"Heroes"
"Heroes" | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 14 ოქტომბერი 1977 | |||
ჩაიწერა | ივლისი-აგვისტო 1977 | |||
სტუდია |
Hansa Studio by the Wall (დასავლეთი ბერლინი, გერმანია) | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 40:19 | |||
ლეიბლი | RCA | |||
პროდიუსერი |
| |||
დეივიდ ბოუი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან "Heroes" | ||||
|
"Heroes"[5] (სახელწოდება იწერება ბრჭყალებით) — ინგლისელი მუსიკოს დეივიდ ბოუის ალბომი, გამოცემული 1977 წლის 14 ოქტომბერს, ლეიბლზე RCA Records. იგი არის რიგით მეორე მუსიკოსის ბერლინური ტრილოგიის სერიაში და ჩაწერილია ბრაიან ინოს და ტონი ვისკონტის თანაშემწეობით. "Heroes"-ში გრძელდება ემბიენტური, ექსპერიმენტები, რომლებიც დაიწყო დეივიდის წინა ალბომზე, Low. მის ჩაწერაში მონაწილეობდა გიტარისტი რობერტ ფრიპი[6] ბერლინური ტრილოგიის ალბომებს შორის მხოლოდ "Heroes" ჩაიწერა თავიდან ბოლომდე ბერლინში.
ალბომი გამოცემისთანავე კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასდა. მან NME-ს წლის ალბომის ჯილდო მიიღო.
ეს არის მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, ცნობილი სასათაურო კომპოზიციით. დისკში შესული სამი სიმღერის თანაავტორია ბრაიან ინო, რომელიც ბოუის წინა ალბომზე მუშაობდა. სასათაურო სიმღერა კვლავ რჩება დეივიდის ერთ-ერთ ცნობილ და აღიარებულ ნამუშევრად.[7] ალბომი შეტანილია წიგნში „1001 ალბომი, რომელიც უნდა მოისმინო, სანამ ცოცხალი ხარ“[8].
შექმნა და სტილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომი იწერებოდა Hansa Tonstudio, რომელიც დასავლეთ ბერლინში მდებარეობდა. "Heroes"-ში არეკლილია ცივი ომის სული, რომლის სიმბოლო ორად გაყოფილი ქალაქია. თანაპროდიუსერი ტონი ვისკონტი: „ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დიდი თავგადასავალი ალბომების შექმნის ისტორიაში. სტუდია ბერლინის კედლისგან დაახლოებით 460 მეტრით იყო დაშორებული. წითელი არმიის სამხედროები ჩვენს სააპარატოებში იხედებოდნენ მძლავრი დურბინდებით.“[9] 1977 წლის დასაწყისში Kraftwerk-მა ბოუი ახსენა ალბომის Trans-Europe Express სასათაურო სიმღერაში და მან პასუხად, კრაუტროკისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩაწერა სიმღერა "Heroes", რომელიც არის გერმანული Neu!-ს Neu! '75-ის სიმღერის „Hero“-სადმი მიძღვნა (აღსანიშნავია, რომ დეივიდის ალბომის ჩასაწერად თავდაპირველად დაუკავშირდნენ ამ ჯგუფის გიტარისტ მიხაელ როთერს).[10] ხოლო „V-2 Schneider“ Kraftwerk-ის ფლორიან შნაიდერისადმი მიძღვნაა.[11] გარეკანის ფოტო, გადაღებული მასაიოში სუკიტას მიერ, შეიქმნა გერმანელი მხატვარ ერიხ ჰეკელის Roquairol-ის შთაგონებით.[12]
ბრაიან ინოს მიწვევით სტუდიაში რობერტ ფრიპი გამოჩნდა - პროდიუსერი მას ნიუ-იორკში დაუკავშირდა და სთხოვა, ალბომზე დაკერა. ფრიპი მუსიკისგან მოწყვეტილი იყო და უთხრა „არც კი ვიცი, სამი წელია, არაფერი დამიკრავს, მაგრამ თუ რისკი გსურს, მაშინ მეც.“[13] ნიუ-იორკიდან ბერლინში ჩასული, საათების სარტყელების ცვლილებით დაღლილმა, ფრიპმა ჩაწერა გიტარის პარტია „Beauty and the Beast“-ისთვის - მისი პირველი დუბლი გამოიყენეს სიმღერის ფინალურ მონტაჟში.[13]
