შინაარსზე გადასვლა

ინდოეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 63: ხაზი 63:
==== მაურიები ====
==== მაურიები ====
[[სურათი:Maurya Dynasty in 265 BCE.jpg|thumb|250px|left|მაურიების იმპერია აშოკ დიდის დროს]]
[[სურათი:Maurya Dynasty in 265 BCE.jpg|thumb|250px|left|მაურიების იმპერია აშოკ დიდის დროს]]
ანტიბერძნული ბრძოლის ტალღაზე [[პენჯაბი]] და ინდის ხეობა გაერთიანდა ჩანდრაგუპტის ([[მაურიების იმპერია|მაურიების]] მოდგმიდან) მეთაურობის ქვეშ - [[მაგათჰა]]ს ვარნით შუდრა, რომელმაც პირველად შექმნა ჩრდილოეთ ინდური გაერთიანებული ქვეყანა [[ინდი]]ს და [[განგი]]ს ხეობებით. ძვ.წ.. [[IV]] საუკუნის ბოლოს [[ჩანდრაგუპტა]]მ დაიმორჩილა [[კამბოჯა (ჰინდიყუში)|კამბოჯა]], [[განდჰარა]] და მოსაზღვრე [[ირანი]]ს აღმოსავლეთ ნაწილი.
ანტიბერძნული ბრძოლის ტალღაზე [[პენჯაბი]] და ინდის ხეობა გაერთიანდა [[ჩანდრაგუპტა მაურია|ჩანდრაგუპტის]] ([[მაურიების იმპერია|მაურიების]] მოდგმიდან) მეთაურობის ქვეშ - [[მაგადჰა]]ს ვარნით შუდრა, რომელმაც პირველად შექმნა ჩრდილოეთ ინდური გაერთიანებული ქვეყანა [[ინდი]]ს და [[განგი]]ს ხეობებით. [[ძვ. წ. IV საუკუნე|ძვ. წ. IV საუკუნის]] ბოლოს [[ჩანდრაგუპტა მაურია]]მ დაიმორჩილა [[კამბოჯა (ჰინდიყუში)|კამბოჯა]], [[განდჰარა]] და მოსაზღვრე [[ირანი]]ს აღმოსავლეთ ნაწილი.


ჩანდრაგუპტის მემკვიდრეები იყვნენ [[ბინდუსარა]] (ძვ.წ.ა. [[293]]—[[268]] წწ) და [[აშოკა]] (ძვ.წ.ა. [[268]] —[[231]] წწ.]]), ყველაზე ძლევამოსილი მმართველი ძველი ინდოეთის ისტორიაში. გამეფების შემდეგ მან ამოწყვიტა ყველა საკუთარი ძმა და გააჩაღა გამანადგურებელი ბრძოლები სამხრეთით, შემოიერთა თითქმის მთელი [[დეკანი (ზეგანი)|დეკანი]]. თუმცა მოგვიანებით აშოკას ტირანიზმი იცვლება «სიკეთის გავრცელების» პოლიტიკით იმპერიის შიგნით, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა უდიდესი ქვეყნის სხავადსხვა ნაწილის მოსახლეობის სულიერი გაერთიანება. განსაკუთრებულად ხდებოდა ბუდიზმის მფარველობა, თუმცა ხდებოდა ყველა რელიგიის მფარველობის დეკლარირება.
ჩანდრაგუპტის მემკვიდრეები იყვნენ [[ბინდუსარა]] ([[ძვ. წ. 293]]—[[ძვ. წ. 268|268]] წწ.) და [[აშოკა]] ([[ძვ. წ. 268]] —[[ძვ. წ. 231|231]] წწ.), ყველაზე ძლევამოსილი მმართველი ძველი ინდოეთის ისტორიაში. გამეფების შემდეგ მან ამოწყვიტა საკუთარი ძმები და გააჩაღა გამანადგურებელი ბრძოლები სამხრეთით, შემოიერთა თითქმის მთელი [[დეკანის ზეგანი|დეკანი]]. თუმცა მოგვიანებით აშოკას ტირანიზმი იცვლება «სიკეთის გავრცელების» პოლიტიკით იმპერიის შიგნით, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა უდიდესი ქვეყნის სხავადსხვა ნაწილის მოსახლეობის სულიერი გაერთიანება. განსაკუთრებულად ხდებოდა [[ბუდიზმი]]ს მფარველობა, თუმცა ხდებოდა ყველა რელიგიის მფარველობის დეკლარირება.


ბუდიზმის ფილოსოფიას ჰქონდა ღრმა ფესვები უკვე არსებულ ტრადიციებში და ადათ-წესებში. ბევრი საუკუნის განმავლობაში ბუდიზმი მშვიდობიანად თანაარსებობდა [[ბრაჰმანიზმი|ვედურ რელიგიასთან]], რომლისგანაც ნასესხები აქვს ზოგიერთი წეს-ჩვეულება და ღმერთები. ბუდიზმი თანდათან ხდება მასიურ რელიგიად, რადგანაც ის ყველა ადამიანისკენაა მიმართული.
ბუდიზმის ფილოსოფიას ჰქონდა ღრმა ფესვები უკვე არსებულ ტრადიციებში და ადათ-წესებში. ბევრი საუკუნის განმავლობაში ბუდიზმი მშვიდობიანად თანაარსებობდა [[ბრაჰმანიზმი|ვედურ რელიგიასთან]], რომლისგანაც ნასესხები აქვს ზოგიერთი წეს-ჩვეულება და ღმერთები. ბუდიზმი თანდათან ხდება მასიურ რელიგიად, რადგანაც ის ყველა ადამიანისკენაა მიმართული.


ცენტრალიზაციის პოლიტიკის ნაკლოვანებებმა გამოიწვია [[მაურიების იმპერია|მაურიების]] ქვეყნის ჩქარი დაშლა, რომელმაც დაიწყო თავისი სამფლობელოების დაკარგვა უკვე ძვ.წ.. [[III]] საუკუნის ბოლოს. ძალიან დიდი იყო ინდოეთის სხვადასხვა ტომების, კუთხეების განსხვავება ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. საბოლოოდ მაურიების დინასტია ჩამოგდებულ იქნა [[მაგადჰა]]ში ძვ.წ.აღრიცხვის [[180]] წელს.
ცენტრალიზაციის პოლიტიკის ნაკლოვანებებმა გამოიწვია [[მაურიების იმპერია|მაურიების]] ქვეყნის ჩქარი დაშლა, რომელმაც დაიწყო თავისი სამფლობელოების დაკარგვა უკვე [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III საუკუნის]] ბოლოს. ძალიან დიდი იყო ინდოეთის სხვადასხვა ტომების, კუთხეების განსხვავება ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. საბოლოოდ მაურიების დინასტია ჩამოგდებულ იქნა [[მაგადჰა]]ში [[ძვ. წ. 180]] წელს.



==სქოლიო==
==სქოლიო==

16:06, 19 აპრილი 2012-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

აშოკის ლომები

ინდოეთის ისტორია პირობითად შეიძლება დავყოთ რამდენიმე პერიოდად:

  • ძველი ინდოეთი
    • ინდის (ჰარაპის) ცივილიზაციის პერიოდი (III ათ. — XVII ს. ძვ.წ.ა.)
    • ვედური პერიოდი (XIII—VI სს. ძვ.წ.ა.)
      • ადრე ვედური პერიოდი (XIII—X სს. ძვ.წ.ა.)
      • გვიან ვედური პერიოდი (IX—VI სს. ძვ.წ.ა.)
    • ბუდისტური პერიოდი (V—III სს. ძვ.წ.ა.)
    • კლასიკური ეპოქა (II ს. ძვ.წ.ა. — VI საუკუნე)
  • შუა საუკუნეების ინდოეთი
    • მუსლიმანთა ბატონობის პერიოდი
    • ინგლისელთა ბატონობის პერიოდი (1765—1947)
  • ახალი, თანამედროვე ისტორია

ძველი ინდოეთი

ნეოლითი

კედლის მხატრვრობა - ბჰიმბეტკა მადჰია პრადეში (30,000 წ.)

VII ათასწლეულიდან ძვ.წ.ა. ინდის და სარასვატის ხეობებში ვითარდება მეურნეობის წარმოება. მერგერხის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ეპოქაში ადამიანმა იპოვა საკვების მოპოვების ეფექტური ხერხები, ოპტიმალური ამ მოცემული რეგიონისათვის: განვითარებულია მიწათმოქმედება, მონადირეობა და ისახება მეცხოველეობა. ეს ქმნიდა ყველა საჭირო პირობას განვითარების ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადასვლისათვის - ახალი კულტურულ-ისტორიული კომპლექსის ფორმირებისათვის. პირველი დამოწმებული დასახლებული პუნქტი დაფიქსირებულია მადჰია პრადეშში ბჰიმბეტკის გამოქვაბულში, სადაც აღმოჩენილი ზოგი ნახატის წლოვანება მიახლოებით 30 000 წელია, და შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობათა სიაში. ადრეული ნეოლითური კულტურა სამხრეთ აზიში წარმოდგენილია მეჰრგერხის (მერგერხის, Mehrgarh) აღმოჩენები (7000 წ) დღევანდელი ბელუჯისტანი, პაკისტანი[1]. ნეოლითური კულტურის ნეოლითური სასოფლოსამეურნეო კულტურა პირველად აღმოცენდა ინდის ველზე 50000 წ. წინათ ხოლო განგის ხეობაში 30000 წ. წინათ. პირველი ურბანული ცივილიზაცია ჩაისახა და იყო ინდის ველის ცივილიზაცია[2].

ბრინჯაოს ხანა

"მეფის ქურუმი" ბრინჯაოს ხანა, ინდის ხეობის ცივილიზაცია

ძველი წელთ აღრიცხვით III ათასწლეულში დრავიდების მიერ იქმნება პირველი ინდის ცივილიზაცია, რომელმაც მიიღო ინდის ან ჰარაპის (ხარაპის) სახელწოდება. ის გავრცელდა მდინარე ინდის ველზე და მის შენაკადებზე როგორიცაა ღაგარ-ჰაკრა (Ghaggar-Hakra)[3], განგი-იამუნა[4], ასევე გუჯარათში[5], და სამხრეთ ავღანეთში[6]. ინდის დრავიდებს განვითარებული ჰქონდათ მონუმენტალური მშენებლობა, ბრინჯაოს მეტალურგია, მცირე სკულპტურა. ჩასახვისას იყო კერძომესაკუთრეობრივი ურთიერთობები, ხოლო სოფლის მეურნეობას საფუძვლად ედვა ირიგაციული მიწათმოქმედება. მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საგარეო ვაჭრობას: ჰარაპის ცივილიზაციას ჰქონდა ურთიერთობები მესოპოტამიასთან, შუა აზიასთან, პირდაპირი სავაჭრო კავშირები აღწევდნენ შუმერებამდე და არაბეთამდე. ინდის ველის ცივილიზაცია გავრცელებული იყო დღევანდელი ინდოეთის ( გუჯარათი, ჰარიანა, პენჯაბი და რაჯასტანი) და პაკისტანის ( სინდის, პენჯაბის და ბელუჯისტანის პროვინციებში). ეს უძველესი ინდოეთის ისტორიული ნაწილი წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ პირველ ურბანულ ცივილიზაციას მესოპოტამიასა და ძველ ეგვიპტესთან ერთად. ცივილიზაციაში შედიოდა ისეთი ურბანული ცენტრები როგორიცაა დოლავირა (Dholavira), კალიბანგანი (Kalibangan), რუპარი (Rupar), რახიგარჰი (Rakhigarhi) და ლოთალი (Lothal) თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე და ჰარაპა (Harappa), განერივალა (Ganeriwala) და მოჰენჯო-დარო (Mohenjo-daro) თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე. ცივილიზაცია ცნობილია თავისი ქალაქებით რომლებიც აგურითაა აშენებული, დრენაზის სისტემებითა და მრავალსართულიანი სახლებით.

ინდის კულტურის დასასრული მოდის ძვ.წ.ა. XIV—XVII საუკუნეებზე(?). ამ ცივილიზაციის დაკნინების ზუსტი მიზეზი არაა დადგენილი, მაგრამ ცნობილია, რომ ამ დროისათვის დრავიდული მოსახლეობა იწყებს მოძრაობას სამხრეთ-აღმოსავლეთით და კარგავს განვითარების არსებულ დონეს. სავარაუდოდ, ეს იყო გამოწვეული ბუნებრივი პირობების გაუარესობით ან მიგრაციული პროცესებით, რომელიც მიმდინარეობდა იმ დროისათვის კავკასიასა და ინდის ხეობას შორის.

ვედური პერიოდი

ვედური ინდოეთი, რკინის ხანის დასაწყისი. ვედური სამეფო - შავად, უცხოელი ტომები — იისფრათ, შაკჰის ვედური სკოლები — მწვანედ, უდაბნო — ნარინჯისფრად.

ინდის ველის ცივილიზაციას მოჰყვა ვედური ცივილიზაციის პერიოდი, რომელიც გრძელდებოდა ძვ.წ.ა-ის V საუკუნემდე. ვედური ცივილიზაცია საფუძვლად დაედო ინდუიზმს და სხვა ადრეული ინდური საზოგადოების სხვა კულტურულ ასპექტებს. ვედური ცივილიზაცია წარმოადგენდა ინდოარიულ კულტურას, რომელიც ასოცირდება ვედებთან (ინდუისტებისათვის წმინდა ტექსტები), ყველაზე ადრეულ წყაროებთან ინდოეთის ისტორიაში. მეცნიერების უმრავლესობა ვედურ ცივილიზაციას მიაკუთვნებენ პერიოდს მეორედან პირველ ათასწლეულამდე ძვ.წ.ა.თუმცა ზოგიერთი ინდოელი მეცნიერი ცივილიზაციის დასაწყისს მიაკუთვნებს VII ათასწლეულს ძვ.წ.ა. ვედური სანსკრიტი გამოიყენებოდა ძვ.წ.ა-ის V საუკუნემდე, როდესაც კულტურამ დაიწყო ინდუიზმის კლასიკური ფორმების შეძენა. ვედური პერიოდი გრძელდებოდა ძვ.წ.ა. 1500-დან 500 წ-მდე[7]. და როგორც ავღნიშნეთ ჩაუყარა საფუძველი ინდუიზმს. არიელებმა შექმნეს ვედური ცივილიზაცია მთელ ჩრდილოეთ ინდოეთში, განსაკუთრებით განგის ხეობაში. ამ პერიოდისათვის ინდო-არიული-წარმართი ტომების იმიგრაციის შედეგად ადრეისტორიული ჰარაპი და ადგილობრივი მოსახლების არსებული ცივილიზაცია რომელსაც ისინი დასიუსს უწოდებდნენ ალყაში მოექცა. არიელები თავდაპირველად მოვიდნენ კასპიის ძღვიდან და აზიიდან[8]. თავდაპირველად დასახლდნენ ბაქტრიაში, ხოლო შემდეგ ინდოეთის ჰინდიყუშში, და მხოლოდ ამის შემდეგ დასახლდნენ მდინარეების განგისა და იამუნის ხეობებში. ბევრი მეცნიერი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა რომ არიელებმა დაიპყრეს და დაიმორჩილეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ინდოეთში[9]. თუმცა, ინდის ველზე აღმოჩენილმა განვითარებულმა ცივილიზაციამ, ბევრ მეცნიერს შეუცვალა აზრი ამ თეორიის მიმართ. არიელებმა, ალბათ ბევრი მიიღეს მეზობელი კულტურისაგან ჩრდილოეთ ინდოეთიდან, რადგანაც ამან ხელი შეუწყო მათ განვითარებას. როდესაც არიელები გადავიდნენ საცხოვრებლად ინდოეთში, ისინი ნახევრად მომთაბარე ტომები იყვნენ, და მეცხოველეობას მიზდევდნენ[10], მათი ტანსაცმელი უბრალო იყო[11], მათ არ ქონდათ რეგულარული სამართლებრივი ინსტიტუტები[12]. მათი რელიგიური რწმენა უმთავრესად ანიმიზმზე იყო დაფუძნებული.[13]. არიელების ეკონომიკა ყოველთვის კონცენტრირებული იყო მეცხოველეობასთან. ამ პერიოდში არიელებმა დაიწყეს ძროხების თაყვანისცემა. ასე რომ, ინდუსების რწმენის საფუძვლები სწორედ მაშინ დაფუძნდა ალბათ, რომლის შემდეგაც მოდის წმინდა ძროხის თაყვანისცემა[14].

რიგვედას შემდეგ პერიოდში, არიელები უფრო სოფლის მეურნეობას მიზდევენ და სოციალურად ორგანიზებულ საზოგადოებას ქმნიან ოთხი ვარნასის ანუ სოციალური კლასის ირგვლივ. როგორც ამბობენ ვედებთან ერთად დამატებით, ინდუიზმის ძირითადი ტექსტების სანსკრიტული ეპოსების რამაიანას და მაჰაბჰარატას თემებს იმ დროში აქვთ თავდაპირველი წყარო.[15]. მაჰაბჰარატა წარმოადგენს და რჩება ყველაზე დიდ ლექსს, ეპოსს მსოფლიოში[16].

პოსტვედური პერიოდი

ძვ.წ.ა. VI საუკუნიდან მოყოლებული ინდოეთის ტერიტორიაზე გაჩნდა ბევრი მაჰაჯანაპადები - დამოუკიდებელი სამეფოები და რესპუბლიკები.[17] ძვ.წ.ა. III საუკუნეში სამხრეთ აზიის უმეტესი ნაწილი გაერთიანდა მაურიების იმპერიაში ჩანდრაგუპტა მაურიეს მმართველობის ქვეშ. იმპერიამ ყველაზე დიდ აყვავებას მიაღწია ბუდისტი მეფის აშოკას მმრათველობის დროს.[18] ძვ.წ.ა. II საუკუნის დასაწყისში ინდოეთმა გადაიტანა თავდასხმების მთელი წყება შუა აზიის მხრიდან, რომლის შედეგად ინდოეთის სუბკონტინენტის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ინდო-ბერძნული, ინდო-სკვითური და ინდო-პართიული სამეფოები, და ასევე კუშანის იმპერია. III საუკუნიდან მოყოლებული ინდოეთის ისტორიაში დაიწყო გუპტას დინასტიის მართველობის პერიოდი, რომელიც ითვლება ინდოეთის «ოქროს ხანად».[19][20]

სამხრეთ ინდოეთში სხვადასხვა დროს დომინირებდა რამდენიმე დინასტია, მათ შორის ჩალუკია, ჩერა, ჩოლა, კადამბა, პალავა და პანდია. ამ მმართველების მფარველობით ინდოეთში აყვავდა მეცნიერება, ინჟინერია, ხელოვნება, ლიტერატურა, ასტრონომია და ფილოსოფია.

ბუდისტური პერიოდი

მაჰაჯანაპადასი იყო იმ ეპოქის თექვსმეტი ყველაზე ძლიერი სამეფო და რესპუბლიკა, რომელიც ძირითადად მდებარეობდა ინდ-განგის ნაყოფიერ მიწებზე, თუმცა იყო რამდენიმე მცირე სამეფო რომლებიც ძველი ინდოეთის მიმდებარედ იყო
გუატამა ბუდა უკიდურესად ასკეტური პრაქტიკის გამტარებელი, განმანათლებლობა მდინარე ფალგუს ნაპირებზე, ბოდჰი გაია, ბიჰარი

ძვ.წ.აღრიცხვის I ათასწლეულის შუახანებიდან ინდოეთში დაიწყო ძველი ვედური რელიგიის კრიზისის დრო, რომლის დამცველები და გულშემატკივრები იყვნენ ბრაჰმანები — მოძღვრები, ქურუმები. ამ დროისათვის ინდოეთში აქტიურად იქმნება ბრაჰმანიზმის ოპოზიციური სწავლებები, როგორც ძველ ინდური საზოგადოების ნაწილის ვედურ (ბრაჰმანულ) რელიგიაში თავისი რიტუალობით და ფორმალური კეთილსინდისიერებით, ასევე ზოგიერთი დაპირისპირებითა და ზოგჯერ ბრაჰმანებს და კშატრიებს (ძვ. ინდოეთში მეომრებისა და მმართველების ფენა) შორის კონფლიქტებითაც იმედ გაცრუების შედეგი. ამის გამო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბუდა, და ვარდჰამანა მაჰავირა (ჯაინიზმის ბრაჰმანიზმის მეორე ოპოზიციური რელიგიური ტრადიცია ინდოეთში) დამაარსებელი, წარმოადგენდნენ კშატრის და არა ბრაჰმანების ფენის წარმომადგენელებს. ასე რომ, ძველი ვედური მსხხვერპლშეწირულობის და რიტუალების რელიგია განიცდიდა კრიზისს, რაც გამოიხატებოდა ახალი «ერეტიკული» ასკეტური მოძრაობების წარმოქმნით, ეგრეთ წოდებული, შრამანების, ასკეტების, მიმდევრების, მოგზაური ფილოსოფოსების, რომლებმაც უარყვეს ბრაჰმანების და წმინდა ვედების ავტორიტეტი და თავის მიზნად დაისახეს დამოუკიდებლად ჭეშმარიტების პოვნა ფილოსოფიისა და იოგის (ცნობიერების შეცვლის პრაქტიკა) შემეცნების გზით. ერთ ერთი ასეთი განდეგილი, მწირი იყო ბუდა შაკიამუნი, ბუდიზმის ისტორიული დამაარსებელი.

