შინაარსზე გადასვლა

ავსტრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრიის რესპუბლიკა
Republik Österreich
ავსტრია
ავსტრიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Land der Berge, Land am Strome
Land of Mountains, Land by the River
ავსტრიის მდებარეობა ევროპაში
ავსტრიის მდებარეობა
ავსტრიის მდებარეობა ევროპაში
ავსტრიის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ვენა
48°12′ ჩ. გ. 16°21′ ა. გ. / 48.200° ჩ. გ. 16.350° ა. გ. / 48.200; 16.350
ოფიციალური ენა გერმანული [ა]
ეთნიკური ჯგუფები (2012)
ეთნოქორონიმი ავსტრიელი
მთავრობა ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი
 -  კანცლერი კარლ ნეჰამერი (ÖVP)
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა ფედერალური საბჭო
 -  ქვედა პალატა ეროვნული საბჭო
დამოუკიდებლობა
 -  აღმოსავლეთი მარკა  976 
 -  ავსტრიის საჰერცოგო 1156 
 -  ავსტრიის საერცჰერცოგო 1453 
 -  ავსტრიის იმპერია 1804 
 -  ავსტრია-უნგრეთის იმპერია 1867 
 -  პირველი რესპუბლიკა 1918 
 -  ფედერალური სახელმწიფო 1934 
 -  ანშლუსი 1938 
 -  მეორე რესპუბლიკა 1945-დან 
 -  სახელმწიფო ხელშეკრულება ძალაში 27 ივლისი, 1955 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 იანვარი, 1995 
ფართობი
 -  სულ 83 871 კმ2 (115-ე)
 -  წყალი (%) 1.7
მოსახლეობა
 -  2020 წლის იანვარი აღწერა 8 902 600[3] (98-ე)
 -  სიმჭიდროვე 106 კაცი/კმ2 (106-ე)
მშპ (მუპ) 2018 შეფასება
 -  სულ $461.432 მილიარდი[4]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $51,936[4] (მე-17)
მშპ (ნომინალი) 2018 შეფასება
 -  სულ $477.672 მილიარდი[4] (29-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $53,764[4] (მე-13)
ჯინი (2019)27.5[5]
დაბალი · მე-14
აგი (2018) 0.914[6]
ძალიან მაღალი · მე-20
ვალუტა ევრო ()[ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +43
ინტერნეტ-დომენი .at[გ]
ა. ^  ხორვატული, ჩეხური, უნგრული, რომანი, სლოვაკური, და სლოვენური ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ.
ბ. ^  ავსტრიული შილინგი 1999 წლამდე; ვირტუალური ევრო 1999 წლის 1 იანვრიდან; ევრო 2002 წლის 1 იანვრიდან.
გ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ავსტრია (გერმ. Österreich), ოფიციალურად ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. შედგება ცხრა ფედერალური შტატისგან; ერთ-ერთი მათგანია ვენა, ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება გერმანია, ჩრდილოეთით — ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83 879 კმ². მოსახლეობა — დაახლოებით 9 მილიონი. სახელმწიფო ენა — გერმანული,[7] ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური.[8] დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

ავსტრია პირველად 976 წელს, მარკის სტატუსით გამოჩნდა და შემდეგ გადაიქცა სამთავროდ და საჰერცოგოდ. XVI საუკუნის ბოლოს ავსტრია გახდა ჰაბსბურგთა მონარქიის გული და ჰაბსბურგების, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამეფო დინასტიის, „უმცროსი-ფილიალი“. როგორც სამთავრო, იყო საღვთო რომის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი. XIX საუკუნის დასაწყისში ავსტრიამ ჩამოაყალიბა საკუთარი იმპერია, რომელიც გერმანიის კავშირის წამყვანი ძალა, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა საკუთარ კურსს გერმანიის სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად. ავსტრო-პრუსო-იტალიური ომის შემდეგ, ავსტრია-უნგრეთის შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა ორმაგი სახელმწიფო - ავსტრია-უნგრეთის იმპერია.

