შინაარსზე გადასვლა

ბიოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Escherichia coli გვიმრა
გოლიათი ხოჭო გაზელი
ბიოლოგია სწავლობს ცხოვრების ფომრებს (საათის ისრის მიმართულებით მარცხნიდან ზემოთ) E. coli, გვიმრა, გაზელი, გოლიათი ხოჭო

ბიოლოგია (ბერძ. βιολογία; βίοςსიცოცხლე + λόγοςსწავლება, მეცნიერება) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას. ბიოლოგიის კვლევის მთავარი მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ცდა. კვლევის შედეგები განიხილება ცოცხალ არსებათა ისტორიული ნათესაობისა და განვითარების თვალსაზრისით. ბიოლოგიის მიერ დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.

ტერმინი „ბიოლოგია“ მიღებულია ბერძნული სიტყვებისაგან: βίος (bios) „სიცოცხლე“ და λόγος (logos) „მოძღვრება“. ეს ტერმინი პირველად 1802 წელს შემოიღეს ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ბ. ლამარკმა და გერმანელმა მეცნიერმა გ. რ. ტრევინარიუსმა.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა სისტემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებათაშორისი დისციპლინები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოგეოგრაფია — ბიოინჟინერია — ბიონიკა — ბიოკიბერნეტიკა — ბიოტექნოლოგია — ბიოფიზიკა — ასტრობიოლოგია

დაკავშირებული მეცნიერებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანთროპოლოგია — ნიადაგმცოდნეობა

ბიოლოგიური ცოდნის საწყისებს ვხვდებით ძველი ცივილიზაციების მოაზროვნეთა და მკურნალთა თხზულებებში, მათ შორის: ჰიპოკრატესთან, არისტოტელესთან და სხვ. შუა საუკუნეებში ბიოლოგიის განვითარება შეფერხდა, თუმცა უკვე მე–16-17 საუკუნეების მკვლევარებმა დიდძალი მასალა დააგროვეს ორგანიზმების აგებულების შესახებ.

იხ. სრული ტექსტი.

ბიოლოგიის საერთო ცნებები და ტერმინები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთუჯრედიანი ორგანიზმი — ვირუსი — მიკროორგანიზმი — მცენარე — ცხოველი

ბიოსფერო — ბუნებრივი შერჩევა — გარემო — გენი — დნმ — ევოლუცია — ეკოსისტემა — ორგანიზმი — რეპროდუქცია — სახეობა — სიცოცხლე — უჯრედი

გამოჩენილი ბიოლოგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არისტოტელე - კლოდ ბერნარი - ბიუფონი, ჟორჟ ლუი ლეკლერკ - რობერტ ბროუნი - გალენი - დარვინი, ჩარლზ - ვეზალიუსი - ვოლფი, კასპარ ფრიდრიხ - კიუვიე, ჟორჟ - ლამარკი, ჟან ბატისტ - ლევენჰუკი, ანტონი ვან - ლინეი, კარლ - ლორენცი, კონრად - მენდელი, გრეგორ - ილია მეჩნიკოვი - პავლოვი, ივან - პასტერი, ლუი - ფრიში, კარლ ფონ - ჰარვეი, უილიამ - ჰუმბოლდტი, ალექსანდერ ფონ

იხ. სრული ნუსხა.

ბიოლოგიური დაწესებულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]