აკადემია-ნაუკი (რუს.Академия Наук) — მოქმედი ვულკანირუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პატივსაცემად. ეს სახელი 1939 წელს ვულკანოლოგმა ვლადიმერ ვლოდავეცმა უწოდა. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1 180 მეტრია. ვულკანი მოიცავს რამდენიმე კალდერას, რომელთაგან ერთ-ერთში მდებარეობს კრატერული ტბა კარიმსკოე. ვულკანმა აქტიურობა დაიწყო 50 ათასი წლის წინ, მაგრამ მისი ერთადერთი, ისტორიულად ცნობილი ამოფრქვევა მოხდა 1996 წლის 2 იანვარს. აფეთქებების შედეგად 40 მლნ მ³ ნივთიერება იქნა ამოფრქვეული.