შინაარსზე გადასვლა

კელანტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:18, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია, იაკობ მახარაძე (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ადმინისტრაციული ერთეული
კელანტანი
დროშა გერბი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
ადმ. ცენტრი კოტა-ბარუ
კოორდინატები 5°15′00″ ჩ. გ. 102°00′00″ ა. გ. / 5.25000° ჩ. გ. 102.00000° ა. გ. / 5.25000; 102.00000
მმართველი Muhammad V of Kelantan
ფართობი 15099±1 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 1 792 500 (2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 03
საფოსტო ინდექსი 15000–18999
საავტომობილო კოდი D
ოფიციალური საიტი http://www.kelantan.gov.my
კელანტანი — მალაიზია
კელანტანი

კელანტანიშტატი მალაიზიაში. შტატის დედაქალაქია არის კოტა-ბჰარუ, ხოლო სამეფო ქალაქია კუბანგ-კერიანი. შტატის საპატიო სახელია დარულ-ნაიმი. კელანტანი მდებარეობს ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ერთ-ერთი ვერსიით, შტატის სახელწოდება ითარგმნება როგორც „ელვის ქვეყანა“. კელანტანი აგრარული შტატია. ცნობილია აკვაკულტურებითა და ბრინჯის მინდვრებით, მეთევზეთა სოფლებითა და კაზუარინის პლაჟებით. კელანტანში მალაიზიის ანტიკური არქეოლოგიური ძეგლებია აღმოჩენილი, მათ შორის აბორიგენთა რამდენიმე პრეისტორიული დასახლება.

კელანტანის განცალკევებისა და ძირითადად სასოფლო წეს-ჩვეულებების გამო, შტატის კულტურა გარკვეულწილად განსხვავდება ნახევარკუნძულის დარჩენილი ნაწილის მალაიური კულტურისგან. განსხვავება აისახება სამზარეულოში, ხელოვნებასა და უნიკალურ კელანტანურ მალაიურ ენაში, რომელიც ზოგჯეერ სტანდარტულ მალაიზე მოსაუბრეთათვისაც გაუგებარია.

კელანტანი მალაის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ტაილანდის ნარათივატის პროვინცია ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― ტერენგანუ, დასავლეთიდან ― პერაკი და სამხრეთიდან ― პაჰანგი. კელანტანის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვაა გაშლილი. შტატი ტროპიკული წვიმის ტყებითა და ეკვატორული კლიმატური სარტყელით გამოირჩევა. კელანტანის ქედები ტიტივანგსის მთებს მიეკუთვნება, რომელიც ტენასერიმის ქედის ნაწილია. ეს უკანასკნელი სამხრეთ მიანმარიდან, სამხრეთ ტაილანდსა და ნახევარკუნძულის მალაიზიამდეა გაშლილი. შტატის უმაღლესი წერტილი იონგ-ბელარია.

კელანტანის სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სიტყვა კელანტანი გელამ ჰუტამის მოდიფიცირებული ვარიანტია, რაც მალაიზე ჭაობის ჩაის ხეს აღნიშნავს (Melaleuca leucadendron). სხვა თეორიის თანახმად, სახელწოდება მალაიური სიტყვიდან, kilatan მომდინარეობს და „ბრწყინვალეს, „მბზინავს“ ნიშნავს. კელანტანს კალანტანს უწოდებდნენ სიამელები, როდესაც შტატი მათი გავლენის ქვეშ იყო. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, შტატის სახელწოდება მომდინარეობს ინდური Kolaan Thana-დან ან Kolaam Thana-დან, რაც „კოლაანის მიწას“ ან „კოლაამის მიწას“ ნიშნავს. კოლაანი და კოლაამი იატაკის ნახატებსა და დიაგრამებს აღნიშნავს, რომლებიც მრავლადაა ინდუისტურ ტაძრებში.

კელანტანის უძველესი ისტორიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ ამ ადგილებში ადამიანთა დასახლებები წინაისტორიულ ხანაშიც არსებობდა.[2][3]

ინდო-ბუდისტური ხანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელანტანს ახლო კავშირები ჰქონდა ფუნანის სამეფოსთან, ქმერების იმპერიასთან, შრივიჯაიასთან, მაჯაპაჰიტთან და სიამთან. 1411 წლისთვის რაჯა კუმარმა, კელანტანის მმართველმა, სიამისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და XV საუკუნის ბოლოს კელანტანი ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა.

