შინაარსზე გადასვლა

C (პროგრამირების ენა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
C
პარადიგმა ბრძანებითი (პროცედურული), სტრუქტურული
გამოქვეყნების თარიღი 1972
პროექტის დაარსება დენის რიტჩი
შემქმნელი დენის რიტჩი & Bell Labs
ტიპების განსაზღვრა სტატიკური, სუსტი
მთავარი კომპილატორები GCC, MSVC, Borland C, Watcom C
დიალექტები Cyclone, Unified Parallel C, Split-C, Cilk, C*
ენების გავლენით B (BCPL,CPL), ALGOL 68, ასემბლერი, PL/I, FORTRAN
ენებზე ზეგავლენა AWK, csh, C++, C#, Objective-C, BitC, D, Java, JavaScript, Limbo, Perl, PHP

პროგრამირების ენა C შეიქმნა 1972 წელს, მისი შექმნა პირველად დაიწყო 1969 წელს დენის რიტჩის მიერ[1], როდესაც ის კენ ტომპსონთან ერთად მუშაობდა Unix ოპერაციული სისტემის დიზაინზე. ძირითადი მიზანი ამ ენის დაწერისას იყო, რომ C ყოფილიყო მოსახერხებელი პროგრამირებისთვის.

დღესდღეობის არსებობს ენის სამი სტანდარტი:

  • არაოფიციალური, რომელიც ემყარებოდა დენის რიტჩის წიგნს The C Programming Language. ეს "სტანდარტი" მანამ იყო ძალაში, სანამ გამოვიდოდა
  • ANSI/ISO-ს C პროგრამირების ენის სტანდარტი, რომელიც 1989 წელს გამოვიდა. ეს სტანდარტი განსაზღვრავდა როგორც თავად C ენის სტრუქტურას, აგრეთვე მის სტანდარტულ ბიბლიოთეკას. ამ სტანდარტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ANSI C.
  • C99 სტანდარტი, რომელიც წარმოადგენდა ANSI სტანდარტის გაფართოებას. ძირითადი სიახლეებია 64-ბიტიანი პროცესორების და მრავალენოვანი სიმბოლოების მხარდაჭერა.
  • C11 სტანდარტი, 2011 წლის 8 დეკემბერს გამოქვეყნებული იქნა ახალი სტანდატი C პროგრამირების ენისათვის (ISO/IEC 9899:2011).[2] მალე ზოგიერთი შესაძლებლობა უკვე მხარდაჭერილი იყო კომპაილერ GCC და Clang-ის მიერ.
  1. "The History of the C Programming Language". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-19. ციტირების თარიღი: 2014-08-20.
  2. Information technology -- Programming languages -- C