შინაარსზე გადასვლა

მომხმარებელი:Lisztomaniac/სავარჯიშო13: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 77: ხაზი 77:


1989 წელს ჰიტჩენსი ლოს-ანჯელესში შეხვდა კეროლ ბლუს, რომელთანაც იქორწინა 1991 წელს. ჰიტჩენსმა ამას ერთი ნახვით შეყვარება უწოდა.<ref>{{cite web |first=Carol |last=Blue |url=http://www.abc.net.au/radionational/programs/latenightlive/an-afterword-to-the-life-of-christopher-hitchens-v2/4305582 |title=An afterword to the life of Christopher Hitchens – Late Night Live – ABC Radio National (Australian Broadcasting Corporation) |work=Radio National |date=15 October 2012 |access-date=30 September 2014 |archive-url=https://web.archive.org/web/20141007090735/http://www.abc.net.au/radionational/programs/latenightlive/an-afterword-to-the-life-of-christopher-hitchens-v2/4305582 |archive-date=7 October 2014 |url-status=live }}</ref> 1991 წელს ჰიტჩენსმა და ბლუმ, რომლებიც პრეზიდენტ კლინტონს მკაცრად აკრიტიკებდნენ, [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკურ პარტიას]] [[ბილ კლინტონის იმპიჩმენტი|ბილ კლინტონის იმპიჩმენტთან]] დაკავშირებით აფიდევიტი გაუგზავნეს. მასში დაიფიცეს, რომ მათმა მაშინდელმა მეგობარმა, [[სიდნი ბლუმენთალი|სიდნი ბლუმენთალმა]], [[მონიკა ლევინსკი]]ს მოთვალთვალე უწოდა. ეს ბრალდება შეეწინააღმდეგა ბლუმენთალის მიერ სასამართლოში ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენებას<ref name="salon1999">{{cite web |first=Joshua Micah |last=Marshall |author-link=Josh Marshall |url=http://www.salon.com/1999/02/09/newsa_35/ |title=Salon Newsreal &#124; Stalking Sidney Blumenthal |website=Salon.com |date=9 February 1999 |access-date=26 April 2011 |archive-url=https://web.archive.org/web/20140107093012/http://www.salon.com/1999/02/09/newsa_35/ |archive-date=7 January 2014 |url-status=live }}</ref> და გამოიწვია ჰიტჩენსსა და ბლუმენთალს შორის საჯარო სფეროში აზრთა მტრულ მიმოცვლას. ბლუმენთალის „კლინტონის ომების“ გამოქვეყნების შემდეგ ჰიტჩენსმა დაწერა არაერთი სტატია, რომლებშიც ბლუმენთალს ფაქტების დამახინჯებაში დასდო ბრალი.<ref name="salon1999"/><ref>{{cite journal |url=https://www.theatlantic.com/past/docs/issues/2003/07/hitchens.htm |title=Thinking Like an Apparatchik |first=Christopher |last=Hitchens |journal=[[The Atlantic|The Atlantic Monthly]] |date=July–August 2003 |access-date=26 April 2011 |volume=292 |issue=1 |pages=129–42 |archive-url=https://web.archive.org/web/20190217143959/https://www.theatlantic.com/past/docs/issues/2003/07/hitchens.htm |archive-date=17 February 2019 |url-status=live }}</ref> ამ შემთხვევამ დაასრულა მათი მეგობრობა და გამოიწვია პირადი კრიზისი ჰიტჩენსისთვის, რომელსაც მეგობრები აკრიტიკებდნენ, მათი აზრით, მის მიერ ჩადენილი ცინიკური და პოლიტიკურად უშედეგო ქმედებისთვის.<ref name="The Boy Can't Help It"/>
1989 წელს ჰიტჩენსი ლოს-ანჯელესში შეხვდა კეროლ ბლუს, რომელთანაც იქორწინა 1991 წელს. ჰიტჩენსმა ამას ერთი ნახვით შეყვარება უწოდა.<ref>{{cite web |first=Carol |last=Blue |url=http://www.abc.net.au/radionational/programs/latenightlive/an-afterword-to-the-life-of-christopher-hitchens-v2/4305582 |title=An afterword to the life of Christopher Hitchens – Late Night Live – ABC Radio National (Australian Broadcasting Corporation) |work=Radio National |date=15 October 2012 |access-date=30 September 2014 |archive-url=https://web.archive.org/web/20141007090735/http://www.abc.net.au/radionational/programs/latenightlive/an-afterword-to-the-life-of-christopher-hitchens-v2/4305582 |archive-date=7 October 2014 |url-status=live }}</ref> 1991 წელს ჰიტჩენსმა და ბლუმ, რომლებიც პრეზიდენტ კლინტონს მკაცრად აკრიტიკებდნენ, [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკურ პარტიას]] [[ბილ კლინტონის იმპიჩმენტი|ბილ კლინტონის იმპიჩმენტთან]] დაკავშირებით აფიდევიტი გაუგზავნეს. მასში დაიფიცეს, რომ მათმა მაშინდელმა მეგობარმა, [[სიდნი ბლუმენთალი|სიდნი ბლუმენთალმა]], [[მონიკა ლევინსკი]]ს მოთვალთვალე უწოდა. ეს ბრალდება შეეწინააღმდეგა ბლუმენთალის მიერ სასამართლოში ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენებას<ref name="salon1999">{{cite web |first=Joshua Micah |last=Marshall |author-link=Josh Marshall |url=http://www.salon.com/1999/02/09/newsa_35/ |title=Salon Newsreal &#124; Stalking Sidney Blumenthal |website=Salon.com |date=9 February 1999 |access-date=26 April 2011 |archive-url=https://web.archive.org/web/20140107093012/http://www.salon.com/1999/02/09/newsa_35/ |archive-date=7 January 2014 |url-status=live }}</ref> და გამოიწვია ჰიტჩენსსა და ბლუმენთალს შორის საჯარო სფეროში აზრთა მტრულ მიმოცვლას. ბლუმენთალის „კლინტონის ომების“ გამოქვეყნების შემდეგ ჰიტჩენსმა დაწერა არაერთი სტატია, რომლებშიც ბლუმენთალს ფაქტების დამახინჯებაში დასდო ბრალი.<ref name="salon1999"/><ref>{{cite journal |url=https://www.theatlantic.com/past/docs/issues/2003/07/hitchens.htm |title=Thinking Like an Apparatchik |first=Christopher |last=Hitchens |journal=[[The Atlantic|The Atlantic Monthly]] |date=July–August 2003 |access-date=26 April 2011 |volume=292 |issue=1 |pages=129–42 |archive-url=https://web.archive.org/web/20190217143959/https://www.theatlantic.com/past/docs/issues/2003/07/hitchens.htm |archive-date=17 February 2019 |url-status=live }}</ref> ამ შემთხვევამ დაასრულა მათი მეგობრობა და გამოიწვია პირადი კრიზისი ჰიტჩენსისთვის, რომელსაც მეგობრები აკრიტიკებდნენ, მათი აზრით, მის მიერ ჩადენილი ცინიკური და პოლიტიკურად უშედეგო ქმედებისთვის.<ref name="The Boy Can't Help It"/>