სპარსელები და ბერძნები

ბუდისტური ეპოქის დასაწყისში ხდებოდა სპარსეთის მეფე კიროსის ინდური ლაშქრობები, რომელმაც დაიმორჩილა ჩრდილო-დასავლეთ ინდური ტომი განდჰარა და ასაკენებისაგან ხარკის ამღებნი, ანუ აშვაკის ინდუსები. მაგრამ სპარსელების ლაშქრობები არ იყო საშიში და ეხებოდა მხოლოდ ინდოეთის განაპირა სამფლობელოებს.

აზია ძვ.წ.ა. 323 წელი, ნანდას და განგარიდაის იმპერიები და ალეხსანდრეს იმპერია

ძვ.წ.ა 327 წელს ალექსანდრე მაკედონელი დიდი არმიით შეუდგა ინდოეთის დაპყრობას. მან ზოგიერთი მხარის დამორჩილება მოახერხა, მაგრამ ჩრდილო-დასავლეთის ტომებმა გაუწიეს დიდი წინააღმდეგობა. ალექსანდრემ რზმდენიმე ბრწყინვალე გამარჯვების მიუხედავად შეაჩერა თავისი აღმოსავლეთ ლაშქრობა და 325 წელს ძვ.წ.ა. გაბრუნდა ინდოეთიდან. ძველბერძნული ცივილიზაციის შეხვედრამ განგ ჰიმალაის ცივილიზაციასთან ხელი შეუწყო არამარტო ინდოეთისა და ელინურ სამყაროს დაახლოვებას, როდესაც ბერძნული და ნაწილობრივ სპარსული გავლენა აღწევდა ჩრდილოეთ ინდოეთის დასავლეთ რეგიონებში. არამედ ასევე ინდოეთის ცივილიზაციამ ზეგავლენა მოახდინა ელინური სამყაროს ზოგიერთი ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე, კერძოდ კი, მედიცინის და ფილოსოფიის დარგში. საბოლოოდ ბერძნები გაძევებულ იქნენ ინდოეთის ტერიტორიებიდან ძვ.წ.ა. 317 წლის აჯანყების შემდეგ.

მაურიები

მაურიების იმპერია აშოკ დიდის დროს

ანტიბერძნული ბრძოლის ტალღაზე პენჯაბი და ინდის ხეობა გაერთიანდა ჩანდრაგუპტის (მაურიების მოდგმიდან) მეთაურობის ქვეშ - მაგადჰას ვარნით შუდრა, რომელმაც პირველად შექმნა ჩრდილოეთ ინდური გაერთიანებული ქვეყანა ინდის და განგის ხეობებით. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს ჩანდრაგუპტა მაურიამ დაიმორჩილა კამბოჯა, განდჰარა და მოსაზღვრე ირანის აღმოსავლეთ ნაწილი.

ჩანდრაგუპტის მემკვიდრეები იყვნენ ბინდუსარა (ძვ. წ. 293—268 წწ.) და აშოკა (ძვ. წ. 268 —231 წწ.), ყველაზე ძლევამოსილი მმართველი ძველი ინდოეთის ისტორიაში. გამეფების შემდეგ მან ამოწყვიტა საკუთარი ძმები და გააჩაღა გამანადგურებელი ბრძოლები სამხრეთით, შემოიერთა თითქმის მთელი დეკანი. თუმცა მოგვიანებით აშოკას ტირანიზმი იცვლება «სიკეთის გავრცელების» პოლიტიკით იმპერიის შიგნით, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა უდიდესი ქვეყნის სხავადსხვა ნაწილის მოსახლეობის სულიერი გაერთიანება. განსაკუთრებულად ხდებოდა ბუდიზმის მფარველობა, თუმცა ხდებოდა ყველა რელიგიის მფარველობის დეკლარირება.

