iTunes
iTunes (/ˈaɪtjuːnz/ ან /ˈaɪtuːnz/)[4] — ციფრული მედია დამკვრელი, რომელიც კომპანია Apple-მა პირველად 2001 წლის 10 იანვარს სან-ფრანცისკოში გამართულ Macworld Expo-ზე წარმოადგინა. პროგრამა გამოიყენება ციფრული მუსიკალური და ვიდეო ფაილების ორგანიზებისა და დაკვრისთვის. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია კომპანია Apple-ის პოპულარულ ციფრულ მედია დამკვრელ iPod-ზე, iPad-ზე და iPhone-ზე მოთავსებული ინფორმაციის მართვა. დამატებით, ინტერნეტ-კავშირის არსებობის შემთხვევაში, დამკვრელს შეუძლია iTunes-ის მაღაზიასთან დაკავშირება, სადაც შესაძლებელია ციფრული მუსიკის, მუსიკალური ვიდეოების, სატელევიზიო შოუების, აიპოდის თამაშების, აუდიოწიგნებისა თუ სხვადასხვა პოდკასტის, ფილმის და რინგტონის შეძენა და ჩამოტვირთვა.
iTunes | |
---|---|
iTunes 12.7.1 Windows 10-ზე | |
მწარმოებელი | Apple |
გამოვიდა | 9 იანვარი, 2001 |
ბოლო გამოშვება | 12.7.1.14[1] / 31 ოქტომბერი, 2017 |
პროგრამირების ენა | C++[2] |
ოს |
|
ენა | 23[3] |
ჟანრი | მედია დამკვრელი |
საიტი | apple.com/itunes/ |
iTunes-ის უფასოდ ჩამოტვირთვა Apple-ის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი. არსებობს პროგრამის როგორც macOS-ის, ასევე Microsoft Windows-ის[5] მომხმარებელზე გათვლილი ვერსიები. როგორც წესი, iTunes ახლავს Mac-ის ყველა კომპიუტერს. მისი შედარებით ძველი ვერსიების ჩამოტვირთვა შესაძლებელია Mac OS 9-ისთვის, macOS-ის 10.0-10.2 ვერსიისთვის და Windows 2000-ისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ITunes“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- iTunes Widgets
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://support.apple.com/kb/DL1814
- ↑ iTunes and Cocoa.
- ↑ iTunes 11 (July 10, 2014). ციტირების თარიღი: 2014-07-15.
- ↑ Wells, John C. (2008), Longman Pronunciation Dictionary (3rd რედ.), Longman, p. 427, ISBN 9781405881180
- ↑ Apple - iTunes - Download. apple.com. Apple. ციტირების თარიღი: 2017-02-20.