In Rainbows
In Rainbows — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2007 წლის 10 ოქტომბერს. 2007 წლის პირველ ოქტომბერს, ჯგუფის სოლო-გიტარისტმა ჯონი გრინვუდმა Radiohead-ის ოფიციალურ ბლოგზე გააკეთა მეტად მნიშვნელოვანი განცხადება:
In Rainbows | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 ოქტომბერი, 2007 | |||
ჩაიწერა | თებერვალი 2005 - ივნისი 2007 | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი, ექსპერიმენტული როკი | |||
ხანგრძლივობა | 42:43 | |||
ლეიბლი | საკუთარი გამოცემა | |||
პროდიუსერი | ნაიჯელ გოდრიჩი | |||
Radiohead — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან In Rainbows | ||||
|
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | 88/100[1] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [2] |
Entertainment Weekly | A[3] |
NME | 9/10[4] |
Pitchfork Media | 9.3/10[5] |
Rolling Stone | 2007[6] |
The Rolling Stone Album Guide | 2008[7] |
Stylus Magazine | A-[8] |
“ყველას მოგესალმებით, ახალ ალბომზე მუშაობა დასრულებულია და იგი 10 დღეში გამოვა. ჩვენ მას In Rainbows დავარქვით. ჯონი.”
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფმა საკუთარი რესურსებით ჩაწერა ალბომი და არც ერთ ლეიბლთან არ გააფორმა ხელშეკრულება. ტომ იორკი: “მომწონს ის ხალხი ვინც ხმის ჩამწერ კომპანიებში მუშაობს, მაგრამ მე მგონი დრო მოვიდა, ჩვენს თავს შევეკითხოთ რაში გვჭირდებიან ისინი. ალბათ უხამსი სიამოვნების გრძნობა დაგვეუფლება ამ დრომოჭმულ ბიზნეს მოდელს რომ უბრალოდ ვუთხრათ ‘წადი შენი’ ...”
ჩაწერის ისტორია
რედაქტირებაალბომზე In Rainbows Radiohead ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. გამომდინარე იქიდან, რომ Hail To The Thief ტურნეს დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები გადაიღალნენ, 2004 წელი დასვენებასა და ოჯახთან ყოფნას მიუძღვნეს. შესაბამისად, 2005 წლის დასაწყისში Radiohead მეშვიდე ალბომზე მუშაობას შეუდგა. სტუდიური სესიების პარალელურად ჯგუფის წევრები კონცერტებზე გამოდიოდნენ, რაც ჩაწერილი კომპოზიციების დახვეწასა და ფორმაციაში ეხმარებოდათ. ლონდონში გამართულ ეზერის ფესტივალზე (2005) იორკმა და ჯონი გრინვუდმა ახალი სიმღერა “Arpeggi” წარმოადგინეს; ამავე ფესტივალზე ჯონი გრინვუდმა თავისი ორი კლასიკური ნამუშევარი წარადგინა, რომლებიც ონდეს მარტენოტზე შესრულდა. ზაფხულის მიწურულს, იორკმა სამართლიანი ვაჭრობისთვის გამართულ მიტინგზე (ინგლ. Trade Justice Rally) აკუსტიკური კონცერტი გამართა, სადაც ალბომის OK Computer ჩაწერისას მოსინჯული სიმღერები “Nude”, “Reckoner”, “House of Cards” და “Last Flowers Till Hospital” გაჟღერდა. სექტემბრის ბოლოს ჯგუფმა “I Want None of This” ჩაწერა, რომლის სასიმღერო ხაზიც პიანინოზეა შექმნილი. მართალია სინგლი არ გამოუშვეს, მაგრამ სიმღერა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის “War Child” ჩაწერილ ალბომში A Day in the Life შევიდა, რომლის ინტერნეტ გაყიდვაშიც ჩამოტვირთვების ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ Radiohead-ის სიმღერამ დაიმსახურა.
