მიულუზი
მიულუზი (ფრანგ. Mulhouse) — ქალაქი აღმოსავლეთ საფრანგეთში, ელზასში, ზემო რაინის დეპარტამენტში, რონა-რაინის არხზე. 2009 წლის აღწერით, მოსახლეობა 111,156 კაცს შეადგენდა. მიულუზის მახლობლად იღებენ კალიუმის მარილებს. მიულუზი იყო საღვთო რომის ქალაქი. XVIII საუკუნეში შვეიცარიიდან ქალაქში შემოიტანეს ბამბა, განვითარებულია სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა. ამჟამად მიულუზი მსხვილი სამრეწველო ქალაქია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მიულუზი Mulhouse | |||||
| |||||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||||
რეგიონი | ელზასი | ||||
კოორდინატები | 47°44′58″ ჩ. გ. 7°20′24″ ა. გ. / 47.74944° ჩ. გ. 7.34000° ა. გ. | ||||
მმართველი | Michèle Lutz | ||||
ფართობი | 28,43 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 240 მეტრი, 231 მეტრი, 336 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 111,156 კაცი (2009) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 68200 | ||||
ოფიციალური საიტი | mulhouse.fr | ||||
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 20-21.