ჩრდილოეთი ევროპა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ჩრდილოეთ ევროპა)
ჩრდილოეთი ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ტრადიციულად ჩრდილოეთი ევროპა გულისხმობს სკანდინავიის ქვეყნებს (ფართო გაგებით): ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ მათ რიცხვს მიემატა ბალტიის 3 ქვეყანა: ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა. ეს არის ამ ტერმინის პოლიტიკური მნიშვნელობა.
წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, ჩრდილოეთი ევროპა გაცილებით დიდი არეა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას ალპების ჩრდილოეთით. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ჩრდილოეთ ევროპაში, გარდა ზემოხსენებული ქვეყნებისა, შედის:
- ბრიტანეთის კუნძულები — დიდი ბრიტანეთი, ირლანდია.
- ბენილუქსის ქვეყნები — ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი.
- საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილი.
- გერმანიის ნაწილი.
- პოლონეთი — ნაწილობრივ.
- რუსეთის ევროპული ნაწილის უდიდესი ნაწილი.
ევროპის სხვა რეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|