===== ვიდრე ჰიტჩენსის პოლიტიკური შეხედულები შეიცვლებოდა, ამერიკელმა მწერალი და პოლემისტი [[გორ ვიდალი]] მას თავის „[[დოფინი|დოფინს]]“ ან „მემკვიდრეს“ უწოდებდა.<ref>{{cite web|url=https://www.theatlantic.com/issues/2004/01/letters.htm|title=Hitchens on Books|access-date=17 February 2009|first=Andrew|last=Werth|date=January–February 2004|work=[[The Atlantic]]|archive-url=https://web.archive.org/web/20090626141928/http://www.theatlantic.com/issues/2004/01/letters.htm|archive-date=26 June 2009|url-status=live}}</ref><ref>{{cite news|url=http://osdir.com/ml/politics.leftists.monkeyfist/2001-04/msg00016.html|title=Gore should be so lucky|access-date=17 February 2009|first=John|last=Banville|date=3 March 2001|newspaper=The Irish Times|url-status=dead|archive-url=https://web.archive.org/web/20090106195116/http://osdir.com/ml/politics.leftists.monkeyfist/2001-04/msg00016.html|archive-date=6 January 2009}}</ref> 2010 წელს ჰიტჩენსმა ''Vanity Fair''-ში დაწერა სტატია სათაურით „Vidal Loco“, რომელშიც ვიდალს [[11 სექტემბრის შეთქმულების თეორიები]]ს მიღების გამო შეუტია და უწოდა „გადარეული“ („crackpot“).<ref>{{cite news|url=https://www.vanityfair.com/culture/features/2010/02/hitchens-201002|title=Vidal Loco|access-date=24 June 2010|first=Christopher|last=Hitchens|date=February 2010|magazine=Vanity Fair|archive-url=https://web.archive.org/web/20100528034636/http://www.vanityfair.com/culture/features/2010/02/hitchens-201002|archive-date=28 May 2010|url-status=live}}</ref><ref>{{cite news|url=https://www.independent.co.uk/news/people/news/hitchens-attacks-gore-vidal-for-being-a-crackpot-1891753.html|title=Hitchens attacks Gore Vidal for being a 'crackpot'|access-date=17 February 2009|date=7 February 2010|work=The Independent|location=London|first=Kate|last=Youde|archive-url=https://web.archive.org/web/20100210175549/http://www.independent.co.uk/news/people/news/hitchens-attacks-gore-vidal-for-being-a-crackpot-1891753.html|archive-date=10 February 2010|url-status=live}}</ref> ჰიტჩენსის მემუარის „ჰიტჩ-22“ („Hitch-22“) უკანა ყდაზე, სადაც მოყვანილია საქები სიტყვები აღსანიშნავი პირებისაგან, ვიდალის მიერ ჰიტჩენსის, როგორც მისი მემკვიდრის, აღიარება წითლად არის გადაშლილი და მასზე მიწერილია „არა, კ.ჰ.“ („NO, C.H.“). ერაყის ომის ძლიერმა მხარდაჭერამ ჰიტჩენსს მკითხველთა რაოდენობა გაუზარდა და 2005 წლის სექტემბერში ჟურნალებმა ''[[Foreign Policy]]'' და ''[[Prospect (გაზეთი)|Prospect]]'' იგი შეიყვანა „ტოპ 10 სახალხო ინტელექტუალის“ სიაში მეხუთე ადგილზე.<ref>{{cite web|url=https://foreignpolicy.com/2005/10/15/prospectfp-top-100-public-intellectuals-results/ |publisher=The Foreign Policy Group |title=Top 100 Public Intellectuals Results |date=15 May 2008 |access-date=1 January 2006 |archive-url=https://web.archive.org/web/20150611230220/http://foreignpolicy.com/2005/10/15/prospectfp-top-100-public-intellectuals-results/ |archive-date=11 June 2015 |url-status=dead }}</ref> ონლაინ გამოკითხვამ გამოაჩია 100 ინტელექტუალი, თუმცა ჟურნალებმა აღნისნეს, რომ ჰიტჩენსის (5), [[ნოამ ჩომსკი]]სა (1) და [[აბდოლკარიმ სორუში]]ს (15) რანჟირება ნაწილობრივ განაპირობა მათ შესაბამისი მხარდამჭერების მიერ მიცემული ხმის გასაჯაროებამ. ჰიტჩენსი მოგვიანებით თავის რანჟირებასა და სტატუსს რამდენიმე სტატიით გამოეხმაურა.<ref>{{cite news |first=Christopher |last=Hitchens |url=http://www.prospectmagazine.co.uk/magazine/what-is-a-public-intellectual |title=How to be a public intellectual |work=Prospect |date=24 May 2008 |access-date=1 May 2016 |archive-url=https://web.archive.org/web/20190221154018/http://www.prospectmagazine.co.uk/magazine/what-is-a-public-intellectual |archive-date=21 February 2019 |url-status=dead }}</ref><ref>{{cite web |first=Christopher |last=Hitchens |url=https://foreignpolicy.com/2009/10/07/the-plight-of-the-public-intellectual/ |title=The Plight of the Public Intellectual |work=Foreign Policy |date=7 October 2009 |access-date=1 May 2016 |archive-url=https://web.archive.org/web/20160508054804/http://foreignpolicy.com/2009/10/07/the-plight-of-the-public-intellectual/ |archive-date=8 May 2016 |url-status=live }}</ref>


===ლიტერატურული მიმოხილვები===
===ლიტერატურული მიმოხილვები===

06:47, 3 იანვარი 2024-ის ვერსია

კრისტოფერ ჰიტჩენსი
Christopher Hitchens
ჰიტჩენსი საუბრობს კათედრიდან
ჰიტჩენსი 2007 წელს
დაიბადა
კრისტოფერ ერიკ ჰიტჩენსი (Christopher Eric Hitchens)

