შინაარსზე გადასვლა

კრეაციონიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:40, 27 აპრილი 2019-ის ვერსია, ArsenalAtletico2017 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კრეაციონიზმი — რელიგიური რწმენა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სამყარო და სიცოცხლე შეიქმნა ისე, როგორც გადმოცემულია რელიგიურ წიგნებში. წიგნი დაბადებისას თანახმად, ღმერთმა სამყარო შექმნა არაფრისგან. სხვა რელიგიებს სხვანაირი წარმოდგენები აქვთ სამყაროს შექმნაზე.

კრეაციონიზმისკენ მიმდევრობა დაიწყო XIX საუკუნეში, როდესაც ფუნდამენტალისტი პროტესტანტები დაუპირისპირდნენ მეცნიერებს, რომლებმაც წინ წამოჭიმეს ევოლუციის და გეოლოგიის თეორიები.

XX საუკუნეში, კრეაციონისტული მოძრაობები დაიწყო ისლამსა და იუდაიზმში.

კრეაციონისტებს არ სჯერათ, რომ ყველაფერი ცოცხალი პრიმიტიული ორგანიზმისგან წამოვიდა და ნელ-ნელა დროის მონაკვეთში იზრდებოდა და ყალიბდებოდა. ისინი ფიქრობენ, რომ ერთი ფორმიდან ცოცხალი ორგანიზმი მეორედ ვერ გადაიქცევა. მაგრამ მათ ბიოლოგები და პალეონტოლოგები ეწინააღმდეგებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ნამარხი ნაშთები არიან ძალიან განსხვავებულნი იმისგან რაც ოდესღაც იყო და ფიქრობენ, რომ ნაშთები დროთა განმავლობაში შეიცვლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]