ემანუელ შარპანტიე
ემანუელ მარი შარპანტიე (ფრანგ. Emmanuelle Marie Charpentier; დ. 11 დეკემბერი, 1968, ჟიუვიზი-სიურ-ორჟი, საფრანგეთი) — ფრანგი მეცნიერი მიკრობიოლოგიის, გენეტიკის და ბიოქიმიის დარგში. 2012 წელს ამერიკელ ბიოქიმიკოს ჯენიფერ დუდნასთან ერთად აღმოაჩინა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი — მოკლე პალინდრომული განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით (CRISPR-Cas9). 2015 წელს გახდა მაქს-პლანკის ინფექციური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (გერმანია). 2018 წელს დაფუძნა დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი — მაქს-პლანკის პათოგენების მეცნიერული შესწავლის დანაყოფი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ემანუელ მარი შარპანტიე 1968 წელს დაიბადა ქალაქ ჟიუვიზი-სიურ-ორჟში (18 კმ პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით). ბიოქიმიას, მიკრობიოლოგიასა და გენეტიკას სწავლობდა პარიზში, პიერ და მარი კიურების სახელობის უნივერსიტეტში (ამჟამად სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტი). ბაკალავრიატის შემდგომი განათლება პასტერის ინსტიტუტში განაგრძო (1992-95), სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო. იქვე მუშაობდა 1996 წლამდე, როცა შარპანტიე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტში გადავიდა დოქტურანტურის შემდგომი ეტაპის გასავლელად. მუშაობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ასისტენტ მეცნიერ-თანამშრომლად (1997-99 და ასოცირებულ მკვლევარად სენტ-ჯუდის ბავშვთა კვლევით ჰოსპიტალსა და ნიუ-იორკში სკირბოლის ბიომოლეკულური მედიცინის ინსტიტუტში (1999-2002). ევროპაში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ვენის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მოწვეულ პროფესორად (2002-04), შემდეგ კი — მიკრობიოლოგიისა და იმუნობიოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და ასისტენტ-პროფესორად (2004-06). 2006 წელს გახდა მიკრობიოლოგიის პრივატ-დოცენტი და მიიღო ჰაბილიტაცია მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრში. 2006-2009 წლებში მუშაობდა მაქს პერუცის ლაბორატორიის ასოცირებულ პროფესორად. შემდეგ შვედეთში გადავიდა უმეოს უნივერსიტეტის მოლეკულური ინფექციების ლაბორატორიის ხელმძღვანელად და ასოცირებულ პროფესორად (2009-2014). 2013-15 წლებში იყო გერმანიაში ბრაუნშვაიგის ჰელმჰოლცის ინფექციების კვლევითი ცენტრის და ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორი. 2014 წელს მიიღო ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის პროფესორის წოდება. 2015 წელს, გერმანიის მაქს-პლანკის საზოგადოების მიწვევით, გახდა ამ ორგანიზაციის წევრი-მეცნიერი და ბერლინის მაქს-პლანკის ინფექციური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 2016 წელს — ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. 2018 წელს გახდა მაქს-პლანკის პათოგენების მეცნიერული შესწავლის დანაყოფის დამფუძნებელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და საპატიო წოდება.[31]
CRISPR-Cas9 სისტემის აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შარპანტიე განსაკუთრებით ცნობილია 2012 წელს ამერიკელ ბიოქიმიკოს ჯენიფერ დუდნასთან ერთად გაკეთებული აღმოჩენით, რომელსაც გარდამტეხი ეფექტი ჰქონდა გენური ინჟინერიის განვითარებაზე. ორმა ქალმა მეცნიერმა შეძლო გაერკვია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი — მოკლე პალინდრომული განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით (CRISPR-Cas9). ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა გენომის რედაქტირების შესაძლებლობას, რაც დნმ მოლეკულის სტრუქტურაში სპეციფიკური ცვლილებების განხორციელების უფრო ეფექტიანი და ტექნიკურად მარტივი გზაა, ვიდრე უფრო ადრე ცნობილი მეთოდები. CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით მეცნიერებს მიეცათ საშუალება დნმ-ს შემადგენლობაზე ზემოქმედების გზით მოეხდინათ ცხოველებში გენეტიკური დეფექტების კორეგირება და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში დნმ თანმიმდევრობების მოდიფიცრება. ამან, თავის მხრივ, გააჩინა ადამიანის სასქესო უჯრედების — სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის გენური სტრუქტურის შეცვლის შესაძლებლობა.[32]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ 3.0 3.1 https://www.emmanuelle-charpentier-pr.org/cv/
- ↑ http://www.fpa.es/es/premios-princesa-de-asturias/premiados/2015-emmanuelle-charpentier-y-jennifer-doudna.html?especifica=0
- ↑ https://breakthroughprize.org/Laureates/2
- ↑ Recipients Of The 2015 Breakthrough Prizes In Fundamental Physics And Life Sciences Announced — Breakthrough Prize in Life Sciences, 2014.