ავსტრია-უნგრეთის სავარაუდო მემკვიდრის, ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ, ფრანც იოზეფ I-ის მეთაურობით ავსტრია პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. მონარქიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, გერმანიასთან კავშირის დამყარების მიზეზით გამოცხადდა, რომ იქმნებოდა გერმანია-ავსტრიის იმპერია, თუმცა საბოლოოდ, კავშირი ვერ შედგა. 1919 წელს ავსტრიის პირველი რესპუბლიკა გახდა ავსტრიის კანონიერი „მემკვიდრე“. 1938 წელს ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა, რომელიც გახდა გერმანიის რაიხის კანცლერი, ანშლუსით ავსტრიის ანექსიას მიაღწია. 1945 წელს ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, ავსტრია ხელახლა დაარსდა როგორც სუვერენული და თვითმმართველი დემოკრატიული ერი, რომელიც ცნობილია მეორე რესპუბლიკის სახელით.

მმართველობის მხრივ, ავსტრია არის საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატია უშუალოდ არჩეული ფედერალური პრეზიდენტით (სახელმწიფოს მეთაური) და კანცლერით (ფედერალური მთავრობის მეთაური). ძირითადი ქალაქებია გრაცი, ლინცი, ზალცბურგი და ინსბრუკი. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ავსტრია შედის მსოფლიოს 20 უმდიდრეს ქვეყანაში. ქვეყანამ მიაღწია ცხოვრების მაღალ სტანდარტს: 2018 წელს მსოფლიოში ავსტრიელები ადამიანების განვითარების ინდექსით მსოფლიოში მე-20 ადგილზე იყვნენ. ცხოვრების დონის მაჩვენებლით, ვენა საერთაშორისო რეიტინგში მუდმივად პირველ ადგილს ინარჩუნებს.[9]

1955 წელს, ავსტრიამ საგარეო პოლიგტიკურ საკითხებში მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. 1955 წლიდან არის გაეროს წევრი,[10] ევროპის კავშირს იგი 1995 წელს შეუერთდა.[11] ავსტრიაში მდებარეობს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის სათაო ოფისები; აგრეთვე, ქვეყანა არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და ინტერპოლის დამფუძნებელი წევრი.[12] ავსტრიამ 1995 წელს ხელი მოაწერა შენგენის ხელშეკრულებას,[13] ხოლო 1999 წელს ქვეყანამ ევრო ვალუტად მიიღო.[14]

996 წლის დოკუმენტი Ostarrîchi document. სადაც პირველად იყო გამოყენებული ტერმინი: Ostarrîchi
ავსტრიის ფედერაცია

ავსტრია მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და ბალტიის სანაპიროებიდან ხმელთაშუა ზღვამდე გამავალ მნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი.

ავსტრიის ბუნება მრავალფეროვანია. ევროპის ყველაზე დიდი მდინარე დუნაი გადის ავსტრიაში. ავსტრიის თითქმის ¾ უჭირავთ აღმოსავლეთ ალპებს (გროსგლოკნერის მწვერვალი 3797 მ-ია). ბევრი მწვერვალი მუდმივი თოვლითა და ყინულითაა დაფარული, ქვევით გადაშლილია ალპური და სუბალპური მდელოები, რომლებიც შესანიშნავი საძოვრებია. 2000-2200 მ სიმაღლემდე მთის ფერდობები ტყითაა დაფარული. მხოლოდ ფინეთსა და შვედეთს ჩამორჩება ავსტრია ტყის სიმდიდრით.

ავსტრიის აღმოსავლეთ ნაწილში მთები დაბლდება. აქ იჭრება შუა დუნაის დაბლობის ნაწილი — ვენის აუზი. ჩრდილო-აღმოსავლეთის ვაკე და გორაკიანი ტერიტორია უფრო დასახლებული და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რაიონია. ავსტრია მდინარეებით მდიდარი ქვეყანაა, რომლებზეც არაერთი ჰიდროელექტროსადგურია აგებული. სანაოსნოდ მხოლოდ დუნაია გამოყენებული. ბოდენისა და ნოიზიდლერ-ზეეს დიდი ტბების მხოლოდ ნაწილი ეკუთვნის ავსტრიას.

ავსტრია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ იღებენ ნავთობს (ჩრდილო-აღმოსავლეთში), მურა ნახშირს, რკინის მადანს, მაგნეზიტს (მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგითა და მოპოვებით), გრაფიტს. არის ფერადი ლითონების მცირე საბადოებიც.