13 აპრილი, 1949
გარდაიცვალა15 დეკემბერი, 2011 (62 წლის)
განათლებაბალიოლ-კოლეჯი, ოქსფორდი (BA)
მეუღლეები
  • ელენეი მელეგრუ (იქ. 1981; განქორწინდა 1989)
  • კეროლ ბლუ (იქ. 1991)[26]
შვილ(ებ)ი3
ნათესავები
ეპოქათანამედროვე
სკოლაახალი ათეიზმი[1]
აღსანიშნავი იდეები
ჰიტჩენსის სამართებელი
მოქალაქეობა
  • გაერთიანებული სამეფო
  • აშშ (2007 წლიდან)
პარტიალეიბორისტული
(1965–1967)
საერთაშორისო სოციალისტები (1967–1971)
საიტიchristopherhitchens.net
ხელმოწერა

კრისტოფერ ერიკ ჰიტჩენსი (ინგლ. Christopher Eric Hitchens; დ. 13 აპრილი, 1949 — გ. 15 დეკემბერი, 2011) — ინგლისელ-ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და განმანათლებელი.[27][28] ავტორია 18 წიგნისა რწმენის, კულტურის, პოლიტიკისა და ლიტერატურის შესახებ. 1970-იან წლებში დაამთავრა ოქსფორდი ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ხარისხით. 1980-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და წერდა „The Nation“-სა და „Vanity Fair“-ში. როგორც ახალი ათეიზმის „ოთხ მხედართაგან ერთ-ერთი“, იგი გახდა მნიშვნელოვანი მესვეტე და ორატორი. მისი ეპისტემოლოგიური სამართებელი („მტკიცებულების გარეშე წამოყენებული არგუმენტი მტკიცებულების გარეშევე ბათილდება“) დღემდე აქტუალურია ფილოსოფიასა და სამართალში.[29]

ჰიტჩენსის პოლიტიკური შეხედულებები საგრძნობლად განვითარდა მისი ცხოვრების განმავლობაში.[30] თავდაპირველად საკუთარ თავს აღწერდა, როგორც დემოკრატიულ სოციალისტად[31] და იყო არაერთი სოციალისტური ორგანიზაციის წევრი, რომელთა შორისაა ტროცკისტული საერთაშორისო სოციალისტები.[32] იგი აკრიტიკებდა ამერიკული საგარეო პოლიტიკის ასპექტებს, როგორიცაა ამერიკის ჩარევა ვიეტნამში, ჩილესა და აღმოსავლეთ ტიმორში. მიუხედავად ამისა, იგი მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებულ შტატებს კოსოვოს ომში. ჰიტჩენსმა ხაზი გაუსვა ამერიკის რევოლუციისა და კონსტიტუციის ცენტრალურ როლს მის პოლიტიკურ ფილოსოფიაში.[33] ჰიტჩენსს ჰქონდა კომპლექსური შეხედულებები აბორტზე; უმეტეს შემთხვევებში ეთიკურად მისი წინააღმდეგი იყო და სწამდა, რომ ნაყოფს ინდივიდუალურობის უფლება ჰქონდა, ხოლო აბორტის კანონიერების მიმართ ბუნდოვანი, ცვლადი შეხედულებები ჰქონდა.[34] იგი, როგორც ამტკიცებენ, მხარს უჭერდა შეიარაღების უფლებასა და ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას, ხოლო ეწინააღმდეგებოდა ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ.[35][36] 1990-იანი წლების დასაწყისიდან, განსაკუთრებით, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, მისი პოლიტიკური შეხედულებები ფართო გაგებით იხრებოდა მემარჯვენეობისკენ, თუმცა ჰიტჩენსი საკუთარი თავის კონსერვატორად მოხსენიებას ეწინააღმდეგებოდა.[37][30][38] 2000-იან წლებში იგი ამართლებდა ერაყსა და ავღანეთში შეჭრას, მხარს უჭერდა ჯორჯ უოკერ ბუშის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის კამპანიას 2004 წელს, და ისლამიზმს დასავლური სამყაროს უდიდეს საფრთხედ მიიჩნევდა.[39][40]

ჰიტჩენსი თავს ანტითეისტად მოიხსენიებდა და ყოველ რელიგიას სიცრუედ, საზიანოდ და ავტორიტარულად ხედავდა.[41] იგი მხარს უჭერდა გამოხატვის თავისუფლებას, სამეცნიერო აღმოჩენებსა და ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებას და ამბობდა, რომ ყოველივე ეს ადამიანთა ცივილიზაციის ეთიკური კოდის წარმართვისთვის რელიგიაზე გაცილებით უპირატესი იყო. ჰიტჩენსმა დაწერა კრიტიკული ბიოგრაფიები: კათოლიკე მონაზონ დედა ტერეზაზე წიგნში „მისიონერის პოზიცია“, პრეზიდენტ ბილ კლინტონზე წიგნში „მოსატყუებლად არავინ დარჩა“ და ამერიკელ დიპლომატზე ჰენრი კისინჯერზე წიგნში „ჰენრი კისინჯერის სასამართლო“. ჰიტჩენსი საყლაპავის კიბოსგან გამოწვეული გართულებების შედეგად 2011 წლის დეკემბერში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.[42]

ცხოვრება და კარიერა

ადრეული ცხოვრება და განათლება

ჰიტჩენსი დაიბადა პორტსმუთში, ჰემპშირში. მისი უმცროსი ძმა პიტერი სოციალურ კონსერვატიული ჟურნალისტი გახდა.[43] მათი მშობლები, ერიკ ერნესტ ჰიტჩენსი (1909–1987) და ივონ ჯინ ჰიტჩენსი (დაბადების გვარი ჰიკმანი; 1921–1973), ერთმანეთს შოტლანდიაში მეორე მსოფლიო ომის დროს სამეფო ფლოტში მსახურობისას შეხვდნენ. დედამისი ქალთა სამეფო ფლოტის სამსახურის წევრი იყო.[44] იგი ებრაული წარმოშობისა იყო (კრისტოფერი და მისი ძმა ეთნიკურად 1/32-ით ებრეალები იყვნენ), რაც ჰიტჩენსმა 38 წლის ასაკში გაიგო და თავისი იდენტობის ნაწილად მიიღო.[45][46][47]

