ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზმნა — სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილი. აღნიშნავს საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას. ზმნას გააჩნია პირი, დრო და რიცხვი. ქართულ ენაში ზმნას აქვს სამი პირი (I, II, III,იშვიათად გვხვდებიან ოთხპირიანი ზმნებიც,მაგალითად მიჭმიე), სამი დრო (წარსული, აწმყო, მომავალი) და ორი რიცხვი (მხოლოობითი და მრავლობითი).

ერთსიტყვიანი ზმნა ესპანურში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დროის (წარსული, აწმყო, მომავალი), პირის და რაოდენობის შესახებ.

ქართული ზმნა რთული მეტყველების ნაწილია. სირთულეს უპირველესად ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე განაპირობებს. მნიშვნელობასთან მიმართების თვალსაზრისით ზმნის კატეგორიები შეიძლება ორ ჯგუფად დალაგდეს: უღლების და წარმოთქმის კატეგორიებად (ა.შანიძე). უღლების კატეგორიად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის გრამატიკულ მნიშვნელობას; ასეთებია პირი, რიცხვი, დრო, კილო, გზისობა, აქტი, თანამდევრობა; მწკრივი. წარმოთქმის კატეგორიებად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის ლექსიკურ მნიშვნელობას. ასეთებია გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი. შესაძლებელია ძველ ქართულში ასპექტი უღლების კატეგორია იყო, ახალში კი იგი წარმოთქმის კატეგორიაა (ა. შანიძე).

კატეგორიების დაყოფა

რედაქტირება

ფორმალური გამოხატვის თვალსაზრისით, ზმნის კატეგორიები იყოფა გრამატიკულ (მორფოლოგიურ) და სემანტიკურ კატეგორიებად. ამგვარ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს გრამატიკული კატეგორიის, როგორც მორფოლოგიური კატეგორიის ტრადიციული გაგება, ე.ი. კატეგორიისა, რომელიც გამოიხატება მორფოლოგიური საშუალებით. ამ გაგებით მორფოლოგიური კატეგორიებია — პირი, რიცხვი, მწკრივი, გვარი, ქცევა, კონტაქტი... სემანტიკური — დრო, კილო და აქტი...

ზმნური ფორმები

რედაქტირება

ქართული ზმნური ფორმების ძირითადი საკლასიფიკაციო ერთეულებია, ერთი მხრივ, სტატიკური (იხ. სტატუსი) და დინამიკური ზმნები, მეორე მხრივ, გარდაუვალი და გარდამავალი ზმნები (არნოლდ ჩიქობავა).

ზმნის სირთულის ერთ-ერთი საფუძველი აფიქსებთან დაკავშირებული პრობლემაა: ერთი და იგივე კატეგორია შეიძლება რამდენიმე აფიქსით გადმოიცეს და, პირიქით, მასალობრივად ერთი და იგივე აფიქსი რამდენიმე ფუნქციით მოგვევლინოს.

თავისებურებები

რედაქტირება

ქართული ზმნის ძირითადი თავისებურება მრავალპირიანობაა: ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება იყოს მორფოლოგიურად დაკავშირებული რამდენიმე პირთან, ე.ი. აისახოს რამდენიმე პირი — სუბიექტურიცა და ობიექტურიც. შესაბამისად, ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი (მასში აისახება მხოლოდ სუბიექტური პირი— იცვლება, კვდება...), ორპირიანი (სუბიექტური და ობიექტური პირები — მხატავს ის მე, ეზიდება ის მას...), სამპირიანი (სუბიექტი და ორი ობიექტური პირი — სწერს ის მას მას...). ასახელებენ ოთხპირიან ზმნასაც. პირიანობისა და ვალენტობის გარჩევამ ეს საკითხი დააზუსტა.

ზმნა ფორმას იცვლის როგორც სუბიექტური პირების (სუბიექტური წყობა, სუბიექტური უღლება), ისე ობიექტური პირების მიხედვით (ობიექტური წყობა, ობიექტური უღლება).

ზმნის ფორმაცვალება ხდება საუღლებო ერთეულთა (მწკრივი, დრო-კილო..) მიხედვით, საუღლებელი ერთეულის შიგნით - პირისა და რიცხვის მიხედვით. ზმნას მოეპოვება როგორც ორგანული წარმოება, ისე აღწერითი წარმოება.

საუღლებელი ფუძის მიხედვით ზმნურ ფორმათა დაჯგუფება ხდება (კ. დოდაშვილი, დ. ჩუბინაშვილი, ნ.მარი..) სერიებად და მწკრივებად (ნაკვთი). საუღლებელ ერთეულთა რაობისა და რაოდენობის საკითხზე ერთგვაროვანი აზრი არ არსებობს (უ. ყორღანაშვილი. ა. დავითიანი).

გარკვეული ნიშნებით ზმნებთან აერთიანებენ სახელზმნებსაც, თუმცა, აზრი იმის თაობა , სახელზმნა ზმნა არის თუ სახელი, არაერთგვაროვანია.

სიტყვა „ზმნის“ მნიშვნელობები

რედაქტირება

გამომცემლობა „მეცნიერების“ მიერ 1973 წელს გამოცემულ ილია აბულაძისეულ „ძველი ქართული ენის ლექსიკონში“ (გვ.167) ზმნასა და მისგან ნაწარმოებ სიტყვებს დათმობილი აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი.

ზმა - ქმნა, ყოფა
ზმნა - გარჯა, შრომა, ცდილობა
ზმნა - შეტყობა, ცნობა, გამორჩევა, „მისნობა“
ზმნა - მოხიბლვა, კუდიანობა, მისნობა, წინასწარცნობა, მარჩიელობა; ცდა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Morenberg, Max (2010). Doing Grammar, Third, Oxford University Press. ISBN 978-0-1997-3288-3. 
  • Gideon Goldenberg, "On Verbal Structure and the Hebrew Verb", in: idem, Studies in Semitic Linguistics, Jerusalem: Magnes Press 1998, pp. 148–196 [English translation; originally published in Hebrew in 1985].
  • Jackendoff, R. (2002). Foundations of Language. Oxford University Press. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • www.verbix.com Verbs and verb conjugation in many languages.
  • conjugation.com English Verb Conjugation.
  • Italian Verbs Coniugator and Analyzer Conjugation and Analysis of Regular and Irregular Verbs, and also of Neologisms, like googlare for to google.
  • El verbo en español Downloadable handbook to learn the Spanish verb paradigm in an easy ruled-based method. It also supplies the guidelines to know whenever a Spanish verb is regular or irregular
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზმნა“-დან