ავსტრიის დიდი ნაწილი მოქცეულია ცივი ზომიერი კლიმატის ზონაში, სადაც ხშირად ვხვდებით ტენიან ქარს. ქვეყნის დაახლოებით სამი მეოთხედი ნაწილი ალპებს უკავია და აღნიშნულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ალპური კლიმატი დომინირებს. აღმოსავლეთით, შუა დუნაის დაბლობსა და დუნაის ხეობის გასწვრივ, კლიმატე შედარებით კონტინენტური ხდება; აქ, ალპურ ზონასთან შედარებით, ნაკლები წვიმა მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდში ავსტრიაში ცივა (−10°C-დან 0°C-მდე), ზაფხული შეიძლება საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.[16]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ავსტრიაში ვხვდებით შემდეგი კლიმატის ტიპებს: ოკეანური კლიმატი, ნოტიო კონტინენტური კლიმატი, სუბარქტიკული/სუბალპური კლიმატი, ტუნდრისთვის დამახასიათებელი კლიმატი, პოლარული კლიმატი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავსტრიას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ცივი, ძლიერი ზამთარი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ქვეყანაშ ვხვდებით ისეთ ზამთარს, როგორსაც აღნიშნულ კლიმატურ სარტყელში მდებარე სხვა ტერიტორიებზე ვხვდებით (მაგალითად, სამხრეთ სკანდინავიასა და აღმოსავლეთ ევროპაში). აგრეთვე, ხეობებთან და დაბლობებთან შედარებით, შემაღლებულ ადგილებში ზაფხული უფრო ცივია. ოკეანური კლიმატის გავლენის გამო, ალპების გარშემო არსებული ტუნდრისთვის დამახასიათებელი და სუბარქტიკული კლიმატი სხვა ამგვარ ტერიტორიებთან შედარებით უფრო თბილია.[17][18][19]

ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ. წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარე დუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.

XIV—XV საუკუნეებში ჰაბსბურგებმა დაიწყეს ავსტრიის საჰერცოგოს პროვინციების შემოერთება. 1438 წელს ჰერცოგი ალბრეხტ II ჰაბსბურგი მისი სიმამრის, სიგიზმუნდ I ლუქსემბურგის მემკვიდრედ აირჩიეს, თუმცა ალბერტმა მხოლოდ ერთი წელი იმეფა. ამ დროიდან საღვთო რომის იმპერიის ყველა იმპერატორი ჰაბსბურგების გვარიდან იყო, გარდა ერთი გამონაკლისისა.

აგრეთვე ჰაბსბურგებმა მემკვიდრეობითი მიწების გარდა სხვა მიწების შემოერთებაც დაიწყეს. 1477 წელს ფრიდრიხ III-ს ერთადერთი შვილი, ერცჰერცოგი მაქსიმილიანი დაქორწინდა მარია ბურგუნდიელზე, რის წყალობითაც ჰაბსბურგების საკუთრებაში გადავიდა ნიდერლანდების ნაწილი.[20][21] მაქსიმილიანის ვაჟი, ფილიპე I დაქორწინდა კასტილიისა და არაგონის დედოფალზე, ხუანა I შეშლილზე, რისი საშუალებითაც ჰაბსბურგებმა მემკვიდრეობით მიიღეს ესპანეთი, იტალია, აფრიკა და ახალი მსოფლიო.[20][21]

1526 წელს მოჰაჩის ბრძოლაში ოსმალეთმა ვერ მოახდინა ბოჰემიის და უნგრეთის ნაწილის ოკუპირება ავსტრიის მმართველობის გამო.[22] ოსმალეთის ექსპანსიამ უნგრეთში გამოიწვია ხშირი კონფლიქტები ორ დიდ იმპერიას შორის, რომელთა შორის გამოირჩევა ცამეტწლიანი ომი უნგრეთში, რომელიც 1593-1606 წლებში მიმდინარეობდა.

