ბოლივია
ბოლივიის რესპუბლიკა República de Bolivia Bulibya Republika Wuliwya Suyu ბოლივია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: ¡La unión es la fuerza! ერთობა ძალაა! |
||||||
ჰიმნი: Bolivianos, el hado propicio |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | სუკრე, ლა-პასი1 19°02′ ს. გ. 65°15′ დ. გ. / 19.033° ს. გ. 65.250° დ. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური, კეჩუა, აიმარა | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ევო მორალესი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 098 581 კმ2 (28-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1,29 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 10 907 778[1] (84-ე) | ||||
- | 2001 აღწერა | 8 280 184 | ||||
- | სიმჭიდროვე | 8,9 კაცი/კმ2 (220-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $50 904 მილიარდი[2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $4,789[2] | ||||
აგი (2007) | 0,663 (საშუალო) (108-ე) | |||||
ვალუტა | ბოლივიური ბოლივიანო (BOB ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
ქვეყნის კოდი | BOL | |||||
Internet TLD | .bo | |||||
სატელეფონო კოდი | +591 | |||||
1ადმინისტრაციული დედაქალაქი. |
ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო (ესპ. Estado Plurinacional de Bolivia, კეჩ. Bulivya Mamallaqta, აიმარ. Wuliwya Suyu)[3][4] — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთით — პარაგვაი და არგენტინა, სამხრეთ–დასავლეთით — ჩილე და დასავლეთით — პერუ.
ევროპულ კოლონიზაციამდე, ანდების ის რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფოს — ინკების იმპერიის ნაწილს. ეს ტერიტორია XVI საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო. ესპანური კოლონიალიზმის ეპოქაში, ამ ტერიტორიას ეწოდებოდა ზემო პერუ და შედიოდა პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1825 წლის 6 აგვისტოს და მას სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სიმონ ბოლივარის პატივსაცემად ბოლივია ეწოდა. ამის შემდეგ, ბოლივიამ გამოიარა პოლიტიკური არასტაბილურობის, დიქტატურისა და ეკონომიკური არამდგრადობის პერიოდები.
დღეისათვის, ბოლივია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა. ადმინისტრაციულად იყოფა 9 დეპარტამენტად. ბოლივია განვითარებადი სახელმწიფოა, ადამიანური განვითარების ინდექსის საშუალო და სიღარიბის 53 პროცენტიანი მაჩვენებლებით.[5] ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, სამთო მოპოვება და მანუფაქტურული წარმოება, ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლის, დაწმენდილი მეტალებისა და ნავთობგადამუშავება. ბოლივია მდიდარია მინერალებით, განსაკუთრებით კალით. ქვეყანამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2010 წელს მიღებული „დედამიწის უფლებების კანონით“ — მსოფლიოში ერთ–ერთი უნიკალური კანონით, რომელიც ბუნებას ისეთივე უფლებებს ანიჭებს, როგორსაც ადამიანს.[6][7][8][9]
ბოლივიის დაახლოებით 10 მილიონიანი მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მათ შორის არიან ინდიელები, მეტისები, ევროპელები, აზიელები და აფრიკელები. ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური, თუმცა ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე გუარანის, აიმარას, კეჩუას და 34 სხვა ადგილობრივ ენას. ქვეყანაში არსებულმა განსხვავებული კულტურების დიდმა რაოდენობამ განაპირობა ბოლივიის ძლიერ მრავალფეროვნება ხელოვნებაში, სამზარეულოში, ლიტერატურასა და მუსიკაში.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლივიას სახელი ეწოდა ესპანეთის ამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გმირის — სიმონ ბოლივარის პატივსაცემად.[10] ანტონიო ხოსე დე სუკრეს ბოლივარმა მისცა საშუალება აერჩია შეენარჩუნებინა ზემო პერუ (თანამედროვე ბოლივია) ახლადშექმნილი პერუს რესპუბლიკაში, რათა გაერთიანებულიყო რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებულ პროვინციებში ან ოფიციალურად გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა პერუს ვიცე-სამეფოსგან. ადგილობრივთა მხარდაჭერით სუკრემ ახალი სახელმწიფოს შექმნა არჩია და მას სიმონ ბოლივარის სახელი უწოდა.[11]
ახლად შექმნილი სახელმწიფოს თავდაპირველი სახელი იყო ბოლივარის რესპუბლიკა. სახელის შეცვლა ბოლივიაზე რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა, როდესაც კონგრესმენმა მანუელ მარტინ კრუსმა წამოაყანა წინადადება: „თუ რომულუსისგან მომდინარეობს რომი, მაშინ ბოლივარისგან უნდა წარმოსგდეს ბოლივია.“ (ესპ. Si de Rómulo Roma, de Bolívar Bolivia). სახელი მოწონებულ იქნა და დამტკიცდა 1825 წლის 3 ოქტომბერს.[12]
