შინაარსზე გადასვლა

ადრიანა რიჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადრიანა რიჩი

დაბადების თარიღი 16 მაისი, 1929(1929-05-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ბალტიმორი[9] [10] [11]
გარდაცვალების თარიღი 27 მარტი, 2012(2012-03-27)[12] [1] [2] [3] [4] [13] [5] [6] [7] [8] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი Santa Cruz[1] [14] [15]
საქმიანობა პოეტი[9] [16] [14] [8] , ესეისტი[9] , მწერალი[17] [18] , ქალთა უფლებების დამცველი[8] და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი
მოქალაქეობა  აშშ[16]
ალმა-მატერი რედკლიფის კოლეჯი[9] და ჰარვარდის უნივერსიტეტი
Magnum opus Diving into the Wreck[19] , On Lies, Secrets and Silence[20] და The Dream of a Common Language[21]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[22] , მაკართურის სტიპენდია[23] , ბოლინგენის პრემია[24] , ლიტერატურული პრემია ლამბდა, წიგნების ეროვნული პრემია[25] , Ruth Lilly Poetry Prize, Common Wealth Award of Distinguished Service, Poets' Prize, რობერტ ფროსტის მედალი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, honorary doctor of Brandeis University, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Academy of American Poets Fellowship[26] , Shelley Memorial Award[27] , Wallace Stevens Award, National Book Critics Circle Award for Poetry, Lenore Marshall Poetry Prize და წიგნების ეროვნული პრემია[28]
მეუღლე Alfred Haskell Conrad[9]
პარტნიორ(ებ)ი Michelle Cliff
გავლენა მოახდინეს
საიტი adriennerich.net

ადრიანე სესილი რიჩი (დ. 16 მაისი, 1929 — გ. 27 მარტი, 2012) — ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ფემინისტი. მას XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ პოეტს უწოდებდნენ. [29] [30] [31] ცნობილია ლესბოსელთა და ფემინისტთა შევიწროების პრობლემის პოეტურ და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოტანით. ბევრის აზრით იყო სოლიდარული და შემოქმედი პიროვნება, რომელმაც გავლენა უამრავი ქალის ცხოვრებაზე მოახდინა. [32]

მისი პოეზიის პირველი კოლექცია, „A Change of World“ შეარჩია ცნობილმა პოეტმა უისტენ ჰიუ ოდენმა იალეს ახალგაზრდა პოეტების სერიის ჯილდოსთვის. ოდენმა ამ უკვე გამოქვეყნებული კრებულის დასაწყისი ხელახლა დაწერა. რიჩიმ უარი თქვა აშშ-ს ხელოვნების ეროვნულ მედალზე.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიენენ რიჩი დაიბადა ბალტიმორში, მერილენდის შტატში და სამ დას შორის უფროსი იყო. მისი მამა, ცნობილი პათოლოგი არნოლდ რაის რიჩი, იყო ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლაში პათოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე. დედა, ჰელენ ელიზაბეტ (ჯონს) რიჩერი, [33] იყო პიანისტი და კომპოზიტორი. მამა წარმოშობით ებრაული ოჯახიდან იყო, [34] ხოლო დედა სამხრეთელი პროტესტანტი, [35] მაგრამ გოგონები ქრისტიანულად აღიზარდნენ. ადრიენ რიჩის ადრეულ პოეზიაზე გავლენა მოახდინა მამამისმა, რომელმაც ხელი შეუწყო მის კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას და მოუწოდა საკუთარი ლექსები დაეწერა. მისი ინტერესი ლიტერატურის მიმართ მამის ბიბლიოთეკაში გამოჩნდა, სადაც მან წაიკითხა ისეთი მწერლების ნამუშევრები, როგორებიც არიან: იბსენი, [36] მეთიუ არნოლდი, ბლეიკი, კეტსი, დანტე გაბრიელ როსეტი და ლორდ ალფრედ ტენისონი. ადრიენ რიჩი და მისი უმცროსი და შინ სწავლობდნენ, რასაც დედა უზრუნველყოფდა. ადრიენმა საჯარო სკოლაში სიარული მეოთხე კლასიდან დაიწყო. ლექსები „წყაროები“ და „სიბნელის შემდეგ“ ასახავს მის ურთიერთობას მამასთან და აღწერილია თუ როგორ მუშაობდა იგი მშობლების ამბიციების შესასრულებლად. [37]

1953 წელს რიჩი დაქორწინდა ალფრედ ჰასკელ კონრადზე, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორზე, რომელსაც იგი ჯერ კიდევ სტუდენტობის ასაკში შეხვდა. [38] ისინი დასახლდნენ კემბრიჯში, მასაჩუსეტსში და სამი ვაჟი შეეძინათ – დავითი (1955), პაბლო (1957) და იაკობი (1959). 1955 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პოემები მეორე კრებული, სახელწოდებით — „The Diamond Cutters“ (ბრილიანტის მჭრელები), რომლის გამოცემის სურვილი არ ჰქონდა. ამ წელს მან ასევე მიიღო რიჯლი ტორენსის მემორიალური ჯილდო ამერიკის პოეზიის საზოგადოებისგან. [39]

მოგვიანებით ცხოვრება: 1976–2012

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რიჩი (მარჯვნივ) მწერლებთან ოდრე ლოდრისა და (მარცხნივ) და მერი ლა სუასთან ერთად (შუაში) ოსტინში, ტეხასი, 1980.