ავსტრიის რესუპუბლიკა შეიქმნა 1918 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ავსტრია-უნგრეთის მონარქია დაიშალა. მაშინ გამოცხადდა გერმანულ-ავსტრიული რესპუბლიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო გერმანიის ნაწილი. თუმცა 1919 წლის სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების შედეგად, ავსტრიას აეკრძალა გერმანიასთან შეერთება, ამიტომ ავსტრიის რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1919 წელს მიღებული იქნა ფედერალური კონსტიტუციური კანონი, რომელმაც ავსტრია ფედერაციულ დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკად გამოაცხადა, ხოლო ფედერაციული საბჭო, რომელიც შედგებოდა ფედერალური და ეროვნული საბჭოსაგან, ფედერალური პრეზიდენტისაგან, ფედერალური კანცლერისაგან და ფედერალური მთვრობისაგან საკანონმდებლო ორგანოდ იქნა აღიარებული.

1933 წლის 4 მარტს ქრისტიან-სოციალისტმა ფედერალურმა კანცლერმა ედელბერტ დოლფუსმა დაშალა ფედერალური კრება და ერთი წლის შემდეგ გამოსცა ე. წ. „მაისის კონსტიტუცია“, რომელიც ამარტივებდა ფედერალურ კრებას. „მაისის კონსტიტუცია“ შეცვალა კორპორატიულმა სახალხო წარმომადგენლობამ.

1938 წელს მოხდა მისი შეერთება ნაცისტურ გერმანიასთან (ანშლუსი), ხოლო ავსტრიის მიწები გერმანიის რეიხის შემადგენლობაში შევიდა.

1945 წლის აპრილში ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ჯარებმა ავსტრიიდან განდევნეს ვერმახტი, ფაშისტი გუბერნატორები გადააყენეს, რის შედეგადაც ხელისუფლება გადაეცა ფაშიზმის მოწინააღმდეგე ხელისუფლებას და 1945 წლის 27 აპრილს შეიქმნა დროებითი სახელმწიფო ხელისუფლება სოციალ-დემოკრატებისაგან, კომუნისტებისა და ქრისტიან-სოციალისტებისგან, რომლის სათავეში შტატ-კანცლერის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატი კარლ რენერი მოვიდა. დაიწყო დენაციფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც ავსტრია ანტიჰიტლერული კოალიციის 4 წევრ-სახელმწიფოს ჯარებით იქნა ოკუპირებული და დაიყო ოკუპაციის 4 ზონად: საბჭოთა, ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონებად. 1945 წლის 4 ივლისს უშუალოდ დენაციფიკაციის კონტროლისათვის შეიქმნა მოკავშირეთა საკონტროლო კომისია, რომელიც შედგებოდა ავსტრიის კომუნისტური და დემოკრატიული პარტიებისგან, ხოლო 1945 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა ეროვნული საბჭოს არჩევნები. 1945 წლის შემოდგომაზე აღდგა 1919 წლის ფედერალური კონსტიტუციური კანონი. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება დაიწყო 1947 წელს, მაგრამ ის 1955 წლის 15 მაისს დაიდო. იმავე წლის ოქტომბერში მიიღეს კანონი ავსტრიის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელსაც იგი იცავს დღემდე. 25 ოქტომბერს მოკავშირეთა ჯარები გაიყვანეს ავსტრიის ტერიტორიიდან.

სახელმწიფო მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კანცლერის რეზიდენცია
  • პოლიტიკური სისტემა — დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაურიპრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური — კანცლერი.
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):

  1. ვენა (ვენა)
  2. ბურგენლანდი (აიზენშტადტი)
  3. ზალცბურგი (მიწა) (ზალცბურგი)
  4. ზემო ავსტრია (ლინცი)
  5. კარინტია (ქლაგენფურტი)
  6. ტიროლი (ინსბრუკი)
  7. ფორარლბერგი (ბრეგენცი)
  8. ქვემო ავსტრია (სანქტ-პიოლტენი)
  9. შტირია (იგივე შტაიერმარკი, გრაცი)

მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ვენაში ცხოვრობს. ქალაქი ლამაზადაა გაშენებული დუნაის ნაპირზე. ვენას მჭიდროდ ეკვრის ალპების ერთ-ერთი განშტოება — ვენის ტყე. მისი სიმაღლიდან იშლება ქალაქის ფართო პანორამა: ცენტრიდან რადიუსებით მიემართებიან მთავარი ქუჩები, რომლებსაც წრიული მაგისტრალები კვეთს. მოჩანს ეკლესიების გოთური კოშკები, პარკები. ვენა მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. ქალაქის ცენტრში არის ავსტრიელ ხუროთმოძღვართა უძველესი ქმნილებები: წმინდა სტეფანეს ტაძარი, იმპერატორის ყოფილი სასახლე და სხვა ისტორიული ნაგებობანი. რინგშტრასეზე განლაგებულია პარლამენტი, ქალაქის რატუშა, მუზეუმები, თეატრები და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი.