კელანტანის სასულთნო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კელანტანის დროშა 1924 წლამდე

1499 წელს კელანტანი მალაკის სასულთნოს ვასალი გახდა. 1511 წელს მალაკის სასულთნოს დაცემის შემდეგ კელანტანი რამდენიმე ნაწილად გაიყო, რომელთა მმართველებიც პატანის სამეფოს, იმ დროისთვის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მომძლავრებულ მალაიურ სამეფოს ემორჩილებოდნენ. XVII საუკუნის დასაწყისში კელანტანელმა მმართველებმა უფრო მეტი უფლება მოიპოვეს. 1610-1667 წლებში რეგიონს ლეგენდარული დედოფალი სიტი ვან კემბანგი მართავდა.[4][5] 1651 წელს პატანის დედოფალი კელანტანის რაჯამ ტახტიდან ჩამოაგდო, რის შემდეგაც პატანში კელანტანელების მმართველობის პერიოდი დაიწყო. რაჯა ბირუს მმართველობის დროს კელანტანსა და პატანს შორის პოლიტიკური ალიანსი შეიკრა.[6]

არაფედერაციული მალაიური შტატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1909 წლის ბანგკოკის შეთანხმების თანახმად, ტაილანდმა ბრიტანეთის იმპერიას კელანტანი, ტერენგანუ, კედაჰი და პერლისი დაუთმო. კელანტანი ერთ-ერთი არაფედერაციული მალაიური შტატი გახდა.

იაპონელთა ოკუპაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ციური ჩიტის პროცესია კოტა-ბარუში 1933 წელს

1941 წლის 8 დეკემბერს, მალაიური კამპანიის დროს იაპონელები პირველად კელანტანის ტერიტორიაზე გადასხდნენ. 1943 წელს იაპონიამ კელანტანი ტაილანდს გადასცა და შტატი ტაილანდის ერთ-ერთი პროვინციის (ოთხი მალაიური შტატი) ნაწილი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კელანტანი მალაიზიას დაუბრუნდა.

მალაიური კავშირი და მალაური ფედერაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს კელანტანი მალაიური კავშირის ნაწილი გახდა, ხოლო 1948 წელს მალაიური ფედერაციის შემადგენლობაში შევიდა. 1957 წლის 31 აგვისტოს კელანტანმა სხვა მალაიურ შტატებთან ერთად დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1963 წლის 16 სექტემბერს კელანტანი მალაიზიის შტატი გახდა.

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Khadizan bin Abdullah, & Abdul Razak Yaacob. (1974). Pasir Lenggi, a Bateq Negrito resettlement area in Ulu Kelantan. Pulau Pinang: Social Anthropology Section, School of Comparative Social Sciences, Universití Sains Malaysia.
  • (1985) Warisan Kelantan. Perbadanan Muzium Negeri Kelantan. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.dosm.gov.my/v1/index.php?r=column/cthemeByCat&cat=117&bul_id=akliVWdIa2g3Y2VubTVSMkxmYXp1UT09&menu_id=L0pheU43NWJwRWVSZklWdzQ4TlhUUT09
  2. (2008) Sejarah Kertas 1. ISBN 9789673230662. 
  3. Khazanah sejarah tersembunyi - Kelantan - Sinar Harian. ციტირების თარიღი: 15 August 2018
  4. Aljunied, Khairudin (30 August 2019) Islam in Malaysia: An Entwined History, გვ. 90. ISBN 9780190925215. 
  5. Manderson, Lenore (1981). Wanita, politik dan perubahan: pergerakan Kaum Ibu UMNO, Malaysia, 1945-1972 (ms). Fajar Bakti, გვ. 39. 
  6. Bradley, Francis R. (Jun 2009). „Moral Order in a Time of Damnation: The "Hikayat Patani" in Historical Context“. Journal of Southeast Asian Studies. 40 (2): 274–5. ISSN 0022-4634.