1976 წელს რიჩმა დაიწყო პარტნიორობა იამაიკელ ნოველისტსა და რედაქტორთან – მიშელ კლიფთან, მათი ეს ურთიერთობა გარდაცვალებამდე გაგრძელდა. 1977 წელს მან დაწერა ნაწარმოები – ოცდაერთი სასიყვარულო ლექსი, რომელიც შემდეგ წელს შეიტანეს „საერთო ენის ოცნებაში“ (1978). [40] თავის ანალიტიკურ ნაშრომში ადრიენ რიჩი: ცვლილების მომენტი, ლენგდელი წერს, რომ მისი შემოქმედებით რიჩმა გადალახა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ბარიერები შეკრული ცხოვრებისა და დაამყარა „ახალი ურთიერთობა სამყაროსთან“. [41] ამ პერიოდის განმავლობაში რიჩმა ასევე დაწერა უამრავი საკვანძო სოციალურ-პოლიტიკური ესე, რომლების უმრავლესობაც სქესობრივი უმცირესობების პრობლემებს და მათი მოგვარების აუცილებლობას ეხებოდა. აგრეთვე, მან უდიდეს პრობლემად მიიჩნია გენდერული უთანასწორობა და მის მოსაგვარებლად აქტიურად წერა დაიწყო. [38]მისი რამდენიმე ესსე მომავალში ხელახლა გამოქვეყნდა წიგნში სიცრუე, საიდუმლოება და სიჩუმე: 1966–1978 წლების რჩეული პროზა, (1979).

ადრიანა რიჩი გარდაიცვალა 2012 წლის 27 მარტს, 82 წლის ასაკში, სანტა კრუზში, კალიფორნიაში. მისი ვაჟი პაბლო კონრადი იტყობინება, რომ მისი გარდაცვალება ხანგრძლივი რევმატოიდული ართრიტის შედეგი იყო. მისი ბოლო კრებული გამოქვეყნდა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. რიჩის დარჩა თავისი ვაჟები, ორი შვილიშვილი [42] და პარტნიორი მიშელ კლიფი.

  • „The United States In Literature“, გვ. 603, ილ., 1985
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118744895 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 FemBio database
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 898.
  10. http://www.sfgate.com/cgi-bin/article.cgi?f=/c/a/2012/03/28/BA8B1NRILE.DTL
  11. http://www.sfgate.com/books/article/Adrienne-Rich-poet-of-disenfranchised-dies-3442377.php
  12. Poet Adrienne Rich, 82, has died
  13. Kaplan C. Rich, Adrienne (16 May 1929–27 March 2012) // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1603937
  14. 14.0 14.1 http://www.nytimes.com/2012/03/29/books/adrienne-rich-feminist-poet-and-author-dies-at-82.html
  15. http://www.huffingtonpost.com/2012/03/28/adrienne-rich-dies_n_1386586.html
  16. 16.0 16.1 http://www.nytimes.com/aponline/2010/04/07/us/AP-History.html
  17. http://muse.jhu.edu/journals/rmr/summary/v066/66.1.nichols.html
  18. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  19. https://openlibrary.org/works/OL1881414W/Diving_into_the_wreck
  20. https://openlibrary.org/works/OL1881418W/On_lies_secrets_and_silence
  21. https://openlibrary.org/works/OL1881415W/The_dream_of_a_common_language
  22. http://www.gf.org/fellows/12193-adrienne-rich
  23. http://www.macfound.org/fellows/500/
  24. http://bollingen.yale.edu/poet/adrienne-rich
  25. https://www.nationalbook.org/books/diving-into-the-wreck-poems-1971-1972/
  26. https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
  27. https://psa.fcny.org/psa/awards/frost_and_shelley/shelley_winners/
  28. https://www.nationalbook.org/programs/dcal/#tab-2
  29. Nelson, Cary, editor. Anthology of Modern American Poetry. Oxford University Press. 2000.
  30. „Poet Adrienne Rich, 82, has died“.
  31. Flood, Alison. „Adrienne Rich, award-winning poet and essayist, dies“.
  32. Gerstner, David A. (2006). Routledge International Encyclopedia of Queer Culture. New York: Routledge Taylor and Francis Group, გვ. 484. ISBN 0-415-30651-5. 
  33. Adrienne Cecile Rich. Jewish Women's Archive. ციტირების თარიღი: March 29, 2012.
  34. Adrienne Rich: the moment of change. Greenwood Publishing Group, Incorporated. 
  35. A to Z of American women writers – Carol Kort. Books.google.ca. 
  36. Shuman (2002) p1278
  37. Critical Survey of Poetry (1992) Ed. Frank Northen Magill, Salem Press, p2752
  38. 38.0 38.1 Guardian article, profile: "Poet and pioneer". 15 June 2002. Retrieved August 10, 2010.
  39. Langdell, Cherl Colby (2004). Adrienne Rich: The Moment of Change. Westport, CT: Praeger Publishers, გვ. xv. 
  40. Aldrich and Wotherspoon (2000) Who's Who in Gay and Lesbian History, Vol 2. Routledge p352 ISBN 0-415-22974-X.
  41. Langdell, Cheri Colby (2004) Adrienne Rich: the moment of change. p159 Praeger Publishers ISBN 0-313-31605-8
  42. Adrienne Rich grandchildren