ვენის გარდა ავსტრიაში კიდევ ოთხი მნიშვნელოვანი ქალაქია: ლინცი, გრაცი, ზალცბურგი და ინსბრუკი. ლინცი ზემო ავსტრიის მხარის მთავარი ქალაქია. იგი შავი მეტალურგიისა და კოქსქიმიის ცენტრია. ფოლადჩამომსხმელი ქარხნები და საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ მოწყობილობას მეტალურგიულ, ქიმიურ და სხვა ქალაქებისათვის, გაერთიანებულია მძლავრ კონცერნ „ფესტალპინეში“. იგი ერთ-ერთი უდიდესი კონცერნია ევროპაში. გრაცი შტირიის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის და კვების მრეწველობის მსხვილი ცენტრია. გრაცი ცნობილია თავისი სასწავლებლებით, განსაკუთრებით ძველი უნივერსიტეტით. ზალცბურგი ამავე სახელწოდების მხარის ცენტრია. იგი ცნობილია თავისი ძველი მუსიკალური ტრადიციებით. ზალცბურგში დაიბადა მოცარტი. მდინარე ინის ხეობაში მდებარეობს ტიროლის ცენტრი ინსბრუკი. იგი არის ევროპული მნიშვნელობის დიდი სატრანსპორტო კვანძი და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრი, ალპინისტებისა და სამთომეთხილამურეთა „დედაქალაქი“.

ბავშვები ავსტრიაში, აუს (ვორარლბერგი) მახლობლად

სტატისტიკ-ავსტრიის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიონია.[23] ქვეყნის დედაქალაქის, ვენას მოსახლეობა აღემატება 1.9 მილიონს (2.6 მილიონი გარეუბნების ჩათვლით), რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედია. იგი ცნობილია თავისი კულტურით და ცხოვრების მაღალი დონით.

ვენა მოსახლეობის მიხედვით, ავსტრიის ქვეყნებს შორის, ერთპიროვნული ლიდერია. მეორე უმსხვილესი ქალაქია გრაცი (291 007), რომელსაც, შესაბამისად, ლინცი (206 604), ზალცბურგი (155 031), ინსბრუკი (131 989) და კლაგენფურტი (101 303) მოსადევს. ყველა სხვა ქალაქის მოსახლეობა 100 000-ზე მცირეა.

ევროსტატის მიხედვით, 2018 წელს ავსტრიის მოსახლეობაში დაახლოებით 1.69 მილიონი უცხოეთში-დაბადებული ადამიანი შედიოდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 19.2 %-ს შეადგენს. აქედან 928 700 (10.5 %) დაბადებულია ევროკავშირის გარეთ, ხოლო 762 000 (8.6 %) - ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში.[24] ქვეყნის მოსახლეობაში აგრეთვე შედის 483 100 სხვა ქვეყანაში-დაბადებულთა მცხოვრებლების შთამომავალი.[25]

ავსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს, დაახლოებით 350 000 წევრით, თურქები ქმნიან.[26] 2003 წელს, ლეგალურად, 13 000 თურქი შემოვიდა ქვეყანაში, ხოლო არალეგალურად შემოსულთა რაოდენობა უცნობია. ერთად, სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მაკედონელები და სლოვენიები, ავსტრიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 5.1 %-ს ადგენენ.

