შინაარსზე გადასვლა

ზავროპტერიგიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:07, 22 მარტი 2014-ის ვერსია, Otogi (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ზავროპტერიგიები (ლათ. Sauropterygia), წყლის მტაცებელი ქვეწარმავლების ამომწყდარი რიგი. ტრიასულ ნოტოზავრებს ხმელეთის ცხოველთა აგებულება ჰქონდათ, უფრო გვიანდელი (იურულ-ცარცული) პლეზიოზავრები კი თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყვნენ ხმელეთს და თავისი გარეგნობითა და ცხოვრების ნირით წააგავდნენ სელაპებსა და სხვა ფარფლფეხიან ძუძუმწოვრებს. რიგი შეიცავდა 15-მდე ოჯახის რამდენიმე ათეულ გვარს. ზავროპტერიგიების მრავალრიცხოვანი ნაშთები ნაპოვნია ყველა მატერიკზე. მ. შ. საინტერესოა ქვეწარმავალთა ისტორიისა და წყლის გარემოსთან მათი ადაპტაციის შესასწავლად.

  • ქსე, ტ. 4, გვ. 471, თბ., 1979