შინაარსზე გადასვლა

ენერგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელვა არის ჰაერის ელექტრული გარღვევის მოვლენა გამოწვეული ძლიერი ელექტრული ველით. ამ დროს ელექტრული ველის პოტენციური ენერგია გარდაიქმნება სითბოდ, სინათლედ და ბგერად რომლებიც ენერგიის განსხვავებულ ფორმას წარმოადგენს.

ენერგია (ბერძ. ἐνέργεια — „მოძრაობა“; აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ნებისმიერ ნაწილაკს, სხეულს ან სხეულების ერთობლიობას და წარმოადგენს მოძრაობის და ურთიერთქმედების რაოდენობრივ ზომას. ენერგიის სხვადასხვა ფორმები მოიცავს კინეტიკურ ენერგიას, პოტენციურ ენერგიას, სითბურ ენერგიას, გრავიტაციულ ენერგიას, დრეკადობის ენერგიას, და სხვა. ენერგიის სხვადასხვა ფორმებს ხშირად სახელი ეწოდებათ მასთან დაკავშირებული (ასოცირებული) ძალის მიხედვით. გერმანელმა ფიზიკოსმა ჰერმან ფონ ჰელმჰოლცმა დაადგინა, რომ ენერგიის ყველა ფორმა ექვივალენტურია — ერთი ფორმის ენერგია შეიძლება გაქრეს, მაგრამ ენერგიის იგივე რაოდენობა წარმოიქმნება სხვა ფორმით.[1] ენერგია შენახვადი და სკალარული ფიზიკური სიდიდეა. SI სისტემაში ენერგიის ერთეული არის ჯოული, ხოლო გაუსის ერთეულთა სისტემაში - ერგი. ზოგიერთ სხვა დარგებში ენერგიის ერთეულად გამოიყენება აგრეთვე კილოვატ-საათი და კალორია.

  1. R. Resnick and D. Halliday (1960), Physics, Section 22-1 (Heat, a Form of Energy), John Wiley and Sons, Library of Congress Catalog Card Number 66-11527