რუფატ ჰუსეინოვი
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 აპრილი, 1997 (27 წლის) |
დაბ. ადგილი | განჯა |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რუფატ ჰუსეინოვი (დ. 25 აპრილი, 1997) — აზერბაიჯანელი მოკრივე უმსუბუქეს წონით კატეგორიაში (49 კგ-მდე), მეორე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, 2015 წელს სამაკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი. წარმოადგინა აზერბაიჯანი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუფატ ჰუსეინვოი დაიბადა 1997 წლის 25 აპრილს, აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში[1]. კრივში ვარჯიში 2005 წელს მშობლიურ ქალაქ განჯაში დაიწყო. მისი მწვრთნელი იყო მამამისი, ილჰამ ჰუსეინოვი.2011 წელს მან მოიგო აზერბაიჯანის ახალგაზრდული ჩემპიონატი. 2013 წელს ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - ჰეიდარ ალიევის თასზე პირველი ადგილი დაიკავა. იმავე წელს ანაპაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა[2].
ჰუსეინოვმა 2014 წელს სოფიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა[2]. იმავე წელს გახდა ნანკინის 2014 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული. ფინალში ანგარიშით 3:0 დაამარცხა უზბეკი სულეიმონ ლატიპოვი. პირველ შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა ინდოელი შიამ კურა კარაკარა, ამის შემდეგ დაამარცხა ყირგიზი შალკარ აიხინბაი. [3] [4]. ასევე 2014 წელს რუფატ ჰუსეინოვი ჩაირიცხა ბაქოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიაში.[2].
2015 წელს ევროპის ჩემპიონატზე მან მესამე ადგილი დაიკავა, ნახევარფინალში რუფატი დამარცხდა დიდი ბრიტანეთის წარმომადენელ ჰარვი ჰორნთან.[5]. იმავე წელს მისი დებიუტი შედგა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართა დოჰაში, 18 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე.[1] მეოთხედფინალში გასული ჰუსეინოვი უკრაინელ დიმიტრი ზამოტაევთან დამარცხდა[6].
2016 წლის ივნისში მსოფლიო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელიც ბაქოში გაიმართა ჰუსეინოვმა ნახევარფინალში დაამარცხა მექსიკელი ხოსელიტო ველასკესი და ფინალში გავიდა, რითაც 19 წლის ასაკში მოიპოვა რიო-დე-ჟანეიროში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.[7] ფინალში მან ესპანელი სამუელ კარმონი დაამარცხა რითაც ტურნირის გამარჯვებული გახდა. რუფატ ჰუსეინოვი მონაწილეობდა XXXI ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. პირველი ბრძოლა გამართა 6 აგვისტოს. ის 1/16 ფინალში ნამიბიელ მოკრივე მატიას ჰამუნელას დაუპირისპირდა, რომელმაც იგი დამაჯერებლად დაამარცხა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- AIBA დაარქივებული 2016-07-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Профиль на сайте AIBA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-24. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Гянджинский чемпион
- ↑ Results book
- ↑ Nanjing 2014 ends with golden success for youth boxers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-06. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
- ↑ Азербайджанский боксер завоевал бронзовую медаль ЕВРО. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-19. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
- ↑ Четверо боксеров Азербайджана вышли в полуфинал ЧМ
- ↑ Руфат Гусейнов едет на Олимпиаду. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-27. ციტირების თარიღი: 2016-07-26.