მარტინა ჰინგისი
მარტინა ჰინგისი (Martina Hingis; დ. 30 სექტემბერი, 1980, კოშიცე, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკური წარმოშობის შვეიცარიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
ჰინგისი 2014 წელს | ||||||||||
ქვეყანა (სპორტი) | შვეიცარია | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საცხოვრებელი ადგილი | ფოიზისბერგი, შვეიცარია | |||||||||
დაიბადა |
30 სექტემბერი, 1980 კოშიცე, ჩეხოსლოვაკია | |||||||||
სიმაღლე | 171 სმ. | |||||||||
პროფესიონალი | 1994 | |||||||||
კარიერა დაასრულა | 2017 | |||||||||
თამაში | მემარჯვენე | |||||||||
ფულადი პრიზი | 24,749,074 აშშ დოლარი | |||||||||
დიდების დარბაზი | 2013 (წევრის გვერდი) | |||||||||
ერთეულები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 548–135 (80.2%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 43 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (31 მარტი, 1997) | |||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1997, 1998, 1999) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (1997, 1999) | |||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1997) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1997) | |||||||||
სხვა ტურნირები | ||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1998, 2000) | |||||||||
ოლიმპიური თამაშები | 2რ (1996) | |||||||||
წყვილები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 489–109 (81.77%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 64 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (8 ივნისი, 1998) | |||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1997, 1998, 1999, 2002, 2016) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1998, 2000) | |||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1996, 1998, 2015) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1998, 2015, 2017) | |||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | ||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1999, 2000, 2015) | |||||||||
ოლიმპიური თამაშები | ფინალი (2016) | |||||||||
შერეული წყვილები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 54–12 (81.82%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 7 | |||||||||
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2006, 2015) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2016) | |||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2015, 2017) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2015, 2017) | |||||||||
გუნდური შეჯიბრები | ||||||||||
ფედერაციის თასი | ფინალი (1998) | |||||||||
ჰოპმანის თასი | გამარჯვება (2001) | |||||||||
მედლები
| ||||||||||
ბოლოს განახლდა: 9 მაისი, 2018. |
ჰინგისს ერთეულებში 5 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 აშშ-ის ღია პირველობა და 1 უიმბლდონი. 1990-იან წლებში, ჰინგისმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა. 1997 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით, მარტინა გახდა დიდი სლემის ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული 16 წლის და 3 თვის ასაკში. ორ თვეში იგი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი ერთეულთა რეიტინგში. 2002 წელს 22 წლის ასაკში, მარტინას ტრავმების გამო ჩოგბურთისთვის თავის დანებება მოუწია[1]. ამ დროისთვის მას უკვე WTA-ის 40 ტიტული ჰქონდა მოგებული, 1997-დან 2001 წლამდე, იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ჩოგბურთელი იყო. ჰინგისი 2006 წელს დაუბრუნდა ჩოგბურთს, მოიგო რამდენიმე ტურნირი და რეიტინგში მეექვსე ადგილამდე ავიდა, თუმცა მას კვლავ დაეწყო ტრავმები. ასევე 2007 წელს იგი უიმბლდონის სამედიცინო შემოწმებაზე ჩავარდა ორგანიზმში კოკაინის არსებობის გამო, რის გამოც მარტინა ორი წლით იქნა დისკვალიფიცირებული[2]. მან მეორედ გამოაცხადა კარიერის დასრულება, თუმცა 2013 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა ჩოგბურთს[3]. ჰინგისი კარიერის ბოლომდე მხოლოდ წყვილთა და შერეულ წყვილთა მატჩებში იღებდა მონაწილეობას.
საბოლოოდ ერთეულებში მარტინა ჰინგისმა WTA-ის 43 ტურნირი მოიგო, აქედან 2 წლის შემაჯამებელი ტურნირი. იგი 209 კვირის განმავლობაში ლიდერობდა ერთეულთა მსოფლიო რეიტინგში. წყვილებში მან 13 დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა. მარტინამ კარიერაში 64 წყვილთა ტურნირი მოიგო და წყვილთა რეიტინგში 90 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს. ჰინგისმა ასევე 7 დიდი სლემის ტიტული მოიგო შერეულ წყვილებში.
