შინაარსზე გადასვლა

ნილ იანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:55, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, 46.49.2.53 (განხილვა) (განახლება)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ნილ იანგი

ნილ იანგი 2016 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნილ პერსივალ იანგი
აგრეთვე ცნობილი როგორც ბერნარდ შეიკი, ფილ პერსპექტივი, შეიკი დილი, კლაიდ კოილი, ჯო იანკი
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1945 (1945-11-12) (79 წლის)
დაბ. ადგილი ტორონტო, ონტარიო, კანადა
წარმოშობა ვინიპეგი, მანიტობა, კანადა
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა, ფოლკ როკი, მძიმე როკი, ქანთრი როკი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, სცენარისტი, რეჟისორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი, ჰარმონიკა, კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო
აქტიური 1960-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი NeilYoung.com
ნილ იანგი ვიკისაწყობში

ნილ პერსივალ იანგი, (დ. 12 ნოემბერი, 1945, ასევე ცნობილი სასცენო სახელით ნილ იანგი) — ცნობილი კანადელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და სოციალური აქტივისტი. დაიბადა ტორონტოში და სოლო-შემსრულებლის სახით კარიერა დაიწყო 1960 წელს. 1966 წელს გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც გახდა ჯგუფის კროსბი, სტილსი და ნეში მეოთხე წევრი. მის წევრებთან პრობლემების გამო, იანგმა მალე დატოვა შემადგენლობა. დღესდღეობით იგი ითვლება კანადის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიროვნებად და თავისი დროის მუსიკოსთა თაობის პატივსაცემ მუსიკოსად. მას აქვს ხანგრძლივი მუსიკალური მოღვაწეობის გამოცდილება, რომელიც 4 ათწლეულზე მეტ პერიოდს მოიცავს. იანგმა ჩაწერა 33 სტუდიური ალბომი - მათ შორის უკანასკნელია Fork in the Road (2009).

იანგის ნამუშევრებს ახასიათებს ღრმად პირადული სიმღერების ტექსტები, სასიამოვნო საგიტარო რიფები და ვოკალი, რომელიც ტენორულ სტილს უახლოვდება. მისი მუსიკა შეიცავს სვინგის, ჯაზის, როკაბილის, ბლუზის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებსაც კი.

გარდა ამისა, იანგი ცნობილია თავისი სოციალური აქტივიზმით. მაგალითად, 1985 მან ფერმერთა მხარდასაჭერად გამართა საქველმოქმედო შოუ Farm Aid. იანგმა მიიღო მონაწილეობა ბრიჯის სკოლის აშენებაში, რომელშიც ამჟამად დადიან ფიზიკური პრობლემების მქონე ბავშვები. თავის მეუღლე პეგი იანგთან ერთად ნილი ყოველ წელს ეხმარება ამ სკოლას კონცერტების სერიების შემოსავლით. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ზეკე, ბენ და ემბერი. თავად ზეკე და ბენი დაავადებულნი არიან ცერებრალური დამბლით, ხოლო ემბერი - ეპილეფსიით.

იანგი ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი იქ 1970 წლიდან დამკვიდრდა და უფრო ხშირად შტატების პრობლემებს უმღეროდა, კანადის მოქალაქეობა შენარჩუნებული კვლავ აქვს. 2006 წლის 14 ივლისს მას გადაეცა მანიტობას ორდენი. იმავე წლის 30 დეკემბერს მას მიენიჭა კანადის ოფიცრის წოდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ნილ იანგი