მენგუჯეკიდები
იერსახე
მენგუჯეკიდები ან მენგუჩეკიდები (თურქ. Mengüçoğulları, Mengücek Beyliği ან Mengüçlü Beyliği) — იყო ანატოლიური ბეილიქი, რომელიც მანასკერტის ბრძოლის შემდეგ შეიქმნა. XII-XIII საუკუნეებში, აღმოსავლეთ ანატოლიაში, მენგუჯეკიდები ერზინჯანის და დივრიგის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდნენ. ცოტა რამ არის ცნობილი ბეილიქის შემქმნელ მენგუჯეკ ღაზიზე, ის სავარაუდოდ ალფ-არსლანის არმიის ერთ-ერთი მთავარსარდალი იყო. 1142 წელს, ემირ იშაკის სიკვდილის შემდეგ, მენჯუკიდების ბეილიქი ორ მცირე ერზინჯანის და დივრიგის ბეილიქებად დაიყო. ერზინჯანი ბეილიქი, 1228 წელს რუმის სასულთნომ დაიმორჩილა, ხოლო დივრიგი, 1277 წელს ილხანებმა გაანადგურეს.
მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მენგუჯეკ ღაზი (1072-1118)
- იშაკი (1118-1142)
ერზინჯანის მენგუჯიკიდები
- დავუდშაჰი (1142-1162)
- სულეიმანშაჰი (1151-1162)
- ფაჰრეთინ ბეგრამშაჰი (1162-1225)
- ალადინ დავუდშაჰი II (1225-1228)
დივრიგის მენგუჯიკიდები
- სულეიმან (1142-1162)
- შაჰინშაჰი (1162-1198)
- სულეიმან II (1198-1227)
- ახმედშაჰი (1227-1251)
- მელიქ სალიჰი (1251-1277)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (Book cover) დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. Oktay Aslanapa (1991). Anadolu'da ilk Türk mimarisi: Başlangıcı ve gelişmesi (Early Turkish architecture in Anatolia: Beginnings and development) ISBN 975-16-0264-5 (Turkish). AKM Publications, Ankara.
|