შინაარსზე გადასვლა

ჯუგაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ჯუღაანი.
სოფელი
ჯუგაანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თემი ჯუგაანი
კოორდინატები 41°35′45″ ჩ. გ. 45°59′16″ ა. გ. / 41.59583° ჩ. გ. 45.98778° ა. გ. / 41.59583; 45.98778
ცენტრის სიმაღლე 400
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2107[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ჯუგაანი — საქართველო
ჯუგაანი
ჯუგაანი — კახეთის მხარე
ჯუგაანი
ჯუგაანი — სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ჯუგაანი

ჯუგაანისოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 400 მეტრი. სიღნაღიდან 12 კილომეტრი. იგი მდებარეობს წნორი-დედოფლისწყაროს გზატკეცილზე.

სოფლის ტერიტორიაზე დასახლების კვალი ჩვენს ერამდე იწყება. ამას მოწმობს 2019 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცის მიერ სოფლის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთების გამოვლენა. ეს არის დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო. ამავე პერიოდს, ძვ. წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ნაგებობიდან ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები სიღნაღის მუზეუმშია დაცული.[2][3]

რუსეთის იმპერიის პერიოდში ჯუგაანის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები ჯუგაანი, პრასიანი და ტიბაანი.[4]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2107 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 2759 1319 1440
2014[1] 2107 1028 1079