ჰიტჩენსი ერიკს „კომანდირს“ უწოდებდა. ერიკი გაგზავნეს გემ HMS Jamaica-ზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გერმანული სახაზო გემის Scharnhorst-ის ჩაძირვაში 1943 წლის 26 დეკემბერს ნორდკაპის ბრძოლაში. ჰიტჩენსმა მამამისის სამხედრო წვლილს პატივი მიაგო: „ნაცისტების ბადრაგის ოკეანის ფსკერზე გაგზავნა იმაზე დიდი სამსახურია, რაც მე ოდესმე გამიკეთებია.“ ერიკის საფლოტო კარიერა მოითხოვდა ოჯახის ბაზიდან-ბაზამდე გადასვლას ბრიტანეთისა და მისი კოლონიების ფარგლებში, მათ შორის მალტაში, სადაც პიტერ ჰიტჩენსი სლიმაში 1951 წელს დაიბადა.[48] ერიკი მოგვიანებით გემთმშენებლების, კატერების მწარმოებლებისა მოსამზადებელი სკოლის ბუღალტრად მუშაობდა.[49][50]

ჰიტჩენსი სწავლობდა ორ დამოუკიდებელ სკოლაში — 8 წლის ასაკიდან მაუნტ ჰაუსის სკოლასა (ტავისტოკი, დევონი) და ლეისის სკოლაში (კემბრიჯი).[51] 1967 წელს იგი ჩაირიცხა ბალიოლ-კოლეჯში (ოქსფორდი), სადაც კითხულობდა ფილოსოფიას, პოლიტიკასა და ეკონომიას, ხოლო კერძო გაკვეთილებს იღებდა სტივენ ლუქსისა და ენტონი კენისაგან. სწავლა 1970 წელს დაასრულა და მოიპოვა მესამე კლასის ხარისხი.[43][52] ჰიტჩენსი ყმაწვილობაში განაცვიფრა რიჩარდ ლუელინის წიგნმა „როგორი მწვანე იყო ჩემი ხევი“, არტურ კესტლერის წიგნმა „შუადღის წყვდიადი“, ფიოდორ დოსტოევსკის წიგნმა „დანაშაული და სასჯელი“, რიჩარდ ჰენრი ტოუნის კრიტიკამ „რელიგიასა და კაპიტალიზმის ზრდაზე“, აგრეთვე ჯორჯ ორუელის ნამუშევრებმა.[44] 1968 წელს მონაწილეობა მიიღო ტელევიქტორინაში „University Challenge“.[53][54]

1960-იან წლებში ჰიტჩენსი შეუერთდა მემარცხენე მხარეს, რადგანაც მემარჯვენეებს არ ეთანხმდებოდა ვიეტნამის ომის, ბირთვული იარაღების, რასიზმისა და ოლიგარქიის, მათ შორის „უპასუხისმგებლო კორპორაციის“, საკითხებში.[55] მან ხაზი გაუსვა 1960-იანი და 1970-იანი წლების კონტრკულტურულ და საპროტესტო მოძრაობებთან კავშირს. ამ დროის იგი თავს არიდებდა რეკრეაციული ნარკოტიკების გამოყენებას და თქვა, რომ: „ჩემს კოჰორტაში ცოტათი ანტიჰედონისტურები ვიყავით ... ამან პოლიტიკური პროვოკაციები საგრძნობლად გაამარტივა, რადგან ნარკოტიკებს უდებდნენ თითქმის ყველას, ვისაც კი ვინმე იცნობდა.“[56] ჰიტჩენსს ჟურნალისტის კარიერის არჩევა ჯეიმზ კამერონის ნაშრომის წაკითხვამ შთააგონა.[51]

ჰიტჩენსი ახალგაზრდობაში იყო ბისექსუალი და ასაკის მატებასთან ერთად ხუმრობდა, რომ მისი გარეგნობა „იმ დონემდე დაკნინდა, რომ [მას] საწოლში მხოლოდ ქალები თუ ჩაუწვებოდნენ“.[57] მისი თქმით, სექსუალური ურთიერთობები ჰქონდა თავის ორ მამაკაც მოსწავლესთან ოქსფორდში, ისინი მოგვიანებით, მარგარეტ ტეტჩერის პრემიერობისას, ტორის მინისტრები გახდნენ, თუმცა მათი სახელებს არ გაუსაჯაროებია.[57]

1965 წელს ჰიტჩენსი შეუერთდა ლეიბორისტულ პარტიას, თუმცა ლეიბორისტი სტუდენტების ორგანიზაციის უმეტესობასთან ერთად 1967 წელს გაირიცხა იმ სიტყვების გამო, რომლებიც „პრემიერ მინისტრ ჰაროლდ უილსონის მიერ ვიეტნამის ომის საძაგელი მხარდაჭერის“ გამო თქვა.[58] ვიქტორ სეჯუიკის, რომელმაც რუსი რევოლუციონერისა და საბჭოთა დისედენტის ვიქტორ სერჟის ნამუშევრები გადათარგმნა, გავლენით ჰიტჩენსს განუვითარდა ინტერესი ტროცკიზმსა და ანტი-სტალინისტურ სოციალიზმში.[44] მალევე იგი გაწევრიანდა „პატარა, მაგრამ ზრდად შემდგომ ტროცკისტულ-ლუქსემბურგისტულ სექტაში საერთაშორისო სოციალები.[59][60] ჰიტჩენსმა ჯეიმზ ფენტონი საერთაშორისო სოციალისტებთან შემოერთა.[61]

ჟურნალისტის კარიერა გაერთიანებულ სამეფოში (1971–1981)

კარიერის დასაწყისში ჰიტჩენსი საერთაშორისო სოციალისტების, ბრიტანეთის დღევანდელი სოციალისტურ მუშათა პარტიის წინამორბედების, მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალ „საერთაშირისო სოციალიზმის“ კორესპონდენტად მუშაობდა,[62] ეს ჯგუფი ღიად ტროცკისტული იყო, თუმცა ტრადიციული ტროცკისტული ჯგუფებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ კომუნისტური ერთეულების როგორც „მუშათა ერთეულების“ დაცვაზე უარს ამბობდა. მათი სლოგანი იყო „არც ვაშინგტონი, არც მოსკოვი, არამედ საერთაშორისო სოციალიზმი“.