2006 წლის გაზაფხულის სესიები ჯგუფმა პროდიუსერ მარკ “სპაიკ” სტენტთან დაიწყო (და არა ნაიჯელ გოდრიჩთან, რომელთანაც Radiohead რამდენიმე წელია თანამშრომლობს), მაგრამ მალევე დაასრულა. სტუდიური სესიები რეგულარულად შუქდებოდა ჯგუფის ოფიციალურ საიტზე Dead Air Space, სადაც მუსიკოსები შთაბეჭდილებებს საიტზე გაკეთებული შეტყობინებების საშუალებით გადმოსცემდნენ. მომდევნო თვეები Radiohead-მა ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში მოწყობილი ტურებით განაგრძო. ბილეთები ყველა კონცერტზე ბოლომდე გაიყიდა. ამ პერიოდში Radiohead-მა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციის Friends of the Earth კამპანიაში, რომელიც კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამას გარდა ჯგუფი გამოვიდა მუსიკალურ ფესტივალზე “ბონარუ” (აქ Radiohead-მა ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური კონცერტი გამართა და 28 სიმღერა შეასრულა) და გახსნა “V ფესტივალი”. ამ კონცერტებზე განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოჩნდა წინა კონცერტებზე შესრულებული ნომრები, და მათთან ერთად ათი ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა. ტურნე იორკის სადებიუტო სოლო-ალბომის The Eraser გამოშვებას დაემთხვა, თუმცა აქედან მხოლოდ “Cymbal Rush“ შესრულდა, ისიც ერთ საქველმოქმედო კონცერტზე.
შემდგომი სესიები ისევ ნაიჯელ გოდრიჩთან ერთად გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით ტომ იორკმა Dead Air Space -ზე აღნიშნა: “ახლა კი წესიერად დავიწყებთ ჩაწერას... მე მგონი, ბოლოსდაბოლოს, რაღაც გამოგვდის.” სესიები საშობაო არდადეგებამდე გაგრძელდა, განახლების შემდეგ კი პოსტები ეტაპობრივად აღწერდნენ თუ როგორ მუშავდებოდა ჩაწერილი მასალა. 2007 წლის აგვისტოში ალბომის არანჟირება ნიუ-იორკში მოხდა, რამაც In Rainbows ჩაწერის პროცესი დასასრულისკენ მიიყვანა.
რაც შეეხება ლეიბლს, ხმის ჩამწერ კომპანიასთან EMI ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ Radiohead საკონტრაქტო ვალდებულებებისგან აბსოლუტურად თავისუფალი გახდა. გადაწყვეტილება თავად ჯგუფის წევრებმა მიიღეს, რომლის მიხედვითაც ლეიბლზე მაშინ დაფიქრდებოდნენ, როდესაც მასალა გამზადებული იქნებოდა. რაც შეეხება თავად EMI-სთან კონტრაქტის გაგრძელებას, იორკმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ალბომის გამოშვებისთვის კონტრაქტი დადებული არ გვაქვს. შემოთავაზებები? ერთად-ერთი, რაც გვინდა – ის ძველი EMI დაბრუნდეს – მშვენიერი, ნაზხელება მეწარმეები, რომლებსაც მუსიკა ლამაზად განსახორციელებელ პროექტად მიაჩნდათ და ნაკლებად ადარდებდათ აქციონერები. მაგრამ სადაა...”
