის სელჩუკთა და ხვარაზმელთა. 1256 წელს რუქნ ალ-დინ ხურშაჰი დანებდა და ალამუთი შემოჭრილ მონღოლებს ჩააბარა, რომლებმაც იგი დაანგრიეს და გაანადგურეს მისი ცნობილი ბიბლიოთეკა. ითვლება, რომ მონღოლებმა მოსპეს ალამუთში ნაზირიტების არსებობა, მაგრამ ცნობილია, რომ 1275 წელს მათ შეძლეს ციხის დაბრუნება, რითაც დაანახეს, რომ მიუხედავად რეგიონში ნაზირიტთა ფართო დევნისა და განადგურებისა, მონღოლებმა საბოლოოდ ვერ შეძლეს მათი არსებობის შეწყვეტა, რასაც ასე ძლიერ ცდილობდნენ. 1282 წელს ციხე ისევ დაეცა, იგი ჰულაგუ-ხანის უფროსი ვაჟის მმართველობაში გადავიდა.[2] ამის შემდეგ ალამუთს რეგიონული მნიშვნელობაღა გააჩნდა და ადგილობრივ მმართველთა მფლობელობაში გადადიოდა.

დღეისათვის ალამუთი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, თუმცა თავისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, თანდათან ვითარდება ირანის ხელისუფლების მიერ როგორც ტურისტული ობიექტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Willey, Peter (2005). Eagle's Nest: Ismaili Castles in Iran and Syria. London: I.B. Tauris. ISBN 978-1-85043-464-1. 
  2. 2.0 2.1 Virani, Shafique. „The Eagle Returns: Evidence of Continued Isma'ili Activity at Alamut and in the South Caspian Region following the Mongol Conquests“. Journal of the American Oriental Society (ინგლისური). 2 (2003): 351–370.
  3. Daftary, Farhad (1998). The Ismailis. Cambridge, UK: Cambridge University Press. ISBN 0-521-42974-9.