ოლიმპიურ თამაშებზე, მას ერთი ვერცხლის მედალი აქვს წყვილთა თანრიგში მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, ჰინგისმა ერთხელ მოიგო ჰოპმანის თასი შვეიცარიის ნაკრებთან ერთად.
მესამედ და საბოლოოდ მარტინა ჰინგისმა კარიერა 2017 წლის ბოლოს დაასრულა[4]. 2013 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
სტატისტიკა და მიღწევები
რედაქტირებადიდი სლემის ტურნირების ფინალები
რედაქტირებაერთეულები: 12 (5–7)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1997 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | მერი პირსი | 6–2, 6–2 |
მარცხი | 1997 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ივა მაიოლი | 4–6, 2–6 |
გამარჯვება | 1997 | უიმბლდონი (1) | ბალახი | იანა ნოვოტნა | 2–6, 6–3, 6–3 |
გამარჯვება | 1997 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ვინუს უილიამსი | 6–0, 6–4 |
გამარჯვება | 1998 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ჰარდი | კონჩიტა მარტინესი | 6–3, 6–3 |
მარცხი | 1998 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ლინდზი დევენპორტი | 3–6, 5–7 |
გამარჯვება | 1999 | ავსტრალიის ღია პირველობა (3) | ჰარდი | ამელი მორესმო | 6–2, 6–3 |
მარცხი | 1999 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | შტეფი გრაფი | 6–4, 5–7, 2–6 |
მარცხი | 1999 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | სერენა უილიამსი | 3–6, 6–7(4–7) |
მარცხი | 2000 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ლინდზი დევენპორტი | 1–6, 5–7 |
მარცხი | 2001 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ჯენიფერ კაპრიატი | 4–6, 3–6 |
მარცხი | 2002 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ჯენიფერ კაპრიატი | 6–4, 6–7(7–9), 2–6 |
წყვილები: 16 (13–3)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1996 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ჰელენა სუკოვა | მერედით მაკგრათი ლარისა სავჩენკო |
5–7, 7–5, 6–1 |
გამარჯვება | 1997 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ნატალია ზვერევა | ლინდზი დევენპორტი ლიზა რეიმონდი |
6–2, 6–2 |
გამარჯვება | 1998 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ჰარდი | მირიანა ლუჩიჩი | ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა |
6–4, 2–6, 6–3 |
გამარჯვება | 1998 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | იანა ნოვოტნა | ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა |
6–1, 7–6(7–4) |
გამარჯვება | 1998 | უიმბლდონი (2) | ბალახი | იანა ნოვოტნა | ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა |
6–3, 3–6, 8–6 |
გამარჯვება | 1998 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | იანა ნოვოტნა | ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა |
6–3, 6–3 |
გამარჯვება | 1999 | ავსტრალიის ღია პირველობა (3) | ჰარდი | ანა კურნიკოვა | ლინდზი დევენპორტი ნატალია ზვერევა |
7–5, 6–3 |
მარცხი | 1999 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ანა კურნიკოვა | სერენა უილიამსი ვინუს უილიამსი |
3–6, 7–6(7–2), 6–8 |
მარცხი | 2000 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | მერი პირსი | ლიზა რეიმონდი რენე სტაბსი |
4–6, 7–5, 4–6 |
გამარჯვება | 2000 | საფრანგეთის ღია პირველობა (2) | თიხა | მერი პირსი | ვირხინია რუანო პასკუალი პაოლა სუარესი |
6–2, 6–4 |
გამარჯვება | 2002 | ავსტრალიის ღია პირველობა (4) | ჰარდი | ანა კურნიკოვა | დანიელა ჰანტუხოვა არანჩა სანჩეს ვიკარიო |
6–2, 6–7(4–7), 6–1 |
მარცხი | 2014 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ფლავია პენეტა | ეკატერინა მაკაროვა ელენა ვესნინა |
6–2, 3–6, 2–6 |
გამარჯვება | 2015 | უიმბლდონი (3) | ბალახი | სანია მირზა | ეკატერინა მაკაროვა ელენა ვესნინა |
5–7, 7–6(7–4), 7–5 |
გამარჯვება | 2015 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ჰარდი | სანია მირზა | კეისი დელაკუა იაროსლავა შვედოვა |
