შინაარსზე გადასვლა

ავა მარი დუვერნეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:53, 25 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, L H R B S20 (განხილვა | წვლილი) (მომხმარებლის ჟორჟ აბრამიძე ცვლილებების გაუქმება (№4564212))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ავა მარი დუვერნეი

დუევერნეი 2018 წელს
მშობლიური სახელი Ava Marie DuVernay
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1972 (1972-08-24) (52 წლის)
ლონგ-ბიჩი, კალიფორნია, აშშ
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • რეჟისორი
  • პროდიუსერი
  • სცენარისტი
  • კინო პუბლიცისტი

ავა მარი დუვერნეი (დ. 24 აგვისტო, 1972) — ამერიკელი კინორეჟისორი და ყოფილი კინოპუბლიცისტი. მიღებული აქვს ემის ჯილდო, ბრიტანული აკადემიის კინო და ტელე ჯილდოები, აგრეთვე იგი წარდგენილი იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე.

დუვერნეის სარეჟისორო დებიუტი 2010 წელს ფილმით „I Will Follow“ შედგა. 2012 წელს მან თავისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „Middle of Nowhere“ სანდენსის კინოფესტივალის ჯილმო მოიპოვა,[1] რითაც ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ფერადკანიანი ქალი გახდა.[2]

2014 წელს დუვერნეიმ გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი მარტინ ლუთერ კინგის შესახებ „Selma“ (2014), რომელმაც მას საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ოქროს გლობუსის ნომინაცია და საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარის ნომინაცია მოუტანა. იგი პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელიც ამ ჯილდოებზე იყო წარდგენილი.[3][4] დუვერნეის შემადგენლობაში გამორჩეული ადგილი უკავია Netflix-ის დოკუმენტურ ფილმს „მეცამეტე“ (2016), რომელიც ოსკარზე იყო წარდგენული და ასევე დისნეის ფენტეზი ფილმს „გარღვევა დროში“ (2018).

მისი საატელევიზიო შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილია OWN-ის დრამატული სერიალი „Queen Sugar“ (2016) და Netflix-ის ორი სერიალი: When They See Us (2019), რომელიც 1989 წელს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მომხდარ ინციდენტზეა დაფუძნებული და „Colin in Black & White“ (2021), რომელიც ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მოთამაშე კოლინ კეპერნიკის თინეიჯერობის წლებზე მოგვითხრობს.

2017 წელს დუვერნეი ტაიმის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი 100 ადამიანის სიაში შევიდა.[5] 2020 წელს იგი კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის მმართველთა საბჭოში, რეჟისორთა განყოფილების წევრად აირჩიეს.[6][7]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავა მარი დუვერნეი დაიბადა 1972 წლის 24 აგვისტოს კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩში. გაზარდეს დედამ, დარლენ სექსტონმა, რომელიც პედაგოგი იყო და მამინაცვალმა, მიურეი მეიმ.[8] ავას ბიოლოგიური მამის, ჯოსეფ მარსელ დუვერნეის, გვარი ლუიზიანური კრეოლური წარმოშობისაა.[9]

ავა კალიფორნიის ქალაქ ლინვუდში გაიზარდა. მას ოთხი დედმამიშვილი ჰყავს.

საზაფხულო არგადეგების დროს ავა მამინაცვლის ბავშვობის სახლს სტუმრობდა ხოლმე, რომელიც ალაბამას შტატში, ქალაქ სელმას სიახლოვეს მდებარეობს.[10] მისი თქმით, სწორედ ამ ზაფხულის არდადეგების გამოცდილებამ მოახდინა გავლენა „სელმას“ გადაღებაზე.[11]

1990 წელს დუვერნეიმ ქალაქ ლეიკვუდის წმინდა იოსების საშუალო სკოლა დაასრულა,[12] რის შემდეგაც იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში ინგლისურ ლიტერატურაშა და აფრო-ამერიკულ კვლევებს სწავლობდა.

მიუხედავად კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში მოპოვებული დიდი აღიარებისა, დუვერნეიმ ამ სფეროში მოღვაწეობა 32 წლამდე არ დაუწყია.[13] თავდაპირველად იგი ჟურნალისტიკით დაინტერესდა, რაზეც გავლენა CBS News-ში სტაჟირების გამოცდილებამ მოახდინა. იგი ო. ჯ. სიმფსონის მკვლელობის საქმის გაშუქებაზე მუშაობდა. ჟურნალისტიკის სფერომ დუვერნეი იმედგაცრუებული დატოვა, რის შემდეგაც გადაწყვიტა ბედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ეცადა. იგი მუშაობდა უმცროს პუბლიცისთან 20th Century Fox-ში, Savoy Pictures-სა და რამდენიმე სხვა სააგენტოში. 1999 წელს მან გახსნა საკუთარი საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია The DuVernay Agency, ასევე ცნობილი, როგორც DVAPR.[14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Demby, Gene (January 30, 2012). „Sundance 2012: Ava DuVernay Becomes First Black Woman To Win Best Director Prize For Middle Of Nowhere. The Huffington Post.
  2. Farabee, Mindy (December 20, 2012). „Ava DuVernay no longer in 'Middle of Nowhere'. Los Angeles Times.
  3. Ford, Rebecca (December 11, 2014). „Golden Globes: 'Selma's' Ava DuVernay Becomes First Black Woman to Receive Director Nomination“. The Hollywood Reporter.
  4. Suskind, Alex (December 17, 2014). „How Ava DuVernay struck a chord with Selma“. The Guardian.
  5. „The 100 Most Influential People in the World“. Time (ინგლისური). ციტირების თარიღი: September 23, 2020.
  6. New Academy Board of Governors Includes Ava DuVernay, Whoopi Goldberg, and Wynn P. Thomas (June 10, 2020). ციტირების თარიღი: June 21, 2020
  7. Ava DuVernay Among Six Elected to Film Academy Board for First Time (June 10, 2020). ციტირების თარიღი: June 21, 2020
  8. Ava DuVernay. Biography.com (May 24, 2016). ციტირების თარიღი: September 22, 2016
  9. Stated on Finding Your Roots, PBS, October 24, 2017.
  10. Simon, Bob (February 8, 2015). „Where 'Selma' Meets Hollywood“ (TV interview/segment). 60 Minutes. CBS News.
  11. Edwards, Gavin (January 5, 2015). „We Shall Overcome: Ava DuVernay on Making 'Selma'. Rolling Stone.
  12. SJ Alumna Receives A Golden Globe Nomination. St. Joseph's High School. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2016. ციტირების თარიღი: January 13, 2015
  13. Connley, Courtney. (March 10, 2018) How a career change at 32 led Ava DuVernay to become the first black woman to direct a $100 million film en. ციტირების თარიღი: November 29, 2021
  14. Yuan, Jada (December 2, 2014). „With Her MLK Drama Selma, Ava DuVernay Is Directing History“. Vulture (ინგლისური).