2017 წლის მონაცემებით, შობადობის მაჩვენებელი იყო 1.52 ბავშვი/ქალზე,[27] რაც საშუალო სტანდარტთან შედარებით (2.1 ბავშვი/ქალზე) დაბალია; 2017 წელს დაფიქსირებული შედეგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 1873 წელს დაფიქსირებულ შედეგს (4.83 ბავშვი/ქალზე).[28] 2015 წელს, დაუქორწინებელი ქალების ბავშვებს მიეკუთვნებოდა მთლიანი ახლადდაბადებული ბავშვების 42.1 %.[29] შედეგად, ავსტრიას, საშუალოდ 44.2 წლით, მსოფლიოში მე-12 ყველაზე ხნიერი მოსახლეობა ჰყავს.[30] 2016 წლის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლოვობა არის 81.5 წელი (78.9 წელი კაცებში, ხოლო 84.3 წელი ქალებში).[31]

ლაპარაკობენ გერმანულ დიალექტებზე. კარინტიასა და შტირიაში ცხოვრობენ სლოვენები, აღმოსავლეთით კი ხორვატები და უნგრელები. ავსტრიის ერი ჩამოყალიბდა სხვადასხვა ეროვნებებისა და ტომების შერევის შედეგად, რომლებშიც თუმცა ჭარბობდნენ გერმანელები, მაგრამ არანაკლები როლი ითამაშეს კელტებმა, რეტებმა, ილირიელებმა, მოგვიანებით კი სლავებმა.

ავსტრიაში უმეტესწილად საუბრობენ სტანდარტულ ავსტრიულ გერმანულ ენაზე, რომელსაც განათლებაში, გამოცემებსა და ვებსაიტებში იყენებენ. აღნიშნული ენა ჩვეულებრივი გერმანულის თითქმის იდენტური ენაა, თუმცა ისინი ერთმანეთისგან ლექსიკით განსხვავდებიან. აღნიშნული სტანდარტული გერმანული ენა გამოიყენება ოფიციალურ კონტექსტებში გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში; მას აგრეთვე იყენებენ იტალიაში, ბელგიასა და დანიაში მცხოვრები გერმანულენოვანი უმცირესობათა ჯგუფები. თუმცა, ავსტრიის სახელმწიფო ენა არა სტანდარტული გერმანული, არამედ ავსტრიულ-ბავარიულია (უმაღლესი გერმანული ადგილობრივი დიალექტური ფორმა). გერმანულ ენა ან მისი დიალექტური ფორმა ავსტრიის მთლიანი მოსახლეობის 88.6 %-სთის არის მშობლიური ენა, მათ შორის შედის გერმანიაში დაბადებული ავსტრიის მოქალაქეებიც (2.5 %); შემდეგ მოდიან: თურქულ (2.28 %), სერბულ (2.21 %), ხორვატულ (1.63 %), ინგლისურ (0.73 %), უნგრულ (0.51 %), ბოსნიურ (0.43 %), პოლონურ (0.35 %), ალბანურ (0.35 %), სლოვენურ (0.31 %), ჩეხურ (0.22 %), არაბულ (0.22 %) და რუმინულ (0.21 %) ენაზე მოსაუბრეები.[32]

სტატისტიკ-ავსტრიის 2001 წლის მონაცემების მიხედვით, ავსტრიაში სულ 710 926 სხვა ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობდა. აქედან ყველაზე დიდ, 283 334 წევრიან, ჯგუფს ქმნიან ყუფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები (მათგან 135 336 საუბრობს სერბულ ენაზე; 105 487 - ხორვატულ ენაზე; 31 591 - ბოსნიურ ენაზე; 272 414 -ადგილობრივ ენაზე; ამას ემატება 6902 სლოვენიურ და 4018 მაკედონიურ ენაზე მოსაუბრე).

ენობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით, ავსტრიაში მეორე უდიდეს ჯგუფს თურქები (ქურთების ჩათვლით) ქმნიან; მათი ამჟამინდელი რაოდენობა დაახლოებით არის 200 000-300 000.[33] შემდეგ მოდიან: 124 392 გერმანულ ენაზე მოსაუბრე (იგულისხმება ის ხალხი, რომელთათვისაც გერმანული არის დედაენა; უმეტესად გერმანელი ემიგრანტები), 123 417 ინგილისურ; 24 446 ალბანურ; 17 899 პოლონურ; 14 699 უნგრულ; 12 216 რუმინულ; 10 000 მალაილურ; 7982 არბულ; 6891 სლოვაკურ; 6707 ჩეხურ; 5916 სპარსულ; 5677 იტალიურ; 5466 რუსულ; 5213 ფრანგულ; 4938 ჩინურ; 4264 ესპანურ; 3503 ბულგარულ ენაზე მოსაუბრეები.