გამოცემა
რედაქტირებათუმცა, გავრცელებული ხმების თანახმად, ალბომის სტანდარტული ფორმატით გამოშვება ხმის ჩამწერ კომპანიასთან Parlophone მოხდა – ლეიბლთან რომელთანაც ჯგუფი კარიერის დასაწყისში თანამშრომლობდა. ამის საშუალებით In Rainbows უკვე მაღაზიის დახლებზე გაჩნდა და მხოლოდ რესურსები ინტერნეტშით არ არის ხელმისაწვდომი. მანამდე კი In Rainbows განთავსდა სპეციალურად შექმნილ საიტზე In Rainbows.com და მისი გადმოწერა შესაძლებელი იქნა 2007 წლის 10 ოქტომბრიდან, თუმცა ალბომის ციფრული ვერსია მხოლოდ 10 სიმღერას შეიცავს. ფასი არ იყო განსაზღვრული, ანუ მყიდველს შეეძლო ნებისმიერი 0.00 ფუნტ სტერლინგიდან დაწყებული თანხის ჩაწერა. აუდიო დისკის ვერსია 2008 წლის დასაწყისში გამოვიდა, 2007 წლის 3 დეკემბერს კი გამოვიდა ბოქს-სეტი ყუთის სახით, რომელიც შეიცავს თავად ალბომს, დამატებით დისკთან ერთად, ორ გრამფირფიტას, სიმღერების ტექსტების ბუკლეტებს და ალბომის ილუსტრაციებს. მისი ღირებულება 40 ფუნტი სტერლინგი იყო.
მუსიკალური გავლენა
რედაქტირებაRadiohead-ის დიზაინერმა სტენლი დონვუდმა In Rainbows “უჩვეულოდ მინიმალისტურად” დაახასიათა, რომელშიც ყველაზე აქტიურად ბასი გამოიყენება. რაც შეეხება ლირიკას, იორკის თქმით “ეს იმ ანონიმურ მშიშარა არსებას ჰგავს რომელიც ტროტუარზე ზის და ფიქრობს ‘დარწუნებული ვარ რაღაც სხვას უნდა ვაკეთებდე’... ეს უფრო OK Computer-ს ჰგავს, მაგრამ გაცილებით შოკისმომგვრელია.”
Dead Air Space-ზე გაკეთებულ შეტყობინებებში იორკმა ჯეი. ჯი. ბალარდის წიგნიდან მოიყვანა ციტატები, სადაც იმ საიტებზე მიუთითა, რომლებიც ატომური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგოდ ქადაგებენ. ეს კი ახალი ალბომის ტექსტუალურ დატვირთვაზე მიანიშნებს.
სიმღერების სია
რედაქტირებაჩვეულებრივი გამოცემა | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „15 Step“ | 3:57 |
2. | „Bodysnatchers“ | 4:02 |
3. | „Nude“ | 4:15 |
4. | „Weird Fishes/Arpeggi“ | 5:18 |
5. | „All I Need“ | 3:48 |
6. | „Faust Arp“ | 2:09 |
7. | „Reckoner“ | 4:50 |
8. | „House of Cards“ | 5:28 |
9. | „Jigsaw Falling into Place“ | 4:08 |
10. | „Videotape“ | 4:39 |
დამატებითი კომპოზიციები (სპეციალური გამოცემა) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Jigsaw Falling into Place“ | 4:09 |
2. | „Down Is the New Up (საკონცერტო)“ | 5:07 |
3. | „Last Flowers (საკონცერტო)“ | 4:11 |
ალბომის მეორე გამოცემა, რომელიც ყუთის სახით არის წარმოდგენილი, შეიცავს მეორე დისკს, რომელშიც დამატებითი 8 კომპოზიცია არის შეტანილი. აგრეთვე მას ახლავს ციფრულ ფორმატში ჩაწერილი ფოტოსურათები და ალბომის გრაფიკა.