1971 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიპენდიის მოპოვების მიზნით ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ, ჰიტჩენსმა მუშაობა გაზეთ „Times Higher Education Supplement“-ის სამეცნიერო კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა.[63] ჰიტჩენსი სამსახურიდან ექვს თვეში დაითხოვეს.[63] შემდგომ იგი ITV-ის პოლიტიკური სერიალის, „Weekend World“-ის, მკვლევარი გახდა.[64]

1973 წელს ჰიტჩენსმა მუშაობა დაიწყო ჟურნალ „New Statesman“-ის გამომცემლობაში, სადაც მისი კოლეგები იყვნენ მარტინ ემისი, რომელსაც წინათ ოქსფორდში შეხვდა, აგრეთვე ჯულიან ბარნსი და ჯეიმზ ფენტონი, რომლებთანაც ოქსფორდში სახლს იზიარებდა.[64] ემისმა იგი აღწერა, როგორც „სიმპათიური, მხიარული [და] მცირედით მემარცხენე“.[65] იმ დროისთვის დაიწყო პარასკევის საუზმეები, რომელთა დამსწრე საზოგადოებაში შედიოდნენ მწერლები: კლაივ ჯეიმზი, იენ მაკიუენი, კინგსლი ემისი, ტერენს კილმარტინი, რობერტ კონქვესტი, ალ ალვარეზი, პიტერ პორტერი, რასელ დეივისი და მარკ ბოქსერი. „New Statesman“-ში ჰიტჩენსმა კონფლიქტის ადგილებში (მაგალითად, ჩრდილოეთი ირლანდია, ლიბია და ერაყი) ომის კორესპონდენტად მუშაობისას მემარცხენეს რეპუტაცია შეიქმნა.[64]

1973 წლის ნოემბერში ჰიტჩენსმა საბერძნეთში ყოფნისას შავი პოლკოვნიკების კონსტიტუციური კრიზისი შესახებ რეპორტაჟი გააკეთა. ეს გახდა მისი პირველი წამყვანი სტატია „New Statesman“-ში.[51] 1977 წლის დეკემბერში ჰიტჩენსმა ინტერვიუ ჩამოართვა არგენტინელ დიქტატორს ხორხე რაფაელ ვიდელას, რასაც მან მოგვიანებით „შემაძრწუნებელი“ გამოცდილება უწოდა.[66] 1977 წელს New Statesman-ით გამოწვეული უკმაყოფილების გამო გადავიდა გაზეთ „Daily Express“-ში, სადაც საგარეო კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა. 1978 წელს New Statesman-ში დაბრუნდა, სადაც დამხმარე რედაქტორისა და საგარეო რედაქტორის პოზიციები დაიკავა.[64]

მწერლობა ამერიკაში (1981–2011)

ჰიტჩენსი 2005 წელს

1981 ჰიტჩენსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა New Statesman-სა და The Nation-ის რედაქტორთა გაცვლითი პროგრამით.[67] The Nation-ში გაწევრიანების შემდეგ იგი წერდა ხმამაღალ კრიტიკას რონალდ რეიგანზე, ჯორჯ ჰ. უ. ბუშსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.[45][68][69][70][71][72]

1992 წელს ჰიტჩენსი გახდა „Vanity Fair“-ის დამხმარე რედაქტორი[73] და წელიწადში ათ სვეტს წერდა. 2002 წელს ერაყის ომის საკითხზე სხვა რედაქტორებთან შექმნილი უთანხმოების გამო The Nation დატოვა.[74]

არსებული ვარაუდით, ჰიტჩენსმა შთააგონა ტომ ვულფის პერსონაჟი პიტერ ფალოუ 1987 წლის რომანიდან „ამბიციების კოცონი“,[69] თუმცა სხვებს, მათ შორის, ჰიტჩენსს, სჯერათ, რომ შთაგონების წყარო იყო ბრიტანელ-ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ენტონი ჰედენ-გესტი.[75] 1987 წელს ჰიტჩენსის მამა გარდაიცვალა საყლაპავის კიბოსგან, იმავე დაავადებისგან, რომელმაც მოგვიანებით მისი სიცოცხლეც შეიწირა.[76] 2007 წლის აპრილში ჰიტჩენსი აშშ-ის მოქალაქე გახდა; მოგვიანებით ახსენა, რომ თავს ანგლო-ამერიკელად თვლიდა.[77]

2008 წლის სექტემბერში გახდა ჰუვერის ინსტიტუტის სამედიო თანამშრომელი.[78] ჟურნალ Slate-ში იგი ხშირად წერდა ახალი ამბებისა და პოლიტიკის სვეტში „საბრძოლო სიტყვები“.[79]

ჰიტჩენსმა თავისი ადრეული ჟურნალისტური კარიერის ნაწილი კვიპროსში კორესპონდენტოსობას დაუთმო.[80] იქ გაიცნო თავისი პირველი მეუღლე, ელენი მელეგრუ, კვიპროსელი ბერძენი, რომელთანაც ეყოლა ორი შვილი, ალექსანდრე და სოფია. ვაჟი, ალექსანდრე მელეგრუ-ჰიტჩენსი, რომელიც 1984 წელს დაიბადა, ლონდონში პოლიტიკურ მკვლევრად მუშაობდა. ჰიტჩენსმა განაგრძო ესეს სტილის კორესპონდენტური ნაშრომების წერა მრავალი ადგილმდებარეობიდან, რომელთა შორის იყო ჩადი, უგანდა[81] და სუდანის რეგიონი დარფური.[82] 1991 წელს მან მოიპოვა ლენანის ჯილდო ლიტერატურაში.[83]

1989 წელს ჰიტჩენსი ლოს-ანჯელესში შეხვდა კეროლ ბლუს, რომელთანაც იქორწინა 1991 წელს. ჰიტჩენსმა ამას ერთი ნახვით შეყვარება უწოდა.[84] 1991 წელს ჰიტჩენსმა და ბლუმ, რომლებიც პრეზიდენტ კლინტონს მკაცრად აკრიტიკებდნენ, რესპუბლიკურ პარტიას ბილ კლინტონის იმპიჩმენტთან დაკავშირებით აფიდევიტი გაუგზავნეს. მასში დაიფიცეს, რომ მათმა მაშინდელმა მეგობარმა, სიდნი ბლუმენთალმა, მონიკა ლევინსკის მოთვალთვალე უწოდა. ეს ბრალდება შეეწინააღმდეგა ბლუმენთალის მიერ სასამართლოში ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენებას[85] და გამოიწვია ჰიტჩენსსა და ბლუმენთალს შორის საჯარო სფეროში აზრთა მტრულ მიმოცვლას. ბლუმენთალის „კლინტონის ომების“ გამოქვეყნების შემდეგ ჰიტჩენსმა დაწერა არაერთი სტატია, რომლებშიც ბლუმენთალს ფაქტების დამახინჯებაში დასდო ბრალი.[85][86] ამ შემთხვევამ დაასრულა მათი მეგობრობა და გამოიწვია პირადი კრიზისი ჰიტჩენსისთვის, რომელსაც მეგობრები აკრიტიკებდნენ, მათი აზრით, მის მიერ ჩადენილი ცინიკური და პოლიტიკურად უშედეგო ქმედებისთვის.[45]