2001 წელს, ავსტრიის მოსახლეობის 71 % რეგისტრირებული იყო,[37] როგორც კათოლიკე, ხოლო 5% თავს პროტესტანტად თვლიდა.[37] ავსტრიელი ქრისტიანები, როგორც კათოლიკეები, ასევე პროტესტანტები,[38] ვალდებულნი არიან გადაიხადონ წევრობის გადასახადი (გამოითვლება შემოსავლის მიხედვით — დაახლოებით 1 %) მათი ეკლესიისთვის; ამ გადახდას ეწოდება „Kirchenbeitrag“ („საეკლესიო წვლილი“). XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ავსტრიაში რელიგიის მიმდევრების და მსახურების რიცხვი მცირდება. 2018 წლის მონაცემებით, ავსტრიის კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს 5 050 000 წევრი (მთლიანი მოსახლეობის 56.9 %). 2015 წლის მონაცემების მიხედვით, საკვირაო ეკლესიას მოსახლეობის 7 %, ანუ 605 828 ადამიანი ესწრება.[39] ლუთერანულმა ეკლესიამ 2001-2016 წლებში აგრეთვე მიმდევართა მნიშვნელოვანი ნაწილი, 74 421 ადამიანი, დაკარგა.

2001 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 12 %-ს არ მისდევდა არცერთ რელიგიას;[37] საეკლესიო ინფორმაციის თანახმად, ეს წილი 2015 წლისთვის 20 %-მდე გაიზარდა.[40] დარჩენილი ხალხიდან, 2001 წლის მდგომარეობით დაახლოებით 340 000 ავსტრიელი ირიცხებოდა სხვადასხვა მუსლიმურ ჯგუფებში; აღნიშნულ ჯგუფში ძირითადად ირიცხება თურქეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან და კოსოვოდან შემოსული ხალხი.[37] 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მუსლიმთა რიცხვი გაორმაგებულია - დაახლოებით 700 000.[41] ქვეყანაში აგრეთვე ხვდებით დაახლოებით 180 000 მართლმადიდებლური ეკლესიების წევრს (უმეტესად სერბები), დაახლოებით 21 000 იეჰოვას მოწმეს[42] და დაახლოებით 8100 ებრაელს.[37]

ავსტრიას ექსპორტზე გააქვს მაგნეტიზი, გრაფიტი, დახერხილი ხე-ტყე, ქაღალდი, ცელულოზა. ექსპორტზე მოდის ქიმიური პროდუქციის მეოთხედი.

სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებებს. გამოყენებულია მიწის ფართობის თითქმის ნახევარი, აქედან 40 % სათესია, ხოლო 60 % საათიბი და საძოვარია. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგია მესაქონლეობა. აშენებენ მსხვილ რქოსან საქონელს და ღორებს. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები, კარტოფილი, შაქრის ჭარხალი. ავსტრიაში ბევრი ბაღი და ვენახია. ჭარბობს მსხვილი მიწათმფლობელობა.

ქვეყნის ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს. ალპების ულამაზესი პეიზაჟი, დუნაის ხეობა, ვენის და სხვა ქალაქების მრავალი არქიტექტურული ძეგლი, მთის მცხოვრებთა თავისებური ყოფა ავსტრიაში ყოველწლიურად 10 მლნ-ზე მეტ ტურისტს იზიდავს.

ავსტრია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (225 მლრდ $) მსოფლიოში 22-ე ადგილი უჭირავს.

  • ვენა - ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);
  • ზალცბურგი - ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;
  • გრაცი - ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);
  • ინსბრუკი - ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).