მიუხედავად იმისა, რომ "Heroes"-ში გაგრძელდა ბოუის მუშაობა ელექტრონულ[3] და ემბიენტურ სტილებში[4] და მასში შეტანილია მთელი რიგი ბნელი და ატმოსფერული ინსტრუმენტალების, როგორიც არის „Sense of Doubt“ და „Neuköln“, დისკი აღიქვეს, როგორც ძალიან ემოციური და დადებითი ნაშრომი[9][11], განსაკუთრებით აქა-იქ სევდიანი Low-ს შემდეგ.[14] „Joe the Lion“, დაწერილი და ჩაწერილი საათზე უფრო მოკლე პერიოდში, ვისკონტის თანახმად, ხაზს უსვამს ალბომის იმპროვიზებულ ხასიათს.[15]
გამოცემა და გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [16] |
Blender | [17] |
Chicago Tribune | [18] |
Christgau's Record Guide | B+[19] |
Encyclopedia of Popular Music | [20] |
Entertainment Weekly | A−[21] |
NME | 8/10[22] |
Pitchfork Media | 10/10[23] |
The Rolling Stone Album Guide | [24] |
Select | 5/5[25] |
RCA Records-მ ალბომი წარადგინა ასე - „არსებობს ძველი ტალღა, არსებობს ახალი და არსებობს დეივიდ ბოუი“[11] 1977 წელს, გამოცემის შემდეგ, ალბომი დადებითად შეფასდა[7]. Melody Maker-ში და NME-ში "Heroes"-ს წლის ალბომს უწოდებდნენ.[26][27] ბრიტანეთში დისკი ჩარტში #3 იყო და სხვადასხვა პოზიცია 26 კვირის განმავლობაში ეკავა, თუმცა აშშ-ში მხოლოდ 35-მდე ავიდა. გერმანიაში იგი გამოვიდა სასათაურო სიმღერით ""Heroes"/"Helden"" (რომელიც ნაწილობრივ გერმანულ ენაზე იყო წარმოდგენილი). ალბომმა შთაბეჭდილება მოახდინა ჯონ ლენონზე, რომელიც 1980 წელს, Double Fantasy-ს ჩაწერისას, ამბობდა, რომ ჰქონდა "Heroes"-ის მსგავსი დისკის ჩაწერის ამბიცია[7][26] Rolling Stone-მ ხაზი გაუსვა ინოს წვლილს.[28]
ალბომის რამდენიმე სიმღერა ცოცხლად სრულდებოდა ტურნეს Isolar II ფარგლებში, 1978 წელს. ისინი შეტანილია იმავე წლის საკონცერტო ალბომში Stage. კომპოზიტორმა ფილიპ გლასმა შექმნა კლასიკური სუიტა „სიმფონია №4 "Heroes"“, რომელიც იყო „Low Symphony“-ს გაგრძელება. სასათაურო სიმღერის საკუთარი ვერსია ჩაწერა და შეასრულა ბევრმა სხვა მუსიკოსებმა თუ ჯგუფმა. მათ შორის იყო King Crimson, ხოლო ბილი მაკ-კენზი, „The Secret Life of Arabia“-ს ვერსია შეიტანა ალბომში British Electric Foundation-ის Music of Quality and Distinction. რამდენიმე სიმღერა ალბომიდან მოხვდა ალბომში Christiane F., რომელიც ფილმის „კრისტიანა ფ. – ჩვენ, ბავშვები ზოოს სადგურიდან“ საუნდტრეკია. ამ ფილმში ბოუიც მონაწილეობს და საკუთარ თავს განასახიერებს.
დეივიდის 2013 წლის ალბომის The Next Day გარეკანი არის "Heroes"-ის შეცვლილი ვერსია, დაფარული თეთრი ფერის კვადრატით.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორიგინალური გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი — დეივიდ ბოუი, გარდა მითითებულისა..
