პტოლემეების სამეფო
პტოლემეების სამეფო Πτολεμαϊκὴ βασιλεία Ptolemaïkḕ Basileía | |||||
სახელმწიფო აღარ არსებობს | |||||
| |||||
პტოლემეს სამეფო, ლისიმაქეს სამეფო, სელევკიდების სამეფო, სხვა ტერიტორიები
| |||||
დედაქალაქი | ალექსანდრია | ||||
ენები | ბერძნული, ეგვიპტური, ბერბერო | ||||
რელიგია | სერაფისის კულტი | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
ფარაონი | |||||
- | ძვ.წ. 305–283 | პტოლემე I | |||
- | ძვ.წ. 51–30 | კლეოპატრა VII | |||
ისტორიული ერა | ანტიკური ხანა | ||||
- | შეიქმნა | ძვ.წ. 305 | |||
- | გაუქმდა | ძვ.წ. 30 | |||
ფართობი | |||||
- | ძვ.წ. 301 | 1 000 000 კმ² (386 102 მლ²) | |||
ვალუტა | ბერძნული დრაჰმა | ||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | კვიპროსი ეგვიპტე საბერძნეთი ლიბია თურქეთი ისრაელი პალესტინა ლიბანი სირია იორდანია | ||||
* პტოლემე I (ძვ.წ. 305–283) - პირველი ფარაონი * კლეოპატრა VII (ძვ.წ. 51–30) - ბოლო ფარაონი |
პტოლემეების სამეფო (ბერძ: Πτολεμαϊκὴ βασιλεία, Ptolemaïkḕ Basileía) — ელინისტური სამეფო ეგვიპტეში. სამეფოს მართავდა პტოლემეების დინასტია, რომელიც პტოლემე I-მა დააარსა ძვ.წ. 323 წელს, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ. სამეფომ არსებობა ძვ.წ. 30 წელს შეწყვითა, კლეოპატრა VII-ს გარდაცვალებისა და რომის იმპერიის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ.
პტოლემეების სამეფო ძვ.წ. 305 წელს პტოლემე სოტერმა დააარსა, რომელმაც საკუთარი თავი ეგვიპტის ფარაონდა გამოაცხადა და ძლიერი ელინისტური დინასტია შექმნა, დინასტიის წარმომადგენლებიც 275 წლის მანძილზე მართავდნენ სამეფოს, რომელიც განფენილი იყო სამხრეთ სირიიდან კირენამდე და სამხრეთით ნუბიამდე. ალექსანდრია სახელმწიფოს დედაქალაქი, ბერძნული კულტურისა და ვაჭრობის ცენტრი გახდა. ეგვიპტის ადგილობრივ მოსახლეობაში აღიარების მოპოვებისა და მათდამი პატივისცემის გაზრდის მიზნით დინასტიის წევრები საკუთარ თავს ფარაონების მემკვიდრეებს უწოდებდნენ. მოგვიანებით პტოლემეების დინასტიის წევრებმა ძველი ეგვიპტის ფარაონების მსგავსად ოჯახის წევრებზე ქორწინების ტრადიციის მიმდევრები გახდნენ, ისინი საკუთარ თავს ძველი ეგვიპტის ფარაონების მსგავსად სახალხო მონუმენტებში ასახავდნენ, ასევე მონაწილეობას იღებდნენ ეგვიპტურ რელიგიურ ცხოვრებაში. დინასტიას ადგილობრივ მემბოხეებთან, ასევე უცხოელ დამპყრობლებთან და სამოქალაქო ომშიც კი მოუწია ბრძოლა, ეს ყველაფერი კი წინ უძღვოდა სამეფოს გაუქმებას და რომის იმპერიის მიერ მის ანექსიას. ელინისტური კულტურა რომის და ბიზანტიის მმართველობის პერიოდში განაგრძობდა არსებობას მუსულმანების მიერ ეგვიპტის დაპყრობამდე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტეში პტოლემეების მმართველობა ელინისტური ერის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღწერილი და დოკუმენტირებული პერიოდია. ეგვიპტეში უამრავი პაპირუსია აღმოჩენილი, რომლებზეც ბერძნულად და ეგვიპტურად აღწერილია პტოლემეების დინასტიის მმათველობა.
ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ.წ. 332 წელს ალექსანდრე დიდმა, მაკედონიის მეფემ ეგვიპტის სატრაპიას (აქემენიანთა იმპერიის სატრაპია) შეუტია. ალექსანდრე ეწვია მემფისს, მან ასევე სივას ოაზისში ამონის ორაკულთან იმოგზაურა. სადაც ორაკულმა ალექსანდრე ამონის შვილად გამოაცხადა. მან ეგვიპტელების პატივისცემა მოიპოვა, რისი მიზეზიც მის მიერ ეგვიპტელების რელიგიისადმი გამოჩენილი პატივისცემა იყო. თუმცა ეგვიპტეში ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ალექსანდრემ მაკედონელები დანიშნა. ალექსანდრემ ასევე დააარსა ახალი ბერძნული ქალაქი ალექსანდრია, რომელიც ეგვიპტის ახალ დედაქალაქად გამოაცხადა. ახლა უკვე მთელი ეგვიპტე სპარსეთის იმპერიის დაპყრობაში ალექსანდრეს მეთაურობით მონაწილეობდა. ძვ.წ. 331 წლისთვის ის უკვე მზად იყო ლაშქრობისათვის და არმიას ფინიკიისაკენ წარუძღვა. ეგვიპტეში კი კლეომენესი დატოვა, როგორც ეგვიპტის მონარქი, ალექსანდრეს არყოფნაში. ამის შემდეგ ალექსანდრე ეგვიპტეში აღარ დაბრუნებულა.
სამეფოს დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ.წ. 323 წელს ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, ალესანდრეს გენერლებს შორის დაიწყო მემკვიდრეობის გადანაწილების კრიზისი. თავდაპირველად იმპერიას პერდიკა მართავდა, როგორც ალესანდრეს ნახევარძმის არიდეის რეგენტი, რომელიც მოგვიანებით ფილიპე III მაკედონელი გახდა. მოგვიანებით პერდიკა იმპერიას მართავდა, როგორც ფილიპე III-ის და ალექსანდრე IV-ის რეგენტი. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების დროს მისი ვაჟი ალექსანდრე IV ჯერ დაბადებული არ იყო. პერდიკამ პტოლემე, რომელიც ალექსანდრეს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო, ეგვიპტის სატრაპად დანიშნა. პტოლემე ეგვიპტეს ძვ.წ. 323 წლიდან მართავდა, მეფეების ფილიპე III-ისა და ალექსანდრე IV-ის სახელით. თუმცა, ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდეგ, პტოლემემ ეგვიპტის საკუთარი უფლებებით მართვა დაიწყო. მან წარმატებით დაიცვა ეგვიპტე ძვ.წ. 321 წელს პერდიკას შემოსევებისაგან. ის ასევე იცავდა ეგვიპტესა და მის შემოგარენ ტერიტორიებს დიადოქოსების ომის დროს (ძვ.წ. 322 - ძვ.წ. 301 წლები). ძვ.წ. 305 წელს პტოლემემ ოფიციალურად მიიღო ტიტული მეფე (ფარაონი). ამის შემდეგ პტოლემე I სოტერმა ("პტოლემე I მხსნელი") დააარსა პტოლემეების დინასტია, რომელიც ეგვიპტეს დაახლოებით 300 წლის მანძილზე მართავდა.
პტოლემეების დინასტიის ყველა მნიშვნელოვან მმართველს სახელად პტოლემე ერქვა, ხოლო პრინცესები და დედოფლები სახელად ირქმევდნენ კლეოპატრას, არსინოას და ბერენიკას. პტოლემეების დინასტიის მეფეები ძველი ფარაონების მსგავსად საკუთარ დებზე ქორწინდებობდნენ, ამიტომაც მეფეების უმეტესობა სამეფოს მეუღლეებთან ერთად მართავდნენ, რომლებიც მეფეების მსგავსად სამეფო ოჯახის წევრები იყვნენ. დინასტიაში ქორწინებასთან დაკავშირებით ამგვარი პოლიტიკის გამო, დინასტიის მომავალი წევრები უფრო სუსტები, სავარაუდოდ გონებრივადაც ჩამორჩენილები იყვნენ. ბერენიკა III და ბერენიკა IV დინასტიაში ერთადერთი დედოფლები იყვნენ, რომლებიც სამეფოს საკუთარი წესებით მართავდნენ. კლეოპატრა V იყო თანამმართველი დედოფალი, რომელიც ბერენიკა IV-სთან ერთად მართავდა სამეფოს. ხოლო კლეოპატრა VII სამეფოს პტოლემე XIII-სთან, პტოლემე XIV-სთან და პტოლემე XV-სთან ერთად მართავდა, თუმცა რეალურად ის ეგვიპტეს მარტო მართავდა.
დინასტიის მოგვიანებითი წევრები ეგვიპტელების რელიგიასა და კულტურას აღარ აწუხებდნენ, პირიქით ისინი ეგვიპტური ღმერთების სახელზე დიდებულ ტაძრებს აგებდნენ. პტოლემე II-ის და პტოლემე III-ის მეფობის დროს ათასობით მაკედონიელ ვეტერანს გადაეცა სხვადასხვა საჩუქარი და ფერმის მიწა, რის შემდეგაც დასაჩუქრებული მაკედონიელები სამეფოს კოლონიებში, გარნიზონებსა და სოფლებში სახლდებოდნენ. საუკუნის განმავლობაში ბერძნების გავლენამ მთელი სამეფო მოიცვა, ბერძნებსა და ეგვიპტელებს შორის ხშირმა ქორწინება კი ბერძნო-ეგვიპტური განათლებული კლასი წარმოშვა. მიუხედავად ამისა, ბერძნები ყოველთვის რჩებოდნენ პრივილეგირებულ უმცირესობად პტოლემეების ეგვიპტეში. ისინი ცხოვრობდნენ ბერძნული კანონებით, იღებდნენ ბერძნულ განათლებას, ასამართლებდნენ ბერძნულ სასამართლოში და ცხოვრობნენ ბერძნულ ქალაქებში.
