A-Yo — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას სიმღერა მისი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Joanne (2016). იგი გამოიცა 2016 წლის 18 ოქტომბერს როგორც ალბომის პრომო სინგლი ლეიბლზე Interscope Records. სიმღერის ავტორები არიან თავად გაგა, ჰილარი ლინდსი, მარკ რონსონი და მ. ტაკერი, ხოლო მისი პროდიუსერები არიან გაგა, რონსონი და BloodPop. მუსიკალური თვალსაზრისით სიმღერა არის ფანკით და როკ მუსიკით შთაგონებული ქანთრი პოპის ჟანრის ჩანაწერი.
თავდაპირველად იგეგმებოდა სიმღერის გამოცემა როგორც ალბომის მეორე სინგლი, თუმცა ალბომის პირველი პრომო სინგლის — Million Reasons კომერციული წარმატების შემდგომ იგი გამოიცა როგორც ალბომის მეროე სინგლი, ხოლო A-Yo გამოიცა მხოლოდ პრომო სინგლად. სიმღერამ აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 66-ე პოზიცია. გაგამ სიმღერა ცოცხლად შეასრულა რამდენიმე სატელევიზიო შოუში და მინი პრომო ტურნეზე — Dive Bar Tour.
ჩაიწერა სტუდიებში: Electric Lady Studios (ნიუ-იორკი), Shangri-La Studios (მალიბუ, კალიფორნია), Pink Duck Studios (ბერბანკი, კალიფორნია) და GenPop Laboratory (ლოს-ანჯელესი, კალიფორნიოა)
Sony/ATV Songs, LLC/ Haus of Gaga Publishing, LLC (BMI), BIRB Music (ASCAP) ყველა უფლების ადმინისტრირება ეკუთვნის BMG Rights Management (US) LLC, Imagem CV/Songs Of Zelig (BMI), OWSLA Music Publishing, LLC/Check Your Pulse, LLC (ASCAP)