დამატებითი დისკი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „MK 1“ | 1:04 |
2. | „Down Is the New Up“ | 4:59 |
3. | „Go Slowly“ | 3:48 |
4. | „MK 2“ | 0:53 |
5. | „Last Flowers“ | 4:27 |
6. | „Up on the Ladder“ | 4:17 |
7. | „Bangers + Mash“ | 3:20 |
8. | „4 Minute Warning“ | 4:06 |
პერსონალი
რედაქტირება- Radiohead
- კოლინ გრინვუდი
- ჯონი გრინვუდი
- ედ ო'ბრაიენი
- ფილ სელუეი
- ტომ იორკი (აგრეთვე'Dr. Tchock'-ის ნახატი)
- დამატებითი პერსონალი
- სტენლი დონვუდი – გარეკანის მხატვრობა
- ნაიჯელ გოდრიჩი – პროდიუსერი, ხმის მიქსი, ხმის ინჟინერი
- დენ გრეჩ-მარგერატი – ხმის ინჟინერი
- ბობ ლუდვიგი – მასტერინგი
- Matrix-ის მუსიკალური სკოლის ბავშვთა გუნდი – გუნდი სიმღერაში „15 Step“
- The Millennia Ensemble – სიმებიანები (სიმღერები 3, 5, 6, 7, 9)
- ჰუგო ნიკოლსონი – ხმის ინჟინერი
- გრეემ სტიუარტი – წინაწარმოება
- რიჩარდ ვუდკრაფტი – ინჟინერი
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი | უმაღლესი პოზიცია[9] |
---|---|
ავსტრალიის ARIA Albums Chart | 2 |
ავსტრიის ალბომების ჩარტი | 12 |
ბელგია (ფლანდრია) | 2 |
ბელგია (ვალონია)[10] | 7 |
კანადის ალბომების ჩარტი | 1 |
დანია | 7 |
ჰოლანდია | 7 |
ფინეთი | 2 |
საფრანგეთის ალბომების ჩარტი | 1 |
გერმანია | 8 |
ირლანდიის ალბომების ჩარტი | 1 |
იტალიის ალბომების ჩარტი | 7 |
იაპონია | 11 |
მექსიკის ალბომების ჩარტი | 50 |
ახალი ზელანდია | 2 |
ნორვეგიის ალბომების ჩარტი | 6 |
პოლონეთის ალბომების ჩარტი | 7 |
ესპანეთის ალბომების ჩარტი | 19 |
შვედეთი | 6 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტი | 2 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი | 1 |
აშშ Billboard 200 | 1 |
სერტიფიცირებები და გაყიდვები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[11] | ოქრო | 35 000^ |
ბელგია (BEA)[12] | ოქრო | 15 000* |
კანადა (Music Canada)[13] | პლატინა | 100 000^ |
დანია (IFPI Denmark)[14] | ოქრო | 0^ |
იტალია (FIMI)[15] | ოქრო | 40 000* |
იაპონია (RIAJ)[16] | ოქრო | 100 000^ |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[17] | პლატინა | 300 000^ |
აშშ (RIAA)[19] | ოქრო | 500,000 / 1,020,000[18] |
ჯამში | ||
Europe | — | 500,000[20] |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ In Rainbows. Metacritic. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2014.
- ↑ In Rainbows. AllMusic. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2014.
- ↑ Will Hermes. (6 ოქტომბერი 2007) In Rainbows Review. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი 2012.
- ↑ NME Reviews — In Rainbows. NME (14 დეკემბერი 2007). ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი 2007.
- ↑ Pytlik, მარკ. (ოქტომბერი 15, 2007) Radiohead: In Rainbows. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: ივლისი 17, 2014.
- ↑ რობ შეფილდი. (ნოემბერი 1, 2007) In Rainbows. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2012.
- ↑ Radiohead: Album Guide. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 18 მაისი 2014.
- ↑ Nick Southall. (1 ოქტომბერი 2007) Radiohead – In Rainbows – Review. Stylus Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-07. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი 2012.
- ↑ Radiohead — In Rainbows — Music Charts. aCharts.us. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2008.
- ↑ Radiohead – In Rainbows. Hung Medien. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო 2015.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2008 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Ultratop − ოქრო და პლატინა – 2008. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch.
- ↑ Canadian album certifications – Radiohead – In Rainbows. Music Canada.
- ↑ Danish album certifications – In Rainbows. IFPI დანია.
- ↑ Italian album certifications – Radiohead – In Rainbows იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ Japanese album certifications – レディオヘッド – イン・レインボウズ იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ British album certifications – Radiohead – In Rainbows. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ In Rainbows ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ DeSantis, Nick. Radiohead's Digital Album Sales, Visualized. Forbes. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2018
- ↑ American album certifications – Radiohead – In Rainbows. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
- ↑ Impala Sales Award Winner June 2005 – იანვარი, 2008. Impala (3 დეკემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-06. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2019