ბუდიზმის ფილოსოფიას ჰქონდა ღრმა ფესვები უკვე არსებულ ტრადიციებში და ადათ-წესებში. ბევრი საუკუნის განმავლობაში ბუდიზმი მშვიდობიანად თანაარსებობდა ვედურ რელიგიასთან, რომლისგანაც ნასესხები აქვს ზოგიერთი წეს-ჩვეულება და ღმერთები. ბუდიზმი თანდათან ხდება მასიურ რელიგიად, რადგანაც ის ყველა ადამიანისკენაა მიმართული.

ცენტრალიზაციის პოლიტიკის ნაკლოვანებებმა გამოიწვია მაურიების ქვეყნის ჩქარი დაშლა, რომელმაც დაიწყო თავისი სამფლობელოების დაკარგვა უკვე ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. ძალიან დიდი იყო ინდოეთის სხვადასხვა ტომების, კუთხეების განსხვავება ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. საბოლოოდ მაურიების დინასტია ჩამოგდებულ იქნა მაგადჰაში ძვ. წ. 180 წელს.

სქოლიო

  1. Jarrige, RH Meadow and G. Quivron (1995). Mehrgarh Field Reports 1975 to 1985 - from the Neolithic to the Indus Civilization .Dept. of Culture and Tourism, Govt.of Sindh, and the Ministry of Foreign Affairs, France.
  2. Kenoyer, J. Mark (1998). The Ancient Cities of the Indus Valley Civilization .Oxford University Press. ISBN 0195779401 . OCLC 38469514 231832104 38469514 .
  3. Possehl, GL (October 1990). "Revolution in the Urban Revolution: The Emergence of Indus Urbanization" . Annual Review of Anthropology 19 (1): 261–282. doi : 10.1146/annurev.an.19.100190.001401
  4. Indian Archaeology, A Review. 1958-1959.Excavations at Alamgirpur.Delhi: Archaeol.Surv.India, pp. 51–52.
  5. Leshnik, Lawrence S. (October 1968)."The Harappan "Port" at Lothal: Another View". American Anthropologist, New Series, 70 (5): 911–922. doi : 10.1525/aa.1968.70.5.02a00070 . JSTOR 196810 .
  6. Kenoyer, Jonathan (15 September 1998). Ancient Cities of the Indus Valley Civilization .USA: Oxford University Press.р. 96. ISBN 0195779401
  7. Romila Thapar, A History of India: Part 1, pp. 29-30.
  8. Romila Thapar, A History of India: Part 1 , p.30
  9. Bongard-Levin, A History of India: Part 1 , p.31
  10. Romila Thapar, A History of India: Part 1 , p.34
  11. Romila Thapar, A History of India: Part 1 , p.41
  12. Romila Thapar, A History of India: Part 1 , p.43
  13. Romila Thapar, A History of India: Volume 1 , p.34
  14. Romila Thapar, A History of India: Volume 1 , p.35
  15. Valmiki (March 1990).Goldman, Robert P. ed. The Ramayana of Valmiki: An Epic of Ancient India, Volume 1: Balakanda .Ramayana of Valmiki. Princeton, New Jersey : Princeton University Press .23. ISBN 069101485X .
  16. Romila Thapar, A History of India Part 1 , p.31
  17. Krishna Reddy (2003). Indian History. New Delhi: Tata McGraw Hill, გვ. A107. ISBN 0070483698. 
  18. Jona Lendering. Maurya dynasty. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 2007-06-17.
  19. Gupta period has been described as the Golden Age of Indian history. National Informatics Centre (NIC). ციტირების თარიღი: 2007-10-03.
  20. Heitzman, James. (2007). «Gupta Dynasty,» Microsoft® Encarta® Online Encyclopedia 2007

თარგი:Link FA თარგი:Link GA