===== ვიდრე ჰიტჩენსის პოლიტიკური შეხედულები შეიცვლებოდა, ამერიკელმა მწერალი და პოლემისტი გორ ვიდალი მას თავის „დოფინს“ ან „მემკვიდრეს“ უწოდებდა.[87][88] 2010 წელს ჰიტჩენსმა Vanity Fair-ში დაწერა სტატია სათაურით „Vidal Loco“, რომელშიც ვიდალს 11 სექტემბრის შეთქმულების თეორიების მიღების გამო შეუტია და უწოდა „გადარეული“ („crackpot“).[89][90] ჰიტჩენსის მემუარის „ჰიტჩ-22“ („Hitch-22“) უკანა ყდაზე, სადაც მოყვანილია საქები სიტყვები აღსანიშნავი პირებისაგან, ვიდალის მიერ ჰიტჩენსის, როგორც მისი მემკვიდრის, აღიარება წითლად არის გადაშლილი და მასზე მიწერილია „არა, კ.ჰ.“ („NO, C.H.“). ერაყის ომის ძლიერმა მხარდაჭერამ ჰიტჩენსს მკითხველთა რაოდენობა გაუზარდა და 2005 წლის სექტემბერში ჟურნალებმა Foreign Policy და Prospect იგი შეიყვანა „ტოპ 10 სახალხო ინტელექტუალის“ სიაში მეხუთე ადგილზე.[91] ონლაინ გამოკითხვამ გამოაჩია 100 ინტელექტუალი, თუმცა ჟურნალებმა აღნისნეს, რომ ჰიტჩენსის (5), ნოამ ჩომსკისა (1) და აბდოლკარიმ სორუშის (15) რანჟირება ნაწილობრივ განაპირობა მათ შესაბამისი მხარდამჭერების მიერ მიცემული ხმის გასაჯაროებამ. ჰიტჩენსი მოგვიანებით თავის რანჟირებასა და სტატუსს რამდენიმე სტატიით გამოეხმაურა.[92][93]