6–3, 6–3 |
გამარჯვება | 2016 | ავსტრალიის ღია პირველობა (5) | ჰარდი | სანია მირზა | ანდრეა ჰლავაჩკოვა ლუცია გრადეცკაია |
7–6(7–1), 6–3 |
გამარჯვება | 2017 | აშშ-ის ღია პირველობა (3) | ჰარდი | ჩან ჰაო ჩინგი | ლუცია გრადეცკაია კატერინა სინიაკოვა |
6–3, 6–2 |
შერეული წყვილები: 7 (7–0)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 2006 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | მაჰეშ ბჰუპატი | ელენა ლიხოვცევა დანიელ ნესტორი |
6–3, 6–3 |
გამარჯვება | 2015 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ჰარდი | ლეანდერ პაესი | კრისტინა მლადენოვიჩი დანიელ ნესტორი |
6–4, 6–3 |
გამარჯვება | 2015 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ლეანდერ პაესი | ტიმეა ბაბოში ალექსანდრ პეია |
6–1, 6–1 |
გამარჯვება | 2015 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ლეანდერ პაესი | ბეთანი მატეკ სანდსი სემ ქუერი |
6–4, 3–6, [10–7] |
გამარჯვება | 2016 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | ლეანდერ პაესი | სანია მირზა ივან დოდიგი |
4–6, 6–4, [10–8] |
გამარჯვება | 2017 | უიმბლდონი (2) | ბალახი | ჯეიმი მარი | ჰეზერ უოტსონი ჰენრი კონტინენი |
6–4, 6–4 |
გამარჯვება | 2017 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ჰარდი | ჯეიმი მარი | ჩან ჰაოცინი მაიკლ ვინუსი |
6–1, 4–6, [10–8] |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები
რედაქტირებაერთეულები: 4 (2–2)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1996 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | შტეფი გრაფი | 3–6, 6–4, 0–6, 6–4, 0–6 |
გამარჯვება | 1998 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (1) | ხალიჩა (დ) | ლინდზი დევენპორტი | 7–5, 6–4, 4–6, 6–2 |
მარცხი | 1999 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ლინდზი დევენპორტი | 4–6, 2–6 |
გამარჯვება | 2000 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (2) | ხალიჩა (დ) | მონიკა სელეში | 6–7(5–7), 6–4, 6–4 |
(დ) – დახურული კორტი
წყვილები: 3 (3–0)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1999 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (1) | ხალიჩა (დ) | ანა კურნიკოვა | არანჩა სანჩეს ვიკარიო ლარისა სავჩენკო |
6–4, 6–4 |
გამარჯვება | 2000 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (2) | ხალიჩა (დ) | ანა კურნიკოვა | ნიკოლ არენდტი მანონ ბოლეგრაფი |
6–2, 6–3 |
გამარჯვება | 2015 | WTA-ის ფინალი, სინგაპური (3) | ჰარდი (დ) | სანია მირზა | გარბინიე მუგურუსა კარლა სუარეს ნავარო |
6–0, 6–3 |
ოლიმპიური ფინალები: 1 (0–1)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი (ვერცხლი) | 2016 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 | ჰარდი | ტიმეა ბაჩინსკი | ეკატერინა მაკაროვა ელენა ვესნინა |
4–6, 4–6 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მარტინა ჰინგისი Facebook-ზე
- მარტინა ჰინგისი Twitter-ზე
- ჰინგისი WTA-ს ოფიციალურ საიტზე
- ჰინგისი ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2018-04-01 საიტზე Wayback Machine.
- ჰინგისი ფედერაციის თასის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2017-10-30 საიტზე Wayback Machine.
- ჰინგისი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზის ოფიციალურ საიტზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Hingis quits tennis“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2018.
- ↑ „Hingis handed two-year suspension“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2018.
- ↑ „Martina Hingis wins doubles match on return to competitive tennis“. bbc.com. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2018.
- ↑ „Martina Hingis to retire from tennis after WTA Finals“. bbc.com. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2018.