შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ჰარვარდის უნივერსიტეტი (ინგლ. Harvard University) — აშშ-ის უძველესი უნივერსიტეტი კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი), დაარსდა 1636 წელს როგორც კოლეჯი. 1636 წლიდან ეწეოდა აშშ-ში ემიგრირებული ინგლისის მინისტრის ჯ. ჰარვარდის (კოლეჯს დაუტოვა ქონების ნახევარი და მდიდარი ბიბლიოთეკა) სახელი. XIX საუკუნამდე კოლეჯი პრივილეგიური საშუალო სკოლა იყო, სადაც იღებდნენ 14 წლის ასაკის ბავშვებს. XIX საუკუნის I მეოთხედში გაფართოვდა სასწავლო დისციპლინების კურსი, შეუერთდა სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები და 1650 კოლეჯი რეორგანიზებულ იქნა და ჰარვარდის უნივერსიტეტად. XIX საუკუნის შუა წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტი კულტურულ ცენტრად იქცა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი უნივერსიტეტის პრეზიდენტად ამერიკელი პედაგოგის ჩ. ელიოტის ყოფნის დროს (1869-1909).

სიახლეები

პაეტონგტარნ შინავატრა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


7 სექტემბერი — ამ დღეს...

  • ძვ. წ. 1251 : ლეგენდის თანახმად, მზის დაბნელებისას თებეში, (საბერძნეთი), ჰერაკლე დაიბადა.

  • 70 : რომაული არმია გენერალი ტიტუსის მეთაურობით იერუსალიმს იპყრობს.
  • 1191 : მესამე ჯვაროსნული ლაშქრობაარსუფის ბრძოლაში ინგლისის მეფე რიჩარდ I სალადინს ამარცხებს.
  • 1812 : ბოროდინოს ბრძოლაში მიხეილ კუტუზოვი უკან დახევის გადაწყვეტილებას იღებს და ნაპოლეონს მოსკოვისკენ გზას უხსნის.
  • 1821 : სიმონ ბოლივარი (სურათზე) დიდი კოლუმბიის რესპუბლიკას აფუძნებს, რომელშიც დღევადნელი ვენესუელა, კოლუმბია, ეკვადორი და პანამა გაერთიანდა.
  • 1940 : ბლიცკრიგი — ნაცისტები ლონდონის მასიურ დაბომბვას იწყებენ, რომელიც 57 ღამეს გაგრძელდა.
  • 1998 : ჩამოყალიბდა Googleინტერნეტში ინფორმაციის ძიების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი