Jedi Mind Tricks
Jedi Mind Tricks (JMT) — ამერიკული ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი, დაარსებული ორი სკოლის მეგობრის — რეპერ ვინი პაზის (ვინჩენზო ლუვინერი) და პროდიუსერ Stoupe the Enemy of Mankind-ის (კევინ ბოლდუინი) — მიერ. 1999 წელს რეპერი ჯას ალა შეუერთდა ჯგუფს მეორე სტუდიური ალბომის, Violent by Design-ის ჩასაწერად. მან მალევე დატოვა ჯგუფი, მაგრამ 2006 წელს დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა ჯგუფის მეექვსე სტუდიურ ალბომზე A History of Violence. 2011 წელს სტუპმა დატოვა ჯგუფი, რადგან „Jedi Mind Tricks-ს გულს ვეღარ უდებდა“.[1] 2013 წელს ჯასი კვლავ წავიდა ჯგუფიდან, ხოლო სტუპი 2015-ში დაბრუნდა.
Jedi Mind Tricks | |
---|---|
მარცხნიდან მარჯვნივ: Stoupe the Enemy of Mankind, ვინი პაზი და ჯას ალა | |
ბიოგრაფია | |
ჟანრ(ებ)ი | ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპი, ჰარდკორ ჰიპ-ჰოპი, ჰორორკორი |
აქტიური | 1996–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Enemy Soil, Babygrande Records, Superegular Recordings |
წევრები |
ვინი პაზი Stoupe the Enemy of Mankind DJ Kwestion |
ყოფილი წევრები |
ჯას ალა DJ Drew Dollars |
საიტი | jmthiphop.com |
Jedi Mind Tricks-ს აქვს ნამუშევარი როგორც ადგილობრივ რეპერებთან, ისე ვეტერანებთან, როგორებიცაა GZA, Kool G Rap, 7L & Esoteric, შონ პრაისი, რას კასი, Canibus, Percee P, Killah Priest, Immortal Technique, Block McCloud, Virtuoso, Louis Logic, R.A. the Rugged Man, Tragedy Khadafi, Chief Kamachi, Necro და Ill Bill. ჯგუფს გაყიდული აქვს 250 000 ალბომზე მეტი აშშ-ში და 450 000 ალბომზე მეტი — მსოფლიოს მასშტაბით.[2]
დისკოგრაფია
რედაქტირება- The Psycho-Social, Chemical, Biological & Electro-Magnetic Manipulation of Human Consciousness (1997)
- Violent by Design (2000)
- Visions of Gandhi (2003)
- Legacy of Blood (2004)
- Servants in Heaven, Kings in Hell (2006)
- A History of Violence (2008)
- Violence Begets Violence (2011)
- The Thief and the Fallen (2015)
- The Bridge and the Abyss (2018)
- The Funeral and the Raven (2021)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ VINNIE PAZ SPEAKS ON NEW JEDI MIND TRICKS ALBUM en (13 სექტემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2015
- ↑ Jedi Mind Tricks Elaborate On Stoupe Departure, Beats Were Submitted. HipHopDX (26 სექტემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2015