შინაარსზე გადასვლა

ნოკუჩიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახეებიანი ბოძი
ფილიგრანული კოშკი

ნოკუჩიჩი, Nocuchichმაიას ცივილიზაციის მცირე დასახლება მექსიკაში. მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე, კამპეჩეს შტატში. ქალაქ ხოპელჩენიდან აღმოსავლეთით 8 კილომეტრში. შენობები აგებულია ჩენესის სტილში.

დასახლების პირველი სურათები გადაიღო თეობერტ მალერმა[1] 1889 წელს. მან გადაიღო ორი სტელა, საიდანაც პირველ 7-მეტრიან სტელაზე გამოსახული იყო წითლად შეღებილი უზარმაზარი სახე. 1936 წელს ეს კოშკი აღმოაჩინა და აღწერა ამერიკელმა არქოლოგმა ჰარი პოლოკმა. იგი ისევე იყო შემონახული, როგორც ეს მალერის სურათებში იყო[2].

შემორჩენილია ასევე 9 მეტრიანი ფილიგრანული კოშკი, რომელზეც გამოსახულებები არ გვხვდება.

  1. Teobert Maler: Península Yucatán. Hrsg. Hanns J. Prem. Gebr. Mann, Berlin 1997, ISBN 3-7861-1755-1. S. 188—190
  2. H. E.D. Pollock: Architectural notes on some Chenes ruins. Papers of the Peabody Museums of Archaeology and Ethnology, Harvard University, vol. 61, part 1. Cambridge, MA. 1970