ევროკომისია
ევროკომისია — ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. ერთი კომისია სამი თანამეგობრობისთვის (ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ატომური ენერგიის დარგში ევროპის თანამშრომლობის ორგანიზაცია) დაარსდა მას შემდეგ, რაც 1967 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ადმინისტრაციათა გამაერთიანებელი ხელშეკრულება.
ევროკომისია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მიმოხილვა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეიქმნა | 16 იანვარი, 1958 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელმწიფოებრივი მოწყობა | ევროკავშირი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიდერი |
პრეზიდენტი (ურსულა ფონ დერ ლაიენი) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პასუხისმგებელია | ევროპარლამენტის წინაშე | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შტაბ-ბინა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვებგვერდი | ec.europa.eu |
ევროკომისია ფუნქციონირებს მინისტრთა კაბინეტის მსგავსად, რომელიც შედგება 27 წევრისგან (ოფიციალური სახელწოდება კომისარი)[1]. კომისიის წევრებს საერთო თანხმობის საფუძველზე ნიშნავენ წევრი სახელმწიფოები 5 წლის ვადით. ევროკომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ამსტერდამის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და ესეც ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს. ამასთან, პრეზიდენტთან ერთად ინიშნება და მტკიცდება კომისიის სხვა წევრებიც. ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტია ურსულა ფონ დერ ლაიენი.
საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას ევროკომისია დიდი დამოუკიდებლობით სარგებლობს. იგი გამოხატავს თანამეგობრობის ინტერესებს და არ იღებს ინსტრუქციებს ცალკეული წევრი სახელმწიფოებისაგან. ევროკომისია მეთვალყურეობას უწევს ხელშეკრულებათა შესრულებას და უზრუნველყოფს საბჭოს მიერ მიღებული ინსტრუქციებისა და დირექტივების სათანადო ხორცშესხმას. თანამეგობრობის კანონის გატარების უზრუნველსაყოფად, მას შეუძლია რაიმე კონკრეტული შემთხვევის გადაცემა მართლმსაჯულების სასამართლოსთვის. ევროკომისიას აქვს ინიციატივის გამოჩენის განსაკუთრებული უფლება, მას შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე ჩაერიოს საკანონმდებლო პროცესში, რათა ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას საბჭოში ან საბჭოსა და პარლამენტს შორის. ევროკომისიას საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვის საქმეში აღმასრულებელი ფუნქციაც აკისრია.
ევროკომისიას ზურგს უმაგრებს სამოქალაქო სამსახური, რომელიც ბრიუსელსა და ლუქსემბურგში მდებარეობს. ეს სამსახური შედგება 24 დეპარტამენტისაგან, რომლებსაც გენერალური დირექტორატები ეწოდება. ყოველი დირექტორატი პასუხისმგებელია ერთიანი პოლიტიკისა და ადმინისტრირების განხორციელებაზე გარკვეულ სფეროში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Hans-Peter Duric: Aufbau, Struktur und Funktionsweise der Europäischen Kommission. In: Zeitschrift für Zölle und Verbrauchsteuern 1997, S. 296 ff.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ European Commission. (2003)How the European Union works: Your guide to the EU institutions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-24. ციტატა: „Informally, the Members of the Commission are known as ‘Commissioners“ ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2014.