ცნობილი ავსტრიელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kommission für Migrations und Integrationsforschung der Österreichischen Akademie der Wissenschaften. Statistik Austria (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2014.
  2. including indigenous Burgenland Croats and Carinthian Slovenes
  3. Population by Year-/Quarter-beginning (7 November 2018). ციტირების თარიღი: 12 June 2015
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Austria. International Monetary Fund (1 April 2018). ციტირების თარიღი: 23 July 2018.
  5. Gini coefficient of equivalised disposable income - EU-SILC survey. Eurostat. ციტირების თარიღი: 19 June 2020
  6. Human Development Report 2019 en (PDF). United Nations Development Programme (10 December 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 10 December 2019.
  7. Austria. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online (31 May 2009). ციტირების თარიღი: 31 May 2009.
  8. The World Factbook – Austria. Central Intelligence Agency (14 May 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 31 May 2009.
  9. Lebensqualität - Wien ist und bleibt Nummer eins de. ციტირების თარიღი: 2019-10-23
  10. Jelavich 267
  11. Austria. Central Intelligence Agency (14 May 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 June 2009. ციტირების თარიღი: 31 May 2009.
  12. Austria About. OECD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 May 2009. ციტირების თარიღი: 20 May 2009.
  13. Austria joins Schengen (May 1995). ციტირების თარიღი: 30 May 2009.
  14. Austria and the euro. ციტირების თარიღი: 7 January 2018
  15. University of Klagenfurt.
  16. Average Conditions, Vienna, Austria. British Broadcasting Corporation (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2010. ციტირების თარიღი: 24 May 2009.
  17. Austrian Meteorological Institute. ციტირების თარიღი: 12 August 2012
  18. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 15 April 2017
  19. Zampieri, Matteo; Scoccimarro, Enrico; Gualdi, Silvio (2013). „Atlantic influence on the Alps“. Environmental Research Letters. 8 (3): 034026. Bibcode:2013ERL.....8c4026Z. doi:10.1088/1748-9326/8/3/034026. ISSN 1748-9326.
  20. 20.0 20.1 Lonnie Johnson 25
  21. 21.0 21.1 Brook-Shepherd 11
  22. Lonnie Johnson 26
  23. Statistik Austria. STATISTIK AUSTRIA – Presse. ციტირების თარიღი: 4 April 2014
  24. Migration and migrantpopulation statistics. Eurostat.
  25. Population – Austria. Austrian Press & Information Service in the United States, Embassy of Austria.
  26. „Turkey's ambassador to Austria prompts immigration spat“. BBC News. 10 November 2010.
  27. AUSTRIA, STATISTIK. Bevölkerung. ციტირების თარიღი: 24 August 2017.
  28. Roser, Max (2014), "Total Fertility Rate around the world over the last two centuries", Our World In Data, Gapminder Foundation, https://ourworldindata.org/grapher/children-born-per-woman?year=1800&country=AUT
  29. Eurostat - Tables, Graphs and Maps Interface (TGM) table. ციტირების თარიღი: 17 July 2017
  30. "The World FactBook - Austria", The World Factbook, July 12, 2018, https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/au.html. წაკითხვის თარიღი: მარტი 1, 2012 დაარქივებული June 10, 2009[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  31. The World Factbook — Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2020.
  32. Die Bevölkerung nach Umgangssprache, Staatsangehörigkeit und Geburtsland. Statistik Austria. ციტირების თარიღი: 17 November 2010.
  33. „Austrians with Turkish roots fear being stripped of nationality“. The Local. 19 November 2018.
  34. WZ-Recherche 2016. Published in article: "Staat und Religion დაარქივებული 15 November 2016 საიტზე Wayback Machine. ". Wiener Zeitung, January 2016.
  35. Anzahl der Gläubigen von Religionen in Österreich im Zeitraum 2012 bis 2017. Statista – Das Statistik-Portal. ციტირების თარიღი: 3 December 2018
  36. katholisch.at. Statistik. ციტირების თარიღი: 6 December 2016
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 37.4 Census 2001: Population 2001 according to religious affiliation and nationality German. Statistik Austria. ციტირების თარიღი: 17 December 2007.
  38. Tax is only mandatory for Lutherans and Reformed.
  39. Katholische Kirche Österreichs, Statistik. ციტირების თარიღი: 12 February 2017.
  40. Church data დაარქივებული 16 January 2013 საიტზე Wayback Machine. retrieved 14 January 2015
  41. Zahl der Muslime in Österreich seit 2001 verdoppelt დაარქივებული 20 September 2017 საიტზე Wayback Machine. diepresse.com, 4 August 2017.
  42. (1966-01-01) 2015 Yearbook of Jehovah's Witnesses. Watch Tower Society, გვ. 178. 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ავსტრიის პორტალი – დაათვალიერეთ სტატიები ავსტრიის შესახებ.