2009 წლის ახალი კონსტიტუციით, ქვეყნის სახელწოდება „ბოლივიის რესპუბლიკიდან“ შეიცვალა „ბოლივიის მარავალეროვან სახელმწიფოზე“, რითაც აღიარებულ იქნა ქვეყნის მრავალეროვნება და გაიზარდა ბოლივიის ადგილობრივ ხალხთა პოზიცია.[13][14][15]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1538 წელს, ინკების იმპერია ესპანელებმა დაიპყრეს და შექმნეს რამდენიმე დასახლება. ეს რეგიონი დასაწყისში იწოდებოდა ჩარკასის პროვინციად, ხოლო მოგვიანებით ზემო პერუდ. კოლონიალურ პერიოდში, ვერცხლის საბადოებში მუშაობდნენ ინდიელები (პეონები), რომლებმაც მრავალჯერ მოაწყვეს ამბოხება ესპანელების წინააღმდეგ. 300 წლის განმავლობაში ბოლივიის ტერიტორია ესპანეთის კოლონიური იმპერიის ნაწილი იყო. მთელი კოლონიური პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით XVI-XVII საუკუნეებში, ზემო პერუ (ბოლივია) ესპანეთის კოლონიური იმპერიის მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო სამხრეთ ამერიკაში. ზემო პერუს ტერიტორიების დიდი ნაწილი გადაეცა ესპანელ კოლონისტებს. სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ზემო პერუში თავის მხრივ წარმოადგენდა მონათმფლობელური და ფეოდალური ფორმების გამოყენება. ინდიელები ჯიუტად ებრძოდა კოლონიალისტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბოხება მოხდა 1780-1781 წლებში ძმები კატარების ხელმძღვანელობით, მაგრამ ისევე როგორც ინდიელეთა სხვა გამოსვლები, სასტიკად იქნა ჩახშობილი.
1809 წლის მაისში მოხდა აჯანყება ჩუკისაკაში რომელიც ჩახშობილი იქნა. 1824 წლი 9 დეკემბერს გენერალ ანტონიო ხოსე სუკრეს არმიამ აიაკუჩოს ბრძოლაში დაამარცხა ესპანელები და გაათავისუფლა ბოლივიის ტერიტორიები. მნიშვნელოვან რევოლუციურ ეტაპად ბოლივიის ისტორიაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ითვლება. ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე ბოლივიის განმანთავისუფლებელ ბრძოლაში იყო პ. დ. მურილო - რევოლუციური ხუნტის თავმჯდომარე, რომელიც დასაჯეს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1809 წელს. 1824 წელს განმანთავისუფლებელმა არმიამ სუკრეს მეთაურობით, სიმონ ბოლივართან ერთად საბოლოოდ დაამარცხა ესპანეთის არმია. 1825 წლის აგვისტოში კონგრესმა ჩუკისაკაში გამოაცხადეს დამოუკიდებელი ქვეყნის, ბოლივიის რესპუბლიკის შექმნა. მას შემდეგ, ქვეყანაში ხშირად ხდებოდა სამხედრო გადატრიალებები, მათ შორისაა 1967 წლის აჯანყება ერნესტო ჩე გევარას მეთაურობით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ აღმოსავლეთიდან პარაგვაი, სამხრეთიდან არგენტინა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჩილე და პერუ.
ბოლივიის ფართობი შეადგენს 1 098 580 კმ². მას უკავია 27-ე ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის ფართობის მიხედვით ეთიოპიის შემდეგ.
საზღვრის საერთო სიგრძეა 6743 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 832 კმ, ბრაზილიასთან — 3400 კმ, ჩილესთან — 861 კმ, პარაგვაისთან— 750 კმ, პერუსთან — 900 კმ).
ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია — ვულკანი ნევადო-სახამა (6542მ), რომელიც მდებარეობს ორუროს დეპარტამენტში.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ევო მორალესი.
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (27+130 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 9 დეპარტამენტი (departamento).
საგარეო ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლივიის საგარეო ურთიერთობებს განაგებს ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტრადიციულად, ბოლივიას ამერიკის ყველა სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდა, გარდა ჩილესი.
ბოლივია გაეროსა და რამდენიმე სხვა ორგანიზაციისა თუ პროგრამის წევრია, ესენია: ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (OAS), ანდების საზოგადოება, INTELSAT-ი, მიუმხრობლობის მოძრაობა, საპარლამენტთაშორისო კავშირი, ლათინური ამერიკის ინტეგრაციის ორგანიზაცია (ALADI), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, მერკოსური (MERCOSUR) და URUPABOL (ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია. დაარსდა 1993 წელს).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობა - 10 907 778 (2010), მათ შორის 30 % ესპანელ-ინდიელი მეტისი, 30 % კეჩუა, 25 % აიმარა, ევროპელი 15 %.