პტოლემე I
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პტოლემე II
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პტოლემე III
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პტოლემეების დაცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პტოლემეები მოგვიანებით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლეოპატრა VII
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაელების მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოციალური მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალუტის სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტის მართვის დროს, პტოლემეების დინასტიამ უამრავი ბერძნული დასახლება დააარსა იმპერიის სხვადასხვა წერტილში. იმდროინდელ ეგვიპტის სამეფოში არსებობდა სამი მთავარი ბერძნული ქალაქი: ნავკრატისი, ალექსანდრია და პტოლემაიდა.
ნავკრატისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნავკრატისი სამი ბერძნული ქალაქიდან ერთ-ერთი იყო. ეგვიპტეში ალესანდრიის დაარსების შემდეგ ნავკრატისის კომერციული მნიშვნელობა შედარებით შემცირდა, თუმცა ის ისევ განაგრძობდა არსებობას, როგორც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებასა და პტოლემეს გამეფებას შორის არსებულ შუალედში ქალაქმა ნავკრატისმა საკუთარი ფულის მოჭრაც კი დაიწყო (პირადი დიზაინით). როგორც პტოლემეების ისე რომაული პერიოდის დროს, ნავკატისის მოქალაქე მამაკაცების წერილებიდან ჩანს, რომ ქალაქი ბერძნული ტრადიციების მიმდევარი და ერთგული იყო. პტოლემე II ქალაქს საკუთარ ყურადღებას არ აკლებდა. მან 100 მეტრის (330 ფუტის) სიგრძისა და 18 მეტრის (60 ფუტის) სიგანის კირქვის ნაგებობა ააშენა, რათა დიადი ტემენოსის გატეხილი შესასვლელი შეევსო. მისი ბრძანებით ტემენოსში პალატის დიდი ლოდი გაამაგრეს და განამტკიცეს. მიუხედავად იმისა, რომ ნავკრატისი ელინისტური ხასიათის ქალაქი იყო, ის ეგვიპტურ ელემნებსაც შეიცავდა. ქალაქი პტოლემეების მართველობის დროს ყვაოდა, ამის მიზეზს იმპორტირებული ამფორების რაოდენობა გვაძლევს, რომელთაც შტამპი როდოსზე დაადეს. ზენოს პაპირუსის მიხედვით, ნავკრატისი იყო ლიდერი ნავსადგური მემფისიდან ალექსანდრიაში ზღვით მოგზაურობისას. ამავდროულად იყო ერთგვარი სადგური, შესაჩერებელი (მოსასვენებელი) ადგილი პელუზიიდან დედაქალაქისკენ ხმელეთით მოგზაურობისას. იგი ასევე იყო ადმინისტრაციული სისტემის სეპ-მეჰის ნომოსის წევრი.
ალექსანდრია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პტოლემაიდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაბები პტოლემეების მმართველობის ქვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ებრაელები პტოლემეების მმართველობის ქვეშ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიწათმოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეფოს მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მმართველთა სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პტოლემე I (ძვ.წ. 303-285)
- პტოლემე II (ძვ.წ. 285-246)
- პტოლემე III (ძვ.წ. 246-221)
- პტოლემე IV (ძვ.წ. 221-203)
- პტოლემე V (ძვ.წ. 203-181)
- პტოლემე VI (ძვ.წ. 181-164, ძვ.წ. 163-145)
- პტოლემე VII (არასდროს უმეფია)
- პტოლემე VIII (ძვ.წ. 170-163, ძვ.წ. 145-116)
- კლეოპატრა II (ძვ.წ. 131-127)
- კლეოპატრა III (ძვ.წ. 116-101)
- პტოლემე IX (ძვ.წ. 116-107, ძვ.წ. 88-81 როგორც სოტერი II)
- პტოლემე X (ძვ.წ. 107-88)
- ბერენიკა III (ძვ.წ. 81-80)
- პტოლემე XI (ძვ.წ. 80)
- პტოლემე XII (ძვ.წ. 80-58, ძვ.წ. 55-51)
- კლეოპატრა V (ძვ.წ. 58-57)
- კლეოპატრა VII (ძვ.წ. 51-30)
- არსინოა IV (ძვ.წ. 48-47)
პტოლემეების გამარტივებული ხე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დინასტიის სხვა წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამედიცინო ანალიზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პტოლემეს სამეფოს ისტორია
- პტოლემეების დინასტია
- ეგვიპტე: პტოლემეებიდან არაბებამდე დაარქივებული 2015-01-25 საიტზე Wayback Machine.
- ეგვიპტის პტოლემეების დინატია
- პტოლემეების ეგვიპტე