კლიტია (ოკეანიდი)
კლიტია, კლიტიე (ძვ. ბერძნ. Κλυτία) — ერთ-ერთი ოკეანიდი და წყლის სტიქიის ნიმფა ბერძნულ მითოლოგიაში. ოკეანისა და ტეთისის ასული, [1] ამაოდ უყვარდა მზის ღმერთი ჰელიოსი, რომლის სიმხურვალემაც იგი დაადნო და ყვავილად აქცია. კლიტია ლივკოთეასთან ერთად ხალხურ თქმულებებში იღებს სათავეს, სადაც კლიტია გაზაფხულის, ხოლო ლივკოთეა ზღვის ქალღმერთია. [2]
ნარატივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰელიოსმა, მიუხედავად მისდამი სიყვარულისა, გაცვალა კლიტია ლევკოთეაზე და იგი მარტო დატოვა. მზის ღმერთის ასეთმა საქციელმა ისე განარისხა კლიტია, რომ იგი ლევკოთეას მამასთნ, ორქამუსთან მივიდა და მომხდარის შესახებ ყველაფერი უამბო. რადგან ჰელიოსთნ ყოფნის გამო ქალი ჩამომდნარი იყო, მან საკუთარი ქალიშვილი ცოცხლად დამარხა ქვიშაში. კლიტიას გადაწყვეტილი ჰქონდა ჰელიოსის დაბრუნება კონკურენტის გზიდან ჩამოცილებით, თუმცა, მისმა საქციელმა მისდამი მზის ღმერთი უფრო გულგრილი გახადა. შემდეგ მან ღმერთკაცის ცდუნება სცადა: იგი გაშიშვლდა, იცეკვა და დაჯდა საჭმლის და სასმლის გარეშე. ეს პროცესი ცხრა დღის განმავლობაში გრძელდებოდა. კლიტეა იჯდა ცხელ ქვებზე და ჰელიოსის დაბრუნების მოლოდინში მიშტერებოდა მზეს. ამ ხნის შემდეგ იგი ჰელიოტროპად გადაიქცა (იზრდება მზიან ბორცვებზე), რომელსაც თავი ყოველთვის ჰელიოსისკენ აქვს შებრუნებული. [3] ეს მოვლენა სრულად განხილულია ოვიდიუსთან („მეტამორფოზები“ 204, 234–56.)
ახლანდელ განხილვებში ჰელიოტროპი შეცვლილია მზესუმზირით.
ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიუსტი (თაუნლის კოლექცია)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიტიას ერთ-ერთი ქანდაკება, რომელიც მდიდარი ინგლისელი კოლექციონერის ჩარლზ თაუნლის კოლექციაში მოიძებნებოდა, იყო ან რომაული ან XVIII საუკუნის ყალბი მარმარილოს ნამუშევარი.
სავარაუდოდ, ბიუსტი შექმნილია ჩვ.წ. 40-50 წლებში. თაუნლიმ ხელოვნების ამ ნიმუშის მოპოვება მოახერხა ლორენცანოს ოჯახისგან, ნეაპოლში, თავისი მეორე გახანგრძლივებული მოგზაურობისას იტალიაში (1771-1774). იგი დაჟინებით ამბობდა, რომ ბიუსტი ადგილობრივად დამზადდა. ეს ნამუშევარი და იოჰან ცოფანის ცნობილი გამოსახულება (მასზე თაუნლი და კლიტიეს ბიუსტი იყო დახატული), რომელიც თაუნლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა (ილუსტრაცია მარჯვენა მხარეს), ერთად ქმნიდა ჩარლზის ნამუშევრების ფავორიტ წყვილს. მისი სახლი დაწვეს 1780 წელს. მას მუდამ აწუხებდა იმის დარდი, რომ ვერ მოახერხა კლიტიეს ბიუსტის და ნახატის გადარჩენა.
ნამუშევრის რეალურ იდენტობას აქტიურად განიხილავდნენ თაუნლის წრის წარმომადგენელი კოლექციონერები. პირველად იგი აგრიპინას მიაკუთვნეს, შემდეგ ისიდას ლოტუსის ყვავილში, ბოლოს მაინც კლიტიაზე შეჩერდნენ.
ბიუსტი (ჯორჯ ფრედერიკ უოტსი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიტიას კიდევ ერთი ცნობილი ბიუსტი დაამზადა მოქანდაკემ — ჯორჯ ფრედერიკ უოტსმა. განსხვავებით თაუნლის წყნარი, მშვიდი კლიტიასგან, ოუტსის ნამუშევარზე ოკეანიდს უფრო დასტრესილი და მკაცრი სახე აქვს მიღებული, რომელიც მზეს შესცქერის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიტია ვებ-გვერდზე Warburg Institute Iconographic Database[მკვდარი ბმული]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 257-258, თბ., 1983
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Her name appears in the long list of Oceanids in Hesiod, Theogony 346ff.
- ↑ Two other minor personages name Clytie are noted: see Theoi Project: Clytie.
- ↑ Scholia on in Ovid Metamorphoses 4.267
|