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Beauty and the Beast“ | 3:32 |
2. | „Joe the Lion“ | 3:05 |
3. | „"Heroes"“ (ბოუი, ბრაიან ინო) | 6:07 |
4. | „Sons of the Silent Age“ | 3:15 |
5. | „Blackout“ | 3:50 |
საერთო ხანგრძლივობა: | 19:49 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
6. | „V-2 Schneider“ | 3:10 |
7. | „Sense of Doubt“ | 3:57 |
8. | „Moss Garden“ (ბოუი, ინო) | 5:03 |
9. | „Neuköln“ (ბოუი, ინო) | 4:34 |
10. | „The Secret Life of Arabia“ (ბოუი, ინო, კარლოს ალომარი) | 3:46 |
საერთო ხანგრძლივობა: | 20:30 (40:19) |
ხელახალი გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"Heroes" CD-ზე ოთხჯერ გამოვიდა. პირველად იგი CD-ზე 1984 წელს, RCA-მა გამოუშვა. 1991 წელს Rykodisc-მა ალბომი ორი დამატებითი სიმღერით წარმოადგინა. 1990-იანების ბოლოს ალბომი დანომრილ 20 ბიტიან SBM-ის ოქროს დისკზე გამოვიდა. 1999 წელს აგრეთვე დაიბეჭდა EMI/Virgin-ის მიერ, 24 ბიტიანი რემასტერის სახით, დამატებების გარეშე.
1991 წლის გამოცემის დამატებები | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
11. | „Abdulmajid“ (მანამდე გამოუცემელი, ჩაიწერა 1976–79 წლებში; ავტორები - ბოუი/ინო) | 3:40 |
12. | „Joe the Lion“ (რემიქსული ვერსია, 1991) | 3:08 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეივიდ ბოუი – ვოკალი, კლავიშებიანები, გიტარები, ჩემბერლინი, დაირა[29], საქსოფონი, კოტო, ბეკ-ვოკალი, პროდიუსერი
- კარლოს ალომარი – რიტმული გიტარა
- დენის დეივისი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- ჯორჯ მარი – ბას-გიტარა
- ბრაიან ინო – სინთეზატორები, კლავიშებიანები, გიტარის ეფექტები
- რობერტ ფრიპი – წამყვანი გიტარა
- ტონი ვისკონტი – პერკუსია,[29] ბეკ-ვოკალი, პროდიუსერი
- ანტონია მაასი – ბეკ-ვოკალი
- კოლინ თერსტონი – ხმის ინჟინერი
ჩარტები და სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყოველკვირეული ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] |
წლის შემაჯამებელი ჩარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ranking: Every David Bowie Album From Worst to Best (იანვარი 8, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-29. ციტირების თარიღი: 2017-05-26.
- ↑ BLACKARD, CAP, WREN GRAVES AND ERIN MANNING. A Beginner's Guide to David Bowie. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Bloechl, Olivia et. al. Rethinking Difference in Music Scholarship. Cambridge University Press, 2015. p. 307
- ↑ 4.0 4.1 Mastropolo, Frank. The History of David Bowie's Berlin Trilogy: 'Low,' 'Heroes,' and 'Lodger'. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2016.
- ↑ Shaar Murray, Charles. (1977)NME interview. Bowie Golden Years. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-05. ციტატა: „I'd felt that the use of quotes indicate a dimension of irony about the word 'heroes' or about the whole concept of heroism.“ ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2007.
- ↑ პეგი, ნიკოლას (2006). The Complete David Bowie, 4th, ლონდონი: Reynolds & Hearn Ltd., გვ. 312. ISBN 1-905287-15-1.
- ↑ 7.0 7.1 7.2 პეგი, ნიკოლას (2000). The Complete David Bowie, გვ. 307–309.
- ↑ (7 თებერვალი 2006) 1001 Albums You Must Hear Before You Die: Revised and Updated Edition. Universe. ISBN 0-7893-1371-5.
- ↑ 9.0 9.1 ბაკლი, დეივიდ (1999). Strange Fascination – David Bowie: The Definitive Story, გვ. 320–325.
- ↑ Snow, Mat (2007). MOJO 60 Years of Bowie, "Making Heroes", გვ. 69.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Carr, Roy; Murray, Charles Shaar (1981) Bowie: An Illustrated Record, გვ. 91–92.
- ↑ UNCUT interview. Bowie Golden Years (1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-05. ციტირების თარიღი: 19 ივლისი 2015.
- ↑ 13.0 13.1 Preston, Andrew. „David Bowie's biggest fans reveal all“. Daily Mail. ლონდონი. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2013.
- ↑ http://www.bowiegoldenyears.com/low.html
- ↑ პეგი, ნიკოლას (2000). The Complete David Bowie, გვ. 112.
- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. Heroes – David Bowie. AllMusic. ციტირების თარიღი: 18 იანვარი 2010.
- ↑ „David Bowie Part 1: The 1960s and '70s“. Blender (47). მაისი 2006.
- ↑ Kot, Greg (10 ივნისი 1990). „Bowie's Many Faces Are Profiled On Compact Disc“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2016.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ (1981). „David Bowie: "Heroes"“, Christgau's Record Guide: Rock Albums of the '70s. Ticknor and Fields. ISBN 0-89919-026-X.
- ↑ ლარკინი, კოლინ (2011). „David Bowie“, The Encyclopedia of Popular Music, 5th concise, Omnibus Press. ISBN 0-85712-595-8.
- ↑ Robbins, Ira (1 ნოემბერი 1991). „Heroes“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2016.
- ↑ Fadele, Dele (11 სექტემბერი 1998). „David Bowie – Station To Station/Low/Heroes/Stage“. NME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2000. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2016.
- ↑ Dombal, Ryan. (22 იანვარი 2015) David Bowie: "Heroes". Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 22 იანვარი 2015.
- ↑ Sheffield, Rob (2004). „David Bowie“, The New Rolling Stone Album Guide. Simon & Schuster, გვ. 97–99. ISBN 0-7432-0169-8.
- ↑ Griffiths, ნიკ (სექტემბერი 1991). „David Bowie: Low / Heroes / Lodger“. Select (15): 80.
- ↑ 26.0 26.1 სენდფორდი, კრისტოფერ (1997). Bowie: Loving the Alien. Time Warner, გვ. 182–193. ISBN 0-306-80854-4.
- ↑ გიტენსი, იენ (2007). "Art Decade", MOJO 60 Years of Bowie, გვ. 70–73.
- ↑ Testa, Bart. (12 იანვარი 1978) Heroes. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2016.
- ↑ 29.0 29.1 Breaking down David Bowie's 'Heroes' - Track-by-track. BBC. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2016.
- ↑ 30.0 30.1 კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. St Ives, NSW: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6.
- ↑ David Bowie – "Heroes" – austriancharts.at (ASP). ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
- ↑ Top Albums/CDs - Volume 28, No. 14 (PHP). RPM (31 დეკემბერი 1977). ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
- ↑ dutchcharts.nl David Bowie – "Heroes" (ASP). dutchcharts.nl. MegaCharts. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
- ↑ InfoDisc : Tous les Albums classés par Artiste > Choisir Un Artiste Dans la Liste (PHP). infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014. Note: user must select 'David BOWIE' from drop-down.
- ↑ (2006) Oricon Album Chart Book: Complete Edition 1970–2005. როპპონგი, ტოკიო: Oricon Entertainment. ISBN 4-87131-077-9.
- ↑ charts.org.nz David Bowie – "Heroes" (ASP). ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
- ↑ norwegiancharts.com David Bowie – "Heroes" (ASP). ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
- ↑ swedishcharts.com David Bowie – "Heroes" (ASP). Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
- ↑ David Bowie > Artists > Official Charts. ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
- ↑ allmusic ((( "Heroes" > Charts & Awards > Billboard Albums ))). allmusic.com. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2013.
- ↑ Dutch charts jaaroverzichten 1977 ჰოლანდიურად (ASP). ციტირების თარიღი: 2 აპრილი 2014.
- ↑ Les Albums (CD) de 1977 par InfoDisc French (PHP). infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2012.
- ↑ Canadian album certifications – David Bowie – Heroes. Music Canada.
- ↑ British album certifications – David Bowie – Heroes. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Heroes ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
|