შინაარსზე გადასვლა

ჩიკაგო (2002 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:36, 9 მარტი 2020-ის ვერსია, M. (განხილვა | წვლილი) (სქოლიო)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიკაგო (მრავალმნიშვნელოვანი).
„ჩიკაგო“
რეჟისორი რობ მარშალი
პროდიუსერი მარტინ რიჩარდსი
სცენარის ავტორი ბილ კონდონი
ეფუძნება „ჩიკაგო“ (მიუზიკლი)
როლებში რენე ზელვეგერი
კათრინ ზიტა-ჯონზი
რიჩარდ გირი
კომპოზიტორი დენი ელფმანი
ოპერატორი დაიონ ბიბი
მონტაჟი მარტინ უოლში
დისტრიბუტორი Miramax Films
გამოსვლის თარიღი
  • 27 დეკემბერი, 2002 (2002-12-27)
ხანგრძლივობა 113 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 45 მლნ
შემოსავალი $ 306 მლნ [1]
საიტი

ჩიკაგო — 2002 წლის მუსიკალური ფილმი. ფილმს საფუძვლად უდევს ამავე სახელწოდების მიუზიკლი. მოქმედება ვითარდება ჩიკაგოში, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ჯაზის ეპოქაში.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება 1920-იანი წლების შუაში. როქსი ჰარტი ქოროს მოცეკვავეა. ის ამოსზე არის დაქორწინებული, მაგრამ რომანი აქვს ფრედთან, რომელიც პირდება, რომ ვარსკვლავად აქცევს. როქსი მიხვდება, რომ ფრედი ატყუებს და მოკლავს მას, რის გამოც ციხეში ჩასვამენ. ის ციხეში შეხვდება ველმა კელის, ვოდევილების სექსუალურ ვარსკვლავს, რომელიც ციხეში სასჯელს იხდის დისა და ქმრის, ერთმანეთის საყვარლების, მკვლელობისთვის. ციხის ზედამხედველი მამა მორტონი ველმას აკავშირებს ადვოკატ ბილი ფლინთან. ფლინი ველმას სკანდალური პრესისთვის პოპულარულად აქცევს. როქსი სთხოვს ქმარს, მანაც დაიქირავოს ფლინი. ფლინის დახმარებით მალე როქსის ისტორიაც პოპულარული ხდება. როქსი და ველმა გათავისუფლდებიან და ერთად დგამენ შოუს.

ფილმმა მიიღო 6 ოსკარი და 1969 წლის შემდეგ გახდა პირველი მუსიკალური ფილმი, რომელმაც მიიღო ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის.

ოსკარი

ოქროს გლობუსის ჯილდოები

BAFTA

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: