შინაარსზე გადასვლა

ენსენადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:39, 23 აპრილი 2021-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ქალაქი
ენსენადა
Ensenada
გერბი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი ქვემო კალიფორნია
კოორდინატები 31°51′28″ ჩ. გ. 116°36′21″ დ. გ. / 31.85778° ჩ. გ. 116.60583° დ. გ. / 31.85778; -116.60583
დაარსდა 17 სექტემბერი, 1542 წ.
ფართობი 20 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 16
მოსახლეობა 279 765 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-8, ზაფხულში UTC-7
სატელეფონო კოდი 646
საფოსტო ინდექსი 22850
ოფიციალური საიტი ensenada.gob.mx
Map of Mexico Demis.png
Map of Mexico Demis.png

ენსენადა (ესპ. Ensenada) — ზღვისპირა ქალაქი მექსიკაში, ქვემო კალიფორნიის შტატის მესამე უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კალიფორნიის ნახევარკუნძულზე, აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოდან 125 კმ-ით სამხრეთით.

კალიფორნიების ერთ-ერთი პირველი დასახლება თანდათან აეროკოსმოსურ ცენტრად, საკრუიზო გემების დესტინაციად და მეღვინეობის ცენტრად იქცა. როგორც ამბობენ, ევროპული ვაზი პირველად 1703 წელს სან-იგნასიოს იეზუიტთა მისიამ გააშენა.

წყნარ ოკეანეზე მდებარე ენსენადის ნავსადგური მნიშვნელოვანი კომერციული, მეთევზეობისა და ტურისტული ცენტრია. ქალაქში მდებარეობს საზღვაო ბაზა, სამხედრო ბაზა და სამხედრო აეროპორტი.

ქალაქი ენსენადის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და კომერციული ცენტრია. 2010 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 279 765 ადამიანს შეადგენს.

ქალაქს შიდა მხრიდან აკრავს პატარა ქედი. კლიმატი მთელი წლის მანძილზე რბილია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]