შინაარსზე გადასვლა

რამიზ როვშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამიზ როვშანი
აზერ. Ramiz Məmmədəli oğlu Rövşən
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1946(1946-12-15) (77 წლის)
დაბადების ადგილი Əmircan, Baku
საქმიანობა პოეტი, მწერალი და ნოველისტი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბდუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი
ჟანრი ლექსი, მოთხრობა, მოკლე რომანი, ესე და პოემა
ჯილდოები People’s Poet of Azerbaijan და Q110915321?

რამიზ როვშანი (აზერ. Rövşən Ramiz Məmmədəli oğlu; დ. 15 დეკემბერი, 1946, ამირჯანი, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი პოეტი, მწერალი, ესსეისტი, კინოსცენარისტი,[1] თარჯიმანი, აზერბაიჯანის მწერალთა გაერთიანების წევრი (1981). აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (2019).

რამიზ როვშანი 1946 წლის 15 დეკემბერს, ბაქოს სურახანის რაიონის ამირჯანის დასახლებაში დაიბადა.[2] წაემოშობით გუბადლის რაიონის სოფელ თეიმურ-მიუსქანლიდანაა. სწავლობდა სურახანის რაიონის 208-ე საშუალო სკოლაში. 1964-1969 სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სცენარის კურსების სკოლა (1976-1978). იყო ჯაფარ ჯაბარლის სახელობის კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“ სატირიკული ჟურნალის „მოზალანის“ რედაქტორი (1971), კინოსტუდიის სცენარისტი (1974-1975), სცენარისტთა სარედაქციო საბჭოს წევრი (1979-1987), კინოსტუდიის მთავარი რედაქტორი (1987-1992). 1992 წლიდან აზერბაიჯანის თარჯიმანთა ცენტრის მთავარი რედაქტორია. არის რამდენიმე წიგნის ავტორი.

რამიზ როვშანის სცენარის საფუძველზე ბევრი ფილმია გადაღებული. მისი ლექსები და მოთხრობები გამოიცა ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებში, აგრეთვე აშშ-ში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, თურქეთში და ირანში. რამიზ როვშანი, 1997 წელს „მუსავათის“ (პარტია) მიერ მიღებული ჰიმნის სიტყვების ავტორია.

2013 წელს მიიღო „თუექულენოვანი მსოფლიოს ცოდნისა და კულტურის“ ჯილდო.

  1. Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi. C.Cabbarlı adına "Azərbaycanfilm" kinostudiyası. Aydın Kazımzadə. Bizim "Azərbaycanfilm". 1923-2003-cü illər. Bakı: Mütərcim, 2004.- səh. 272-274.
  2. Ramiz Rövşənin doğum günüdür[მკვდარი ბმული]