ლიტერატურული მიმოხილვები

პროფესორობა

ურთიერთობა ძმასთან

პოლიტიკური შეხედულებები

კონკრეტული პირების კრიტიკა

რელიგიის კრიტიკა

პირადი ცხოვრება

დაავადება და გარდაცვალება

რეაქციები გარდაცვალებაზე

მონაწილეობა კინოსა და ტელივიზიაში

წიგნები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Taylor, James E. „The New Atheists“. ფილოსოფიის ინტერნეტ ენციკლოპედია.: "In spite of their different approaches and occupations (only Dennett is a professional philosopher), the New Atheists tend to share a general set of assumptions and viewpoints. These positions constitute the background theoretical framework that is known as the New Atheism. The framework has a metaphysical component, an epistemological component, and an ethical component. ... Hitchens includes chapters entitled "The Metaphysical Claims of Religion are False" and "Arguments from Design," but his more journalistic treatment of the cases for and against God's existence amounts primarily to the claim that the God hypothesis is unnecessary since science can now explain what theism was formerly thought to be required to explain, including phenomena such as the appearance of design in the universe."
  2. Hitchens, Christopher (2008) Thomas Paine's Rights of Man: A Biography. Grove Press. ISBN 978-0802143839. 
  3. Hitchens, Christopher (13 October 2009) Thomas Jefferson: Author of America. HarperCollins. ISBN 978-0061753978. 
  4. 4.0 4.1 4.2 Hitchens, Christopher (2007) The Portable Atheist: Essential Readings for the Nonbeliever. Hachette Books. ISBN 978-0306816086. 
  5. 5.0 5.1 5.2 Hitchens, Christopher (2007) God Is Not Great: How Religion Poisons Everything. ISBN 978-0446195348. 
  6. Marr, Andrew. (24 June 2002) Christopher Hitchens on George Orwell. BBC. NetCharles.com. ციტირების თარიღი: 17 December 2011
  7. Hitchens, Christopher (2008). Christopher Hitchens and his Critics. New York University Press, გვ. 264. ISBN 978-0814716878. 
  8. 8.0 8.1 Hitchens, Christopher. The Revenge of Karl Marx (April 2009). ციტირების თარიღი: 19 March 2021
  9. Hitchens, Christopher. Lenin's Moscow. International Socialism. ციტირების თარიღი: 19 March 2021
  10. 10.0 10.1 Great Lives, Series 10, Leon Trotsky. BBC. ციტირების თარიღი: 19 March 2021
  11. Christopher Hitchens: 6 influential books. ციტირების თარიღი: 19 March 2021
  12. Huxley, Aldous (2005) Brave New World and Brave New World Revisited. HarperCollins, გვ. vii. ISBN 978-0060776091. 
  13. Buckley, Christopher (15 December 2011). „Postscript: Christopher Hitchens, 1949–2011“. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 January 2021. ციტირების თარიღი: 19 March 2021.
  14. Hitchens, Christopher. The Permanent Adolescent (May 2003). ციტირების თარიღი: 19 March 2021
  15. Hitchens, Christopher (2015) And Yet...: Essays. Simon & Schuster. ISBN 978-1476772080. 
  16. Hitchens, Christopher (April 2011). „Joyce in Bloom“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 June 2021. ციტირების თარიღი: 19 March 2021.
  17. Hitchens, Christopher (2010) Hitch 22: A Memoir. Grand Central. ISBN 978-0446568968. 
  18. Hitchens, Christopher. „The Wilde Side“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 June 2021. ციტირების თარიღი: 19 March 2021.
  19. Hitchens, Christopher (22 February 1996). „The Cruiser“. London Review of Books. 18 (4). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2021. ციტირების თარიღი: 19 March 2021.
  20. Hitchens, Christopher (12 July 2001). „Israel Shahak, 1933–2001“. The Nation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2021. ციტირების თარიღი: 19 March 2021.
  21. Hitchens, Christopher (2011). Hitch-22: A Memoir. Twelve, გვ. 198. ISBN 978-0446540346. 
  22. Hitchens, Christopher. A Man of Incessant Labor (10 March 2008). ციტირების თარიღი: 22 March 2021
  23. Hitchens, Christopher. My Friend Edward (28 September 2003). ციტირების თარიღი: 22 March 2021
  24. Alter, Alexandra (11 მაისი 2010). „A Friendship for the Pages“. The Wall Street Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 23 აპრილი 2016.
  25. Saad, Gad. (17 დეკემბერი 2011) Christopher Hitchens: The Personification of Intellectual Courage en. ციტირების თარიღი: 18 მარტი 2021
  26. Woo, Elaine (15 December 2011). „Christopher Hitchens dies at 62; engaging, enraging author and essayist“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2012. ციტირების თარიღი: 27 January 2013.
  27. 'God is Not Great' Author Christopher Hitchens on Religion, Iraq, and His Own Reputation -- New York Magazine - Nymag (26 April 2007).
  28. „Author Christopher Hitchens targets God and faith“. Reuters. 18 June 2007.
  29. „What does 'Hitchens' razor' means in Philosophy?“. The Hindu. 17 December 2017.
  30. 30.0 30.1 Pallardy, Richard. (9 April 2022) Christopher Hitchens en. ციტატა: „After the September 11 attacks of 2001, Hitchens was widely perceived as having migrated to the right on the political spectrum, actively campaigning for the invasion of Iraq and deposal of Saddam Hussein and endorsing George W. Bush in the 2004 U.S. presidential election. Hitchens dropped his column for The Nation in 2002. He maintained that the shifts in his political allegiances were motivated by the right's stronger and more-interventionist stance against what he deemed "fascism with an Islamic face."“ ციტირების თარიღი: 23 November 2022
  31. Christopher Hitchens – Charlie Rose, https://charlierose.com/videos/5386. წაკითხვის თარიღი: 3 October 2021
  32. Seymour, Richard (27 March 2012). „The late Christopher Hitchens“. International Socialism (134). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 November 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2021.
  33. Hitchens, Christopher (2002), Why Orwell Matters, Basic Books, pg 105
  34. Hitchens, Christopher. (5 December 2019) A Left-Wing Atheist's Case Against Abortion en-US. Sophia Institute Press. ციტირების თარიღი: 26 November 2022
  35. Carter, Graydon. (17 December 2021) Christopher Hitchens Was Fearless en. ციტატა: „..., I asked him if he'd be up for writing a column on gun control. He told me that he'd love to. But he wanted to let me know up front that he was opposed to controls.“ ციტირების თარიღი: 26 November 2022
  36. Hitchens, Christopher. (12 October 2009) Legalize It en-US. ციტირების თარიღი: 2022-11-26
  37. Anthony, Andrew (17 September 2005). „The big showdown“. The Observer (ინგლისური). ISSN 0029-7712. ციტირების თარიღი: 2023-02-28.
  38. Staff. (13 December 2021) Why Christopher Hitchens Still Matters en-US. ციტირების თარიღი: 2022-11-26
  39. Parker, Ian (16 October 2006). „He Knew He Was Right: How a former socialist became the Iraq war's fiercest defender“. The New Yorker. ციტირების თარიღი: 23 November 2022.
  40. Hitchens, Christopher. (31 October 2004) Christopher Hitchens: Why I'm voting for Bush (but only just) en. ციტირების თარიღი: 23 November 2022
  41. Hitchens, Christopher (2005). Letters to a Young Contrarian. Basic Books, გვ. 55, 57. ISBN 0465030335. „I am [not a] part of the generalised agnosticism of our culture. I am not even an atheist so much as I am an anti-theist... all religions are versions of the same untruth... the influence of churches, and the effect of religious belief, is positively harmful... cradle-to-grave divine supervision; a permanent surveillance and monitoring... I am [not] privy to the secrets of the universe or its creator... even [the best of the theisms] are complicit in this quiet and irrational authoritarianism.“ 
  42. Video: Christopher Hitchens (14 August 1995) appearance on C-SPAN YouTube-ზე
  43. 43.0 43.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის GuardCH არ არის მითითებული ტექსტი; $2
  44. 44.0 44.1 44.2 Walsh, John (27 May 2010). „Hitch-22: a memoir by Christopher Hitchens“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 May 2010. ციტირების თარიღი: 28 May 2010.
