შინაარსზე გადასვლა

კლეოპატრა III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:32, 14 თებერვალი 2020-ის ვერსია, პაატა შ (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
პტოლემე VIII, კლეოპატრა II და კლეოპატრა III ჰორის წინაშე

კლეოპატრა III (ძვ. ბერძნ. Κλεοπάτρα) — ეგვიპტის დედოფალი, პტოლემე VI-ისა და კლეოპატრა II-ის ქალიშვილი. პტოლემე IX-ის, პტოლემე X-ის, კლეოპატრა VI-ის, კლეოპატრა სელენას და კლეოპატრა ტრიფაენის დედა.

ძვ. წ. 142 წელს პტოლემე VIII დაქორწინდა კლეოპატრა III და გამოაცხადა იგი თავის თანამმართველად. ძვ. წ. 131 წელს კლეოპატრა II გამართა აჯანყება და გააგდო პტოლემე VIII ფისკონი და კლეოპატრა III ეგვიპტიდან. ამის შემდეგ გამოაცხადა თავისი 12 წლის ვაჟიშვილი პტოლემე მემფიტისა მეფედ და თავს მის თანამმართველად. მაგრამ პტოლემე VIII ფისკონმა მოახერხა თავისი შვილის შეპყრობა, მოკლა იგი და სხეულის ნაწილები კლეოპატრა III-ს გაუგზავნა. მას მოუწია დარჩენილიყო ერთადერთ მმართველად. ამის შემდეგ მან შესთავაზა ეგვიპტის გვირგვინი დემეტრე II სირიელს, მაგრამ ისიც მოკლეს პტოლემე VIII-ის ბრძანებით. პტოლემე VIII ფისკონის და კლეოპატრა III საქვეყნო შერიგება მოხდა ძვ. წ. 124 წელს. ამის შემდეგ იგი მართავდა ძმასთან და ქალიშვილთან ერთად ძვ. წ. 116 წლამდე, როდესაც პტოლემე VIII დაიღუპა ფისკონის ტახტი უანდერძა კლეოპაატრა III და ერთ-ერთ მის ვაჟიშვილს, რომელსაც იგი ამოირჩევდა.

კლეოპატრა III მართავდა ეგვიპტეს თანამმართველ პტოლემე IX ლაფურას და პტოლემე X ალექსანდრესთან ერთად. მეორე ვაჟი ამ დროს იყო კვიპროსის მეფისნაცვალი. კლეოპატრა III მოკლეს პტოლემე X-ს ბრძანებით ძვ. წ. 89 წელს.

Roth, Lea. (2007). Cleopatra°. Encyclopaedia Judaica. Ed. Michael Berenbaum and Fred Skolnik. Detroit: Macmillan Reference USA, გვ. 754.