შინაარსზე გადასვლა

ქალკედონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:36, 25 დეკემბერი 2023-ის ვერსია, გიო ოქრო (განხილვა | წვლილი) (წაიშალა კატეგორია:ანტიკური ქალაქები; დაემატა კატეგორია:ძველი ქალაქები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
წმ. ეფემიას სახ. ტაძარი ქალკედონში

ქალკედონი (ბერძ. Χαλκηδών) — ანტიკური ხანის ქალაქი. მდებარეობდა მცირე აზიის ნახევარკუნძულის დასავლეთით, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. დღეს წარმოადგენს სტამბოლის აზიური ნაწილის ერთ-ერთ რაიონს სახელწოდებით — ქადიქიოი.

ქალკედონი დაარსებულია ძველი ბერძნების (მეგარელთა) მიერ ძვ. წ. 685 წელს. ბიზანტიონის დაარსებამდე რამდენიმე წლით ადრე. ის მდებარეობდა ბოსფორის სრუტის დასაწყისში, ბიზანტიონის მოპირდაპირე სანაპიროზე. ქალკედონი ანტიკური ხანაში და ადრეულ შუა საუკუნეებში წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო და პოლიტიკურ ცენტრს და აყვავებული ქალაქი იყო.

ქალკედონში 451 წელს გაიმართა მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც საბოლოოდ დაამტკიცა მრწამსი დღევანდელი ფორმით და დაგმო მონოფიზიტობა.
ბიზანტიის იმპერიის დასუსტებამ გამოიწვია, 1353 წელს, მისი მიტაცება ოსმალეთის იმპერიის მიერ, რომლის დედაქალაქ სტამბოლის ზრდის გამო ქალკედონი მოექცა მის შემადგენლობაში და დღეს წარმოადგენს მის ერთ-ერთ რაიონს სახელწოდებით — ქადიქოი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]