შინაარსზე გადასვლა

ადონ ვიენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადონ ვიენელი (ლათ. Ado Viennensis; დ. დაახლ. 800 — გ. 875) — წმინდანი, ბენედიქტელი ბერი, ვიენის არქიეპისკოპოსი, ისტორიკოსი და ჰაგიოგრაფი.

დაიბადა არისტოკრატის ოჯახში. სიყმაწვილეში შევიდა ფერიერის სააბატოში, სადაც სწავლებას გადიოდა ცნობილ სწავლულთან და მწერალთან აბატ სერვატ ლუპასთან. 848 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა მონასტერი, შემდეგ გაემგზავრა რომში, სადაც დაახლოებით ხუთი წელი გაატარა. 853 წელს დაბრუნდა საფრანგეთში. 860 წელს გახდა ვიენის ეპისკოპოსი. აქტიურად ჩაება თავის მიტროპოლიაში რეფორმების გასატარებლად წარმოებულ საქმიანობაში. ჰქონდა მიმოწერა პაპებთან ნიკოლოზ I-სა და ადრიანე II-სთან.

ადონ ვიენელი განეკუთვნება კაროლინგური აღორძინების კულტურის მოღვაწეთა ჯგუფს. შეადგინა ქრონიკა, რომელიც, საბოლოოდ, მეროვინგების ეპოქის ყველა წმინდანის ცხოვრების აღწერად ჩამოყალიბდა. მანვე შეადგინა „მარტიროლოგი“, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი დროის მარტიროლოგთა ტრადიციებზე.

კათოლიკურ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 16 დეკემბერი.

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008