შინაარსზე გადასვლა

გასიმუშაღის ხალიჩები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანული „გასიმუშაღის ხალიჩები“ ყარაბაღის სკოლაში. გვიანი XIX საუკუნე.

გასიმუშაღის ხალიჩები (აზერ. Qasımuşağı xalçaları) — აზერბაიჯანული ხალიჩის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება ყარაბაღის სკოლის ჯაბრაილის ჯგუფს.[1][2]

ამ ხალიჩის სახელწოდება უკავშირდება აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონის სოფლებს: შამქენდის, ერიქლის, ქიურდჰაჯის, ჩორმანსა და შალვას.

გასიმუშაღის ხალიჩები ფართოდ გავრცელებულია „ყარაბაღის ხალიჩების ქსოვის სკოლებში“. მანამდე, ხალიჩების ეს სახეობა იქსოვებოდა სოფელ გასიმუშაღი-ობასიში და მისი წარმოებაც ამ სოფელში განვითარდა, განსაკუთრებით კი შამქენდის, ერიქლის, ქიურდჰაჯის, ჩორმანსა და შალვას სოფლებში.[1] ამ ხალიჩების განვითარება ამ სოფლებში, განპირობებული იყო მდიდარი ნედლეულისა და ხელნაკეთი ტრადიციების უძველესი ისტორიის საფუძველზე. სოფელი გასიმუშაღი-ობასი თავისი ნედლეულით უზრუნველყოფდა თავის ქსოვის სკოლებს, განსაკუთრებით ბამბითა და ბუნებრივი ფერების მისაღები მცენარეებით. ეს ხალიჩები უნიკალურია თავისი ტექნიკით და კვლავაც ინახება მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმში.

გასიმუშაღის ხალიჩები საფოსტო მარკებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს, პრაღაში გაიმართა კავკასიური ხალიჩების გამოფენა. ჩეხეთის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელი გაეცნო აზერბაიჯანული ხალიჩების ყარაბაღის სკოლის ზოგიერთი ნიმუშს და რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკა საფოსტო მარკები გამოუშვა, სადაც სურათზე დატანილი იყო აზერბაიჯანული ხალიჩა წარწერით: „ყარაბაღის ხალიჩები XIX საუკუნეში“.

  1. 1.0 1.1 Лятиф Керимов. Азербайджанский ковер. Том III. Баку: "Гянджлик", 1983, стр. 221. (რუსული) (ინგლისური)
  2. Н. А. Абдуллаева. Ковровое искусство Азербайджана. — Баку, «Элм», 1971 — стр. 21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-09. ციტირების თარიღი: 2018-04-13.