- სახელმწიფო ენები: ესპანური, აიმარა და კეჩუა.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- დედაქალაქი: სუკრე (ოფიციალური, 204 ათასი), ლა-პასი (ფაქტობრივი, 83 ათასი)
- ქალაქები (ათ.): სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა (1.168), კოჩაბამბა (816), ელ-ალტო (728), ორურო (211).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლივია ერთ - ერთი ყველაზე ღარიბი და ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში. ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. ქალაქის მოსახლეობის 65 % და სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 90 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. საარსებო მინიმუმი დაახ. $69 დოლარია. ოფიციალური სტატისტიკით, 2002 წელს მშპ შეადგინა 7,79 მილიარდი დოლარი (883 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე). მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი - 2,75 % 2002 წელს და 1,51 % 2001 წელს. 2001 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხვი 2,5 მილიონი ადამიანი იყო. საერთო უმუშევრობის დონე - 8,5 %-ია. ფართოდაა გავრცელებული ნახევარ განაკვეთზე დასაქმება.
- რესურსები: კალა, ბუნებრივი აირი, ნავთობი, თუთია, ვოლფრამი, ვერცხლი, რკინა, ტყვია, ოქრო, საშენი ხე-ტყე, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი: ბუნებრივი აირი, ნავთობი, ტყვია, თუთია, ვერცხლი, ოქრო, ყავა, შაქარი.
- ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 900 $.
- ვალუტა: ბოლივიანო (BOB).
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისტორიული ქალაქი სუკრე და XVII-ის ტაძარი.
- XVI ს-ის ტაძარი და XVIII ს-ის ეკლესია პოტოსში.
- იეზუიტთა მისია ჩიკიტოსში.
ცნობილი ბოლივიელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტი: ლიდია გეილერ ტეხადა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- UNHCR Bolivia references
- Bolivia entry at The World Factbook დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ბოლივია
- Encyclopedia of the Nations: Bolivia
- BBC News: Country Profile – Bolivia
- Lonely Planet: Introducing Bolivia
- Bolivia Weekly News, Bolivia News დაარქივებული 2010-02-27 საიტზე Wayback Machine.
- U. S. State Department: ბოლივია დაარქივებული 2010-04-07 საიტზე Wayback Machine.
- World Trade Organization: ბოლივია
- World Atlas: ბოლივიის რუკა
- The Carter Center: ბოლივია
- Embassy World: ბოლივიის რუკები დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
- The New York Times: Bolivia News
- The Washington Post: Bolivia Country Guide
- Association of Religion Data Archives profile: ბოლივია დაარქივებული 2011-04-13 საიტზე Wayback Machine.
- ბოლივიის ენები
- ბოლივიის საინფორმაციო ფორუმი
- LANIC Bolivia page
- Bolivia: Legacy of the Chaco War
- ბოლივია: ფოტოები და საფოსტო ბარათები
- ბოლივიის ეკონომიკა დაარქივებული 2011-10-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bolivia. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 7 January 2010.
- ↑ 2.0 2.1 Bolivia. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 17 April 2012.
- ↑ WHO | Bolivia (Plurinational State of). Who.int (11 May 2010). ციტირების თარიღი: 30 August 2010.
- ↑ UNdata | country profile | Bolivia (Plurinational State of). United Nations (14 November 1945). ციტირების თარიღი: 30 August 2010.
- ↑ Bolivia baja sus índices de pobreza en 8 años (Bolivia lowers its poverty levels). El Deber (30 November 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 30 November 2011.
- ↑ http://www.guardian.co.uk/environment/2011/apr/10/bolivia-enshrines-natural-worlds-rights
- ↑ http://www.huffingtonpost.com/2011/04/13/bolivias-law-of-mother-earth_n_848966.html
- ↑ http://www.foxnews.com/world/2011/04/18/prepares-debate-rights-mother-earth/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-12. ციტირების თარიღი: 2012-11-22.
- ↑ Simón Bolívar დაარქივებული 2013-08-25 საიტზე Wayback Machine. Salem Press
- ↑ 6 de Agosto: Independencia de Bolivia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2012-11-22.
- ↑ [1] დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine. What countries are named after individuals or families?
- ↑ Morales highly favoured for re-election in Bolivia დაარქივებული 2010-11-28 საიტზე Wayback Machine. Truth Out/Associated Press 6 December [2009
- ↑ Can Bolivia’s indigenous groups dance in harmony? BBC 10 June 2010
- ↑ Bolivia poll won’t end opposition BBC 24 January 2009
|