არაქისი, მიწის თხილი (ლათ. Arachis) — ბალახოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ცნობილია არაქისის 15 სახეობა. კულტურული სახეობებიდან გავრცელებულია ლათ. Arachis hypogaea. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, ყოფილ სსრკ-ში, კერძოდ საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, კრასნოდარის მხარეში.

არაქისი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Arachis

არაქისის ზეთს იყენებენ კვების მრეწველობაში (უმთავრესად კონსერვების დასამზადებლად), თესლს — საკონდიტრო წარმოებაში, ვეგეტატიურ ნაწილებს — ცხოველის საკვებად. არაქისის მოსავლიანობა რწყვისას ჰა-ზე 40-ც-მდეა, მოურწყავად 10-16 ც.

ლიტერატურა

რედაქტირება