გამეტა
გამეტა (ბერძ. Gamete — მეუღლე) — სასქესო უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სასქესო ჯირკვლებში. გამეტოგენეზი, სასქესო უჯრედების წარმოქმნის პროცესი. სომატური უჯრედებისგან განსხვავებით,[1] მათ გააჩნიათ ქრომოსომთა ჰაპლოიდური (განახევრებული) რაოდენობა. მამრობითი სასქესო უჯრედები წარმოიქმნებიან სათესლე ჯირკვლებში, მათ წარმოქმნის პროცესს სპერმატოგენეზი ჰქვია, ანუ სასქესო უჯრედების მომწიფება და მიმდინარეობს სამ ეტაპად (ზრდის, გამრავლების, დაყოფის ფაზებად) საიდანაც ვიღებთ ოთხ საქესო უჯრედს, ანუ სპერმატოზოიდს, რომელთაც გააჩნიათ გადაადგილების უნარი და ხორციელდება ქემოტაქსისურად. რაც შეეხება მდედრობით სასქესო უჯრედებს ისინი წარმოიქმნებიან საკვერცხეებში,[2] მისი წარმოქმნის პროცესს ეწოდება ოოგენეზი და ისიც მიმდინარეობს სამ ეტაპად. თუმცა სპერმატოგენეზისგან განსხვავებით საბოლოოდ ვიღებთ ერთ კვერცხუჯრედს, ხოლო დანარჩენი სამი მიმართულებითი ნაწილაკების სახელითაა ცნობილი და ისინი იღუპებიან. კვერცხუჯრედი დიდი სფეროსებური უჯრედია, რომელსაც გადაადგილება თავისით არ შეუძლია, ის გადაადგილდება საშვილოსნოს ლულის მიკროხაოების საშუალებით.[3] გამეტოგენეზის მიმდინარეობა ეყრდნობა მეიოზის სქემას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზოგადი და სავეტერინარიო გენეტიკა, რონალდ მიჩიტაშვილი, ირაკლი მიჩიტაშვილი, გვ 32, თბილისი, 2011;
- გენეტიკა, ო. ივანოვა,. გვ 85, თბილისი, 1982.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბავშვთა კვება
- ↑ საკვერცხე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
- ↑ საშვილოსნო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2016-03-11.