- ↑ https://www.med.lu.se/eric_k_fernstroems_stiftelse/fernstroemspriserna/svenska_priset
- ↑ https://www.pauljanssenaward.com/winners
- ↑ https://www.jeantet.ch/en/prix-louis-jeantet/laureats/2015-en/emmanuelle-charpentier/
- ↑ http://www.journals.elsevier.com/bba-clinical/news/otto-warburg-medal-2016-awarded-to-emmanuelle-charpentier/
- ↑ http://otto-warburg-medaille.org/index.php/previous-award-winners.html
- ↑ http://www.helmholtz-hzi.de/en/news_events/news/view/article/complete/2015_hansen_family_award_goes_to_emmanuelle_charpentier/
- ↑ http://www.dfg.de/gefoerderte_projekte/wissenschaftliche_preise/leibniz-preis/2016/charpentier/index.html
- ↑ https://www.brandeis.edu/rosenstiel/gabbay-award/past.html
- ↑ https://www.kavliprize.org/bio/emmanuelle-charpentier
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 https://www.emmanuelle-charpentier-pr.org/wp-content/uploads/2020/10/Emmanuelle-Charpentier_Awards-Decorations-Honors-Prizes-Other-Recognitions_EC.pdf
- ↑ http://www.aachen.de/DE/stadt_buerger/politik_verwaltung/pressemitteilungen/Aachener-Ingenieurpreis.html
- ↑ https://www.wilhelmexner.org/en/medalists/
- ↑ https://wolffund.org.il/2020/01/13/8113/
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 2020: Genetic scissors: a tool for rewriting the code of life — Royal Swedish Academy of Sciences, 2020.
- ↑ https://www.ust.hk/news/major-events-campus/hkust-holds-22nd-congregation-conferring-honorary-doctorates-five
- ↑ https://www.legiondhonneur.fr/sites/default/files/lh20210101.pdf
- ↑ https://thejohnscottaward.github.io/jsc/2011-recent.html
- ↑ https://www.apotekarsocieteten.se/en/scholarships-and-prizes/scheele-award-2/former-laureates/
- ↑ https://www.uliege.be/cms/c_17641938/fr/uliege-portraits-des-docteurs-honoris-causa-facultaires-2023
- ↑ https://www.amacad.org/new-members-2023
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ https://engage.amc.edu/wp-content/uploads/2022/12/AlbanyPrize_PastRecipients_2023.pdf
- ↑ https://royalsociety.org/news/2024/05/new-fellows-2024/
- ↑ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია — 1666.
- ↑ Charpentier, Emmanuelle - Vita. Max Planck Society. ციტირების თარიღი: 7 March 2020.
- ↑ Jennifer Doudna. Encyclopaedia Britannica. ნანახია 7 მარტი, 2020.
|