დრო
ქართული
რედაქტირებადრო
რედაქტირებაეტიმოლოგია
რედაქტირებაწაკითხვა
რედაქტირება- ფონეტიკური ტრანსლიტერაცია (IPA): [drɔ]
- აუდიო მაგალითი: დრო ?
- დამარცვლა: დრო , მრ. რ. დრო·ე·ბი, დრო·ნი
მნიშვნელობა
რედაქტირება➤ დრო, დრო-ს(ი), მრავლობითი: დრო-ებ-ი, დრო-ნ-ი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
- ფილოსოფია: ერთ-ერთი ძირითადი ფორმა მატერიის არსებობისა.
- დრო და სივრცე.. დრო არავისთვის ჩერდება
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- გარკვეული მონაკვეთი წლების, დღეების, საათებისა და მისთანათა, როდესაც რამე ხდება, რამეს აკეთებენ.
- დადგა მოსავლის აღების დრო.. სადილობის დროა!. დროს ტყუილად არ კარგავს. დრონი მეფობენ და არა მეფენი.
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ➤ სინონიმები: ხანი, ჟამი
- დღე-ღამის ხანგრძლივობის მონაკვეთი, რომელიც საათებით (წუთებით...) იზომება, დღე-ღამის რომელიმე მომენტი (რომელიც სხვადასხვაა დედამიწის სხვადასხვა ადგილისათვის).
- თბილისის დროით ათი საათია.. მატარებლის გასვლის დრო.
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ხანა, ეპოქა.
- თამარ მეფის დროს საქართველო დიდი და ძლიერი იყო.
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ➤ სინონიმები: ხანა, ეპოქა, დროება
- წელიწადის ოთხი პერიოდიდან ერთ-ერთი.
- წელიწადის რომელი დრო მოგწონს ყველაზე მეტად?
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ➤ სინონიმები: პერიოდი, სეზონი
- გრამატიკა: ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს შეფარდებას ზმნით გადმოცემულ მოქმედებასა (მდგომარეობასა) და მის შესახებ საუბრის მომენტს შორის.
- აწმყო დრო, ნამყო დრო
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
წარმოებული ლექსიკა
რედაქტირება- ➤ წარმოებული სიტყვები: დროზე, დროგადასული, დროგამოშვებით, დროდადრო, დროება, დროებით, დროებითი, დროინდელი, დრომოჭმული, დროული
- ➤ შესიტყვებები: თავის დროზე, რა დროსია, რაღა დროსია, დრო გაჰყავს, დროს გაატარებს, დროს აძლევს, დროთა ვითარებაში, თავისი დრო მოჭამა, დროს ტარება,
- ➤ იდიომები: დრო იხელთა • დროს გატარება • დროს მოკვლა • დროს მოჭმა
- ➤ ანდაზები: უდროო დროს ტირილი მკვდარს ფეხებს გააქნევინებს
თარგმანები
რედაქტირებამნიშვნელობა 1.
|
მნიშვნელობა 2.
მნიშვნელობა 3.
მნიშვნელობა 4.
|
წყაროები და რესურსები
რედაქტირება- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 3, გვერდი 1556-1559, თბილისი, 2015 წელი.
- იხილეთ ქართული ვიკიპედიის სტატია „დრო“
- „დრო“ ქართული ენის განმარტებით ონლაინ-ლექსიკონში
- ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, ვარლამ თოფურია, ივანე გიგინეიშვილი, თბილისი „განათლება“, 1998, გვ. 261
- საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, თამარ ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, თეა ბურჭულაძე, თბილისი, 2022, გვ. 276
- ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 164.
- სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 1, თბილისი: „მერანი“, 1991, გვ. 225.
კალენდარი | ||
---|---|---|
წელიწადის დროები | გაზაფხული • ზაფხული • შემოდგომა • ზამთარი | |
თვეები | იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი | |
კვირის დღეები | ორშაბათი • სამშაბათი • ოთხშაბათი • ხუთშაბათი • პარასკევი • შაბათი • კვირა | |