  45. 45.0 45.1 45.2 Gordon, Meryl. (8 May 2007) The Boy Can't Help It. NYMag.com. ციტირების თარიღი: 30 September 2014
  46. Tracy, Marc. (19 December 2011) On Christopher Hitchens's Jewishness. Tablet Magazine. ციტირების თარიღი: 23 April 2016
  47. Barber, Lynn (14 April 2002). „Look who's talking“. The Observer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2007. ციტირების თარიღი: 1 June 2005.
  48. Hitchens, death and the Malta connection. ციტირების თარიღი: 25 January 2018
  49. Hitchens, Christopher. (2 June 2010) The Commander: My Father, Eric Hitchens. Slate.com. ციტირების თარიღი: 14 April 2012
  50. Yglesias, Matthew. (20 October 2003) The Commander: My Father, Eric Hitchens. Slate. ციტირების თარიღი: 16 December 2011
  51. 51.0 51.1 51.2 Barber, Lynn (14 April 2002). „Look who's talking“. The Observer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2019. ციტირების თარიღი: 30 June 2015.
  52. Obituary: Christopher Hitchens. BBC (16 December 2011). ციტირების თარიღი: 21 June 2018
  53. Hitchens, Christopher. Hitch-22. „What she [Yvonne] wanted was to see me represent Balliol on the University Challenge team, where I did actually make my first-ever television appearance.“ 
  54. Morrison, Blake. (29 May 2010) I contain multitudes. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 April 2016
  55. (2008) Christopher Hitchens and His Critics : Terror, Iraq, and the Left. New York, London: New York University Press, გვ. 168. ISBN 978-0814716861. OCLC 183392372. 
  56. Robinson, Peter. (15 September 2007) You said you wanted a revolution: 1968 and the Counter-Counterculture (Peter Robinson interview with William Buckley Jr and Christopher Hitchens). web.archive.org. Hoover Institution. ციტირების თარიღი: 12 October 2012
  57. 57.0 57.1 Aitkenhead, Decca. (21 May 2010) Christopher Hitchens: 'I was right and they were wrong'. Decca Aitkenhead. The Guardian. ციტირების თარიღი: 26 January 2015
  58. Hitchens, Christopher (25 April 2005). „Long Live Labor – Why I'm for Tony Blair“. Slate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 August 2011. ციტირების თარიღი: 16 April 2016.
  59. Hithens, Christopher. (1 January 2005) Heaven on Earth – Interview with Christopher Hitchens. PBS. ციტირების თარიღი: 1 January 2006
  60. Wilby, Peter. (1 September 2017) Hitchens, Christopher Eric (1949–2011). ციტირების თარიღი: 7 December 2023
  61. Hitchens, Christopher (2010). Hitch-22: A Memoir. London: Atlantic Books, გვ. 144. ISBN 9781838952334. 
  62. Hitchens, Christopher (1 April 1972). „International Socialism: Christopher Hitchens "Workers' Self Management in Algeria" (1st series)“. Encyclopedia of Trotskyism. p. 33. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 July 2018. ციტირების თარიღი: 15 April 2016.
  63. 63.0 63.1 Farndale, Nigel (2 June 2010). „An audience with Christopher Hitchens“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2019. ციტირების თარიღი: 25 September 2019.
  64. 64.0 64.1 64.2 64.3 Eaton, George. (2 January 2012) Christopher Hitchens: the New Statesman years. The New Statesman. ციტირების თარიღი: 23 April 2016
  65. Martin Amis (2010). Experience. Random House, გვ. 26. ISBN 978-1446401453. 
  66. Hitchens, Christopher (17 October 2006). „Kissinger Declassified“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 April 2016. ციტირების თარიღი: 23 April 2016.
  67. Navasky, Victor (21 December 2011). „Remembering Hitchens“. The Nation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 March 2015. ციტირების თარიღი: 15 April 2016.
  68. Lamb, Brian. (17 October 1993) For the Sake of Argument by Christopher Hitchens. ციტირების თარიღი: 1 April 2012
  69. 69.0 69.1 Southan, Rhys. (November 2001) Free Radical. Reason. ციტირების თარიღი: 10 June 2015
  70. „Christopher Hitchens“. The Atlantic. 1 January 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 May 2019. ციტირების თარიღი: 1 January 2012.
  71. Raz, Guy. (21 June 2006) Christopher Hitchens, Literary Agent Provocateur. National Public Radio. ციტირების თარიღი: 10 June 2008
  72. Parker, Ian (16 October 2006). „He Knew He Was Right“. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2008. ციტირების თარიღი: 10 June 2007.
  73. „Christopher Hitchens – Contributing Editor“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 December 2011. ციტირების თარიღი: 23 December 2011.
  74. Taking Sides, The Nation, Christopher Hitchens, 26 September 2002. Retrieved 22 May 2022.
  75. Noah, Timothy (9 January 2002). „Meritocracy's lab rat“. Slate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2018. ციტირების თარიღი: 1 January 2012.
  76. Hitchens, Christopher. (1 September 2010) Topic of Cancer. Vanity Fair. ციტირების თარიღი: 8 August 2014
  77. Morrow, Julian (Producer). (7 June 2010) (en) (Interview). Christopher Hitchens: "Hitch-22". [Audio-visual recording]. Sydney Writer's Festival, Sydney, Australia: ABC. https://www.youtube.com/watch?v=ZWXwKk-9YNA. "Julian Morrow: "How do you identify yourself now?" Christopher Hitchens: "Anglo-American. I mean I didn't move to the United States until I was about 30, so it would be silly to say I'd left everything behind." Audience member:"If you had to give up one, which passport would it be? The British or the American?" Christopher Hitchens: "That's a waste of a question." Audience member:<embarrassed groan> Christopher Hitchens:<adamantly>"Anglo-American""
  78. Hitchens, Christopher. (18 December 2009) Christopher Hitchens on Sarah Palin: 'A Disgraceful Opportunist and Moral Coward'. PoliticalArticles.NET. ციტირების თარიღი: 26 April 2011
  79. Fighting Words. Slate. ციტირების თარიღი: 21 April 2016
  80. Christie, Heather. (30 April 2009) At the ROM: Three New Commandments. ციტირების თარიღი: 1 January 2012
  81. Hitchens, Christopher (September 2006). „Childhood's End“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 April 2013. ციტირების თარიღი: 1 April 2013.
  82. Hitchens, Christopher (7 November 2005). „Realism in Sudan“. Slate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 August 2011. ციტირების თარიღი: 1 July 2006.
  83. Detailed Biographical Information – Christopher Hitchens. Lannan Foundation. ციტირების თარიღი: 27 April 2010
  84. Blue, Carol. (15 October 2012) An afterword to the life of Christopher Hitchens – Late Night Live – ABC Radio National (Australian Broadcasting Corporation). Radio National. ციტირების თარიღი: 30 September 2014
  85. 85.0 85.1 Marshall, Joshua Micah. (9 February 1999) Salon Newsreal | Stalking Sidney Blumenthal. ციტირების თარიღი: 26 April 2011
  86. Hitchens, Christopher (July–August 2003). „Thinking Like an Apparatchik“. The Atlantic Monthly. 292 (1): 129–42. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 February 2019. ციტირების თარიღი: 26 April 2011.
  87. Werth, Andrew. (January–February 2004) Hitchens on Books. The Atlantic. ციტირების თარიღი: 17 February 2009
  88. Banville, John (3 March 2001). „Gore should be so lucky“. The Irish Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 January 2009. ციტირების თარიღი: 17 February 2009.
  89. Hitchens, Christopher (February 2010). „Vidal Loco“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2010. ციტირების თარიღი: 24 June 2010.
  90. Youde, Kate (7 February 2010). „Hitchens attacks Gore Vidal for being a 'crackpot'. The Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 February 2010. ციტირების თარიღი: 17 February 2009.
  91. Top 100 Public Intellectuals Results. The Foreign Policy Group (15 May 2008). ციტირების თარიღი: 1 January 2006
  92. Hitchens, Christopher (24 May 2008). „How to be a public intellectual“. Prospect. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 February 2019. ციტირების თარიღი: 1 May 2016.
  93. Hitchens, Christopher. (7 October 2009) The Plight of the Public Intellectual. Foreign Policy. ციტირების თარიღი: 1 May 2016