შინაარსზე გადასვლა

გირეის დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გირეიები
ქვეყანა ყირიმის სახანო
ასტრახანის სახანო
ყაზანის სახანო
ქასიმის სახანო
ფუძე დინასტია ჩინგიზიდები
ტიტულები ყირიმის ხანი
მიმართვის ფორმა მონარქია
დამაარსებელი ჰაჯი I გირეი
(ყირიმის პირველი ხანი)
უკანასკნელი მმართველი შაჰინ გირეი
დაარსდა 1441 წ.
ტახტიდან ჩამოგდება 1783 წ.
ეროვნება მონღოლები/ყირიმელი თათრები

გირეის დინასტია (ყირიმ. كرايلر; Geraylar;) — მონღოლურ-თურქული დინასტია. ჩინგიზ-ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის მეცამეტე შვილის შთამომავალმა, მუსლიმმა ჰაჯი-გირეიმ, 1441 წელს დააარსა ყირიმის სახანო და გირეის დინასტია, რომელიც მართავდა ყირიმს 1441 წლიდან მის დაცემამდე, 1783 წლამდე. გვარის წარმომადგენლები გარკვეული პერიოდით ფლობდნენ ასტრახანის, ყაზანისა და ქასიმის სახანოებსაც. 1783 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გირეიები გადასახლდნენ ოსმალეთის იმპერიაში, რუსეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

მემკვიდრეობის წესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გირეის დინასტიის პირველი მემკვიდრეობითი კანონის მიხედვით, ყირიმის ხანის გარდაცვალების შემდეგ, მას შეცვლიდა მის მიერ დანიშნული კალგა (მემკვიდრე), რომელიც აუცილებლად გირეის გვარის უნდა ყოფილიყო. ასევე არსებობდა მეორე მემკვიდრე - ნურედინი, რომელიც სახანოში მე-3 პირად ითვლებოდა. XVI საუკუნის ბოლოდან ოსმალების გავლენით კანონი შეიცვალა, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობა სულთნის მიერ უნდა დადგენილიყო. ამან დინასტიური ომები და ხანების თითქმის მუდმივი ცვლა გამოიწვია, რაც ყირიმის სტაბილურობაზე მძიმედ აისახა.

ოსმალეთის ვასალობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1475 წელს, ოსმალეთის სულთანმა, მეჰმედ II-მ ყირიმის სახანო დაიპყრო. გირეის დინასტიის სახანო დიდი იმპერიის განუყოფელი ნაწილი გახდა 1774 წლამდე. ამ ხნის მანძილზე გირეიების უმეტესობა სპეციალურად იგზავნებოდა ოსმალეთში მძევლებად, სულთნის კარზე, სადაც იღებდნენ გამოცდილებას და ხშირად ხანის რანგში ბრუნდებოდნენ ყირიმში (მაგ. საჰიბ I გირეი, დევლეთ I გირეი, ისლამ II გირეი, მეჰმედ III გირეი და სხვ.).

XVI საუკუნის 80-იან წლებამდე ყირიმის ხანი ითვლებოდა ოსმალეთის სულთნის შემდეგ მეორე პირად იმპერიაში. მისი და დიდი ვეზირის უფლებები თანასწორი იყო. თუმცა შიდა დინასტიური ომებისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ხშირი აჯანყებების შემდეგ, მურად III-მ ყირიმის ხანს წაართვა გავლენა. მიუხედავად ამისა, გირეის დინასტიის წევრები თავიანთ სახანოზე მაინც დიდ გავლენას ახდენდნენ და მოქმედებდნენ სულთნების თანხმობის გარეშე.

რუსეთის ვასალობა და ანექსია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის შემდეგ დაიდო ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ყირიმის სახანო რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა. რუსეთი ყირიმის ანექსიას გეგმავდა და ეს კარგად იცოდნენ გირეის დინასტიის წევრებმაც. ისინი აჯანყდნენ თითქმის 4-ჯერ, თუმცა უშედეგოდ.

1783 წელს რუსეთის იმპერიის ჯარები ყირიმის დედაქალაქ ბახჩისარაიში შევიდნენ, გირეიების ბოლო წარმომადგენელი, შაჰინ გირეი გადააყენეს და სახანო გააუქმეს. გირეის დინასტია ამის შემდეგ გადაიხვეწა ოსმალეთსა და ევროპაში, საიდანაც რამდენიმეჯერ აჯანყდნენ, თუმცა ეს ყველა აჯანყება რუსების მიერ სასტიკად იქნა ჩახშობილი.

შაჰინ გირეის შთამომავლები და გირეის გვარის სხვა წარმომადგენლები ამჟამად ცხოვრობენ თურქეთისა და რუსეთის ტერიტორიებზე.

ცნობილი წარმომადგენლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]