მშვილდოსნის თანავარსკვლავედი
იერსახე
მშვილდოსნის თანავარსკვლავედი (ლათ. Sagittarius) — ზოდიაქოს თანავარსკვლავედი; ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები 1,8 და 2,0 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. მშვილდოსნის მიმართულებითაა ცაზე ზამთრის მზებუდობის წერტილი და გალაქტიკის ცენტრი, აგრეთვე შეუიარაღებელი თვალით ხილვადი სფერული ვარსკვლავთგროვა M 55. დაკვირვებისათვის საუკეთესო პირობებია ივნისს-ივლისში. საქართველოს ტერიტორიიდან მშვილდოსანი მთლიანად მოჩანს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 247.