ნიოკოლო-კობის ეროვნული პარკი
ნიოკოლო-კობის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National du Niokolo Koba PNNK) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბუნების დაცული ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთ სენეგალში, გვინეა-ბისაუს საზღვრის სიახლოვეს.
ნიოკოლო-კობის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | სენეგალი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | x |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 13°04′00″ ჩ. გ. 12°43′00″ დ. გ. / 13.06667° ჩ. გ. 12.71667° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1981 (მე-5 სესია) |
ნომერი | 153 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 153 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ეროვნული პარკი
რედაქტირება1954 წელს ნიოკოლო-კობა სენეგალის ეროვნულ პარკად გამოცხადდა, გაფართოვდა 1969 წელს, 1981 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გაფორმდა როგორც ბიოსფერული ნაკრძალი. 2007 წლიდან საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა.
გეოგრაფია
რედაქტირებაპარკი გადაჭიმულია მაღლობზე, რომელიც მდინარე გამბიის ზემო წელში მდებარეობს და მიამართება ჩრდილო-დასავლეთით, გვინეის საზღვრისკენ. ბიოსფერული პარკი მოიცავს 9 130 კმ² ტერიტორიას. სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 16-311 მეტრზე.
ფლორა
რედაქტირებაპარკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაფარულია ხეებიანი სავანითა და სუდანური ტყით, ხეებით დაფარულ და სეზონურ ვეთლენდებთან ერთად. პარკი მოიცავს მცენარეთა 1500 სახეობას და სენეგალის ტყეების 78 %-ს.
ფაუნა
რედაქტირებაეროვნული პარკი ცნობილია თავისი ველური ბუნებით. სენეგალის მთავრობის შეფასებით, პარკში გავრცელებულია ამფიბიათა 20 სახეობა, თევზი]ს 60 სახეობა, რეპტილიების 38 და ძუძუმწოვართა 80 სახეობა. 2005 წლის მონაცემებით, მათ შორისა 11000 ბუფალო, 6000 ჰიპოპოტამი, 400 გიგანტური ანტილოპა, 30 სპილო, 120 ლომი, 150 შიმპანზე და რამდენიმე ძალიან იშვიათი ლეოპარდი და აფრიკული გარეული ძაღლი.
პარკში ბინადრობს 330 სახეობის ფრინველი, მათ შორისაა არაბული სავათი, შავგვირგვინიანი წერო, წყლის არწივი და ა. შ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- UNESCO World Heritage Site Datasheet დაარქივებული 2007-12-03 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Niokolo-Koba National Park UNESCO Site