გიორგი ბურკოვი: განსხვავება გადახედვებს შორის
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება | ფერი = | სახელი = გიორგი ბურკოვი | ფოტო = | ფოტოს ზომა = | წარწერა = | დაბსახელი = | დაბთარიღი = {{დაბადების თარიღი|1933|5|31}} | დაბადგილი = პერმი, რსფსრ, სსრკ | ეროვნებ... |
(განსხვავება არ არის)
|
უკანასკნელი რედაქცია 21:17, 20 მარტი 2024-ის მდგომარეობით
გიორგი ბურკოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 მაისი, 1933 პერმი, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
19 ივლისი, 1990 (57 წლის) მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ რსფსრ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1965-1990 |
გიორგი ბურკოვი (რუს. Георгий Иванович Бурков; დ. 31 მაისი, 1933, პერმი, სსრკ — გ. 19 ივლისი, 1990, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი. რსფსრ დამსახურებული არტისტი (1980).
გიორგი ბურკოვი დაიბადა 1933 წლის 31 მაისს პერმში. დაამთავრა №49 საშუალო სკოლა. 1952-56 წლებში სწავლობდა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, 1955-58 წლებში - პერმის დრამატული თეატრის საღამოს სტუდიაში.
1965 წლიდან მთავარი რეჟისორის, ბორის ლვოვ-სნოხინის მიწვევით, გახდა კ. სტანისლავსკის სახელობის მოსკოვის დრამატული თეატრის დასის მსახიობი. 1970-71 წლებში იყო თეატრ „თანამედროვეს“, 1980-84 წლებში კი - მოსკოვის მ. გორკის სახელობის სამხატვრო თეატრის (МХТ) მსახიობი. 1984-87 წლებში მოსკოვის პუშკინის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია.
1988 წლიდან ვ. შუკშინის სახელობის კულტურის ცენტრის მხატვრული ხელმძღვანელი გახდა.
პარალელურად იღებდნენ კინოში, ახმოვანებდა მულტიპლიკაციურ ფილმებს.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1970 | ფ | განთავისუფლება | Освобождение | სერჟანტი |
1971 | ფ | მოხუცი-ავაზაკები | Старики-разбойники | ფიოდორ ფედიაევი |
1975 | ფ | ბედის ირონია, ანუ გაამოთ | Ирония судьбы, или С лёгким паром! | მიშა, ლუკაშინის მეგობარი |
1977 | ფ | გზანი წამებისანი | Хождение по мукам | სერგეი საპოჟკოვი |
1977 | ფ | ინკასატორის ჩანთა | Сумка инкассатора | |
1978 | ფ | მამა სერგი | Отец Сергий | ვაჭარი |
1979 | ფ | ავტოფარეხი | Гараж | ვიტალი ფეტისოვი |
1982 | ფ | პროფესია - გამომძიებელი | Профессия — следователь | ბორის ანტონოვი - გამომძიებელი |
1982 | ფ | შეხვედრა ახალგაზრდობასთან | Свидание с молодостью | პრონინი |
1984 | ფ | სასტიკი რომანსი | Жестокий романс | რობინზონი |
1984 | ფ | სტუმრები მომავლიდან | Гостья из будущего | ალიკი, ექიმი |
1985 | ფ | ზამთრის საღამო გაგრაში | Зимний вечер в Гаграх | ფიოდორი, ბარის მმართველი |
1985 | ფ | სილამაზის სალონი | Салон красоты | ივანი |
1986 | ფ | ბორის გოდუნოვი | Борис Годунов | ვარლაამი |
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1980 — რსფსრ დამსახურებული არტისტი