შინაარსზე გადასვლა

ტორფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
14:34, 26 იანვარი 2024-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ტორფი

ტორფი (გერმ. Torf) — საწვავი სასარგებლო წიაღისეული, რომელიც წარმოიქმნება ჭაობის მცენარეთა ნაშთების დაშლით ჭარბი დანესტიანებისა და თითქმის უჰაერობის პირობებში.

აქვს რთული ქიმიური შემადგენლობა. მისი წვადი ნაწილის ძირითადი კომპონენტებია: C (50-60%), H (5-6,5%), O (30-40%), N (1-3%), S (0,1-1,2%, ზოგჯერ 2,5%-მდე).

ბუნებრივ პირობებში ჭარბად შეიცავს ტენს (88-96%) და ფორიანია (96-97%), აქვს ერთგვაროვანი ან შრეებრივი ტექსტურა; ყვითელი, მურა ან შავია. სიმკვრივე 0,3გ/სმ³. თბოუნარიანობა (40%-იანი ტენიანობის დროს) 2650-3120 კკალ/კგ. თბოენერგეტიკის გარდა გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ქიმიურ მრეწველობასა და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: