დუმაგვეტე (ოფიციალურად ქალაქი დუმაგვეტე; სებ: Dakbayan sa Dumaguete) — მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინციის დედაქალაქი. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 131 377 ადამიანს. დუმაგვეტე აღმოსავლეთ ნეგროსის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.[2]

დუმაგვეტე
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 9°18′37″ ჩ. გ. 123°18′29″ ა. გ. / 9.3102806° ჩ. გ. 123.3080611° ა. გ. / 9.3102806; 123.3080611
ფართობი 33.62 კმ²
მოსახლეობა 134 103 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 35
საფოსტო ინდექსი 6200
ოფიციალური საიტი http://www.dumaguetecity.gov.ph/
300
300

დუმაგვეტე ფილიპინების ერთ-ერთი საუნივერსიტეტი ქალაქია. აქ ოთხი უნივერსიტეტი და უამრავი კოლეჯი მდებარეობს. ქალაქი პოპულარული საგანმანათლებლო დანიშნულების ადგილია ვისაიასისა და მინდანაოს სხვა პროვინციების სტუდენტებისთვისაც. ქალაქი ცნობილია სილიმანის უნივერსიტეტით, რომელიც პირველი პროტესტანტული და ამერიკული უნივერსიტეტი იყო ქვეყანის და აზიის მასშტაბითაც.[3][4] ქალაქში 18 საჯარო დაწყებითი სკოლა და 8 უმაღლესი საჯარო სკოლა მდებარეობს. ქალაქში სტუდენტთა საერთო რაოდენობა 45 000-ს შეადგენს.[5]

დუმაგვეტეში ენერგიის მთავარი წყარო პალინპინონში მდებარეო გეოთერმული სადგურია. მეცნიერები ქალაქის ფილიპინების საცდელ სიაში შეტანას აპირებენ, რათა შემდეგსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნომინაციაზე წარადგინონ.[6]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

დუმაგვეტეს სახელწოდება სებუანური სიტყვიდან dagit წარმოდგება, რაც „დატაცებას“ ნიშნავს. სიტყვა dumaguet სანაპიროებზე მოროს მეკობრეების ხშირი თარეშის გამო შემოიღეს. 1572 წელს დიეგო ლოპეს პოვედანო ამ ადგილს დანანგეტის სახელით მოიხსენიებს, ხოლო კარტოგრაფი პედრო მურილიო ვალვერდე 1734 წელს აქაურ დასახლებას დუმაგვეტეს უწოდებს.[7]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
რისალის ბულვარი

დუმაგვეტეს ფართობი 3 362 ჰექტარია. იგი კუნძულ ნეგროსის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ვაკეებზე მდებარეობს, მდინარე ბანიკის შესართავთან. პროვინციის 19 მუნიციპალიტეტსა და 6 ქალაქს შორის დუმაგვეტე ბოლო ადგილზეა ფართობის მიხედვით. ქალაქის ჩრდილოეთით სიბულანი მდებარეობს, სამხრეთით — ბაკონგი, ხოლო დასავლეთით — ვალენსია.

სანაპირო ქალაქს აღმოსავლეთიდან ბოჰოლის ზღვა და ტანიონის სრუტე ესაზღვრება, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნეგროსის კუნძულის რეგიონსა და ცენტრალური ვისაიასის რეგიონებს შორის ბუნებრივი საზღვრის ფუნქციას ასრულებს. ქალაქის ძირითადად დაბლობზეა გაშენებული. ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე წერტილი ვალენსიის მუნიციპალიტეტის საზღვართან მდებარეობს. ტერიტორიის 93% დახრილობის მაჩვენებელი 3%-ზე ნაკლებია. დარჩენილი ნაწილი ფერდობების დახრის კოეფიციენტი 3-5%-ია.

 
დუმაგვეტეს ბარანგაები

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით დუმაგვეტე ტორპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, რომელსაც ტროპიკული მუსონური კლიმატი ესაზღვრება. ამ სარტყელში ორივე სეზონი მკვეთრადაა გამოხატული. წვიმების სეზონი ივნისიდან ნოემბრამდე გრძელდება, ხოლო მშრალი სეზონი — დეკემბრიდან მაისამდე. ყველაზე ცხელი თვეები აპრილი და მაისია. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 34.3 °C-ია, ხოლო საშუალო მინიმალური ტემპერატურა — 22.9 °C. ნალექების ყველაზე მეტი რაოდენობა დეკემბერში ფიქსირდება. საშუალო წლიური ტენიანობის მაჩვენებელი 78%-ია.

ბარანგაები

რედაქტირება

დუმაგვეტე პოლიტიკურად 30 ბარანგაიდ იყოფა. მათგან ყველა ურბანულია. ქალაქის საქმიან ნაწილში მდებარე 8 ბარანგაი ნომრებითაა ცნობილი. ყველაზე პატარა ბარანგაი მე-4 ბარანგაია, რომლიც ფართობიც 5.11 ჰექტარია, ხოლო ყველაზე დიდი ბანილადის ბარანგაია, რომლის ფართობიც 362.71 ჰექტარია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 131 377 ადამიანს შეადგენს. შინამეურნეობების რაოდენობა 21 582-ია (2010 წლის მონაცემებით). ეროვნული სტატისტიკური საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვისაიასის ურბანულ ცენტრებს შორის დუმაგვეტეში სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დღის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა 400 000-ს აღწევს. აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინციის მასშტაბით დუმაგვეტე პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ქალაქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 89 193 ადამიანს შეადგენს (2019).

ფილიპინების ვეტერნათა სააგენტომ ტურიზმის დეპარტამენტთან შეთანხმებით „2018 წლისთვის დუმაგვეტე ფილიპინების მასშტაბით ვეტერანთათვის საუკეთესო ადგილად დაასახელა“.[8] დუმაგვეტე მე-5 ადგილზეა Forbes Magazine-ის სიაში „შვიდი საუკეთესო ადგილი მსოფლიოში ვეტერანთათვის“.[9]

განათლება

რედაქტირება
 
სილიმანის უნივერსიტეტი[10]

დუმაგვეტე სამხრეთის საგანმანათლებლო ცენტრად ითვლება. ქალაქი სტუდენტების, პროფესორების, ხელოვანების, სწავლულებისა და ლიტერატორების „სადნობ ქვაბს“ წარმოადგენს.

ქალაქის ყველაზე ცნობილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სილიმანის უნივერსიტეტია. იგი პირველი პროტესტანტული უნივერსიტეტია ფილიპინებში და პირველი ამერიკული უნივერსიტეტი აზიაში.[11] უნივერსიტეტის რამდენიმე შენობა ღირსშესანიშნაობადაა აღიარებული, მათ შორისაა: სილიმანის ბორცვი, ჰიბარდის ბორცვი, კატიპუნანის ბორცვი, ლუსის აუდიტორია და სილიმანის მთავარი ბიბლიოთეკა, რომელიც ფილიპინების ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა.[5][12][13][14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Census of Population (2015). "Region VII (Central Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  3. "CSF program up in Dumaguete" დაარქივებული 2009-07-19 საიტზე Wayback Machine. . Manila Bulletin. By Atty. Ignacio Bunye. Posted July 5, 2009. Accessed October 14, 2009.
  4. "Heritage Diary of Negros Oriental" დაარქივებული 2018-03-12 საიტზე Wayback Machine. . Inquirer.net. By: Dexter Matilla. Posted July 14, 2008. Accessed October 15, 2009.
  5. 5.0 5.1 "Dumaguete City, the City of Gentle People" დაარქივებული 2020-12-08 საიტზე Wayback Machine. . Department of Tourism. Retrieved 2010-11-04.
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-26. ციტირების თარიღი: 2010-08-12. NegrosHub.com - Dumaguete City
  7. experiencephilippines.org
  8. „Dumaguete City cited best PH place to retire“. Philippine Information Agency.
  9. Dumaguete among 7 best places to retire, according to Forbes Magazine. GMA Network. November 15, 2014.
  10. "Dumaguete, Negros Oriental". Philippine Airlines. Retrieved 2010-09-01.
  11. UP is No.1 based on PRC exams დაარქივებული February 7, 2012, საიტზე Wayback Machine. . UP Newsletter, Vol. XXVIII, No. 09. September 01, 2007. Accessed May 26, 2009.
  12. Philippine Travel Center: Negros Oriental დაარქივებული 2008-09-20 საიტზე Wayback Machine. . Accessed September 1, 2009.
  13. Negros Chronicle. Where to go in Negros Oriental დაარქივებული 2016-05-27 საიტზე Wayback Machine. . Accessed September 1, 2009.
  14. WOWPhilippines: Things to do and see in Negros